თავის მოვლა
3 ნაჭერი ბანანი და ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა – სილამაზისა და ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის
კანი რომ ლამაზი იყოს, მასზე მუდმივად და სრულყოფილად უნდა იზრუნოთ. თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქცია ასეთ შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა ხელმისაწვდომი საშუალებების დავიწყება არ ღირს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რამდენი სასწაულმოქმედი კანის საშუალება პირდაპირ თქვენს სამზარეულოში არსებობს.
დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სახლის პირობებში კანის გამწმენდი, დამატენიანებელი და მათეთრებელი ნიღაბი.
ნიღაბი სოდით
ნებისმიერ სამზარეულოში, კარადაში ერთი შეფუთვა სოდას ადვილად იპოვით. თუ ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ცხობის დროს შეიძლება, ძალიან ცდებით. სოდა პირველ რიგში, სახლის დალაგების დროს შეუცვლელი საშუალებაა, მეორე მხრივ, ის შეუფასებელი კოსმეტიკური საშუალებაა.
სოდა ნიღბის საკმაოდ აგრესიული კომპონენტია, თუმცა მას წარმოუდგენელი თვისებები გააჩნია. საკუთარი ტექსტურის წყალობით კანს შესანიშნავად წმენდს და მკვდარ უჯრედებს აშორებს. ასევე სოდა კანს უფრო ნათელს ხდის და პიგმენტაციას აშორებს.
სახეზე სოდის დამოუკიდებლად წასმა არ ღირს, რადგან ის კანს აშრობს. სწორედ ამიტომ, ნიღაბს დამატენიანებელი ელემენტი უნდა დაუმატოთ, რომელიც კანს ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებავს. ასეთი ელემენტის სახით შეგიძლიათ ბანანი აირჩიოთ, რადგან ის კანზე დადებით ეფექტს იძლევა.
ნიღბის მოსამზადებლად მცირე ზომის თასში 3 ნაჭერი ბანანი დაჭყლიტეთ. ერთგვაროვანი ფაფა უნდა მიიღოთ. ახლა ნახევარი ჩაის კოვზი სოდა დაუმატეთ. თუ ნიღაბს მშრალი კანისთვის ამზადებთ, სოდის რაოდენობა ჩაის კოვზის მესამედი ან მეოთხედი ნაწილი აიღეთ.
ინგრედიენტები კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ნიღაბი სახეზე წაისვით და ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში 10 წუთით, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში 5 წუთით გაიჩერეთ. თვალის ირგვლივ კანზე არ წაისვათ. ნიღბის სახეზე წასმამდე და ცოტა რაოდენობა მაჯაზე წაისვით და დარწმუნდით, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ.
სოდა საკმაოდ აგრესიული კომპონენტია, ამიტომ შეგრძნებას ყურადღება მიაქციეთ, თუ კანის წვა ან ქავილი იგრძენით, დაუყონებლივ ჩამოიბანეთ. არსებობს ალბათობა, რომ ნიღაბი თქვენ არ შეგეფერებათ.
ნიღაბი ჩვეულებრივი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით, რომ კანის გამოშრობა არ დაუშვათ. ნიღაბი ფანატიზმის გარეშე, 10 დღეში მაქსიმუმ ერთხელ უნდა გამოიყენოთ. მშრალი კანის შემთხვევაში ნიღაბი კიდევ უფრო იშვიათად გამოიყენეთ.
უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ, რომ კანი უფრო ნათელი გახდა და ჯანსაღი ელფერი მიიღო. სოდა კანს წმენდს, ხოლო ბანანი კარგად ატენიანებს. ასეთი მიდგომით წვრილ ნაოჭებს მოიშორებთ და კანი უფრო თანაბარი გახდება! კომპლექსური მიდგომა დაგეხმარებათ, რომ თქვენი სახის კანი იდეალური გახდეს.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.