თავის მოვლა
3 ნატურალური ჯადოსნური ზეთი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ
ეს ზეთები კანის ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა.
ჩამოწელილი კანი უსიამოვნო პროცესია. ჩვენ გვსურს, რომ კანი ყოველთვის ლამაზი, ახალგაზრდული და გლუვი იყოს. დაბერების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
კანის დაბერების გარეგნული ნიშნები
1. დაბერების პირველი ტიპი – „დაღლილი სახე“
სახის და ყელის რბილი ქსოვილების ელასტიკურობა მცირდება, შეშუპება ჩნდება, ცხვირ-ტუჩის ნაკეცი მკვერთად გამოხატულია და პირის კუთხეები დაწეულია. დასვენებისა და კარგი ძილის შემდეგ დასვენებული კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ხოლო საღამოს დაბერების ნიშნები შესამჩნევად ვლინდება, სახეზე კი დაღლილობის კვალი შეინიშნება.
2. დაბერების მეორე ტიპი – „დანაოჭებული სახე“
სახე და ყელი წვრილი ნაოჭებით დაფარულია, კანი გამომშრალია. თვალის კუთხეებში „ბატის თათები“ შეინიშნება, ზედა ტუჩი და ნიკაპი დანაოჭებულია, ზედა და ქვედა ქუთუთოზე ნაოჭები გამოხატულია.
3. დაბერების მესამე ტიპი – „ორმაგი ნიკაპი“ და „ჩამოწელილი ლოყები“
სახის და ყელის რბილი ქსოვილების დეფორმირება შეინიშნება, სახის ოვალი იცვლება და ზედა და ქვედა ქუთუთოზე ჭარბი კანის ნაკეცი წარმოიქმნება. ამ ტიპის დაბერების მიმართ მიდრეკილნი არიან ის ადამიანები, რომელთაც ახალგაზრდობაშიც კი კანქვეშა ცხიმის ფენა მნიშვნელოვნად გამოხატული აქვთ.
4. მეოთხე ტიპი – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების კომბინაცია:
კანის ელასტიკურობის შემცირება, სახის და ყელის გამოხატული დანაოჭება, სახის კონტურის დეოფრმაცია.
5. მეხუთე ტიპი – დაკუნთული, ხშირად გვხვდება სამხრეთ აზიის, მონღოლეთისა და იაპონიის წარმომადგენლებში.
მათი სახის კუნთები უფრო განვითარებული, ხოლო ცხიმოვანი ფენა ნაკლებად გამოხატულია. ამ ტიპის მქონე ადამიანებს თვალის ირგვლივ მრგვალი და პატარა ნაოჭები აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად სახის ოვალის ფორმირება და ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მკვეთრად გამოხატვა შეინიშნება.
ეს ზეთები კანის ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ ძლიერი საშუალებებია:
1. სალბის ზეთი
ეფექტურია წვრილი მიმიკური ნაოჭების გასაქრობად, განსაკუთრებით დამატენიანებელ კრემებთან ერთად. მას ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რაც ფორების შევიწროებს ხელს უწყობს და კანი უფრო გლუვი ხდება.
2. ნემსიწვერას ზეთი
შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენოთ. ის სისხლის მიმოქცევას, კანის ელასტურობას ზრდის და ტენის შენარჩუნებას ხელს უწყობს. შეგიძლიათ ნებისმიერ დამატენიანებელ კრემს რამდენიმე წვეთი ზეთი დაუმატოთ.
2. ყურძნის კურკის ზეთი
ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, თავისუფალ რადიკალებს და კანის დაზიანების გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვის. ზეთი E ვიტამინით მდიდარია და კანის ჩამოწელვის პროცესს აფერხებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.