Connect with us

ყვავილები

3 მთავარი საიდუმლო, როგორ გავზარდოთ ფორთოხლის ზომის ხახვი

ნებისმიერი მებოსტნე ოცნებობს, რომ ფორთოხლის ზომის ხახვი გაზარდოს. აღმოჩნდა, რომ ოცნების რეალობად ქცევა მარტივია. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 3 მთავარ საიდუმლოს, რომლის დახმარებით მსხვილ ხახვს გაზრდით და მეზობლების შესაშურ მოსავალს მიიღებთ.

ამ საქმეში სწორი მოვლა და გარკვეული წესების დაცვა დაგეხმარებათ. ბოსტნეულის მოყვანის ყველა ეტაპზე სიფრთხილე გამოიჩინეთ და მალე მის გაყიდვასაც დაიწყებთ. ხახვის ზომა ყველას გააოცებს!

როგორ გავზარდოთ მსხვილი ხახვი: 3 მთავარი მომენტი

მარილით დამუშავება

მეაგარაკეებმა, რომლებიც ღირსეულ მოსავალს იღებენ, იციან, რომ ხახვს დათესვამდე დამუშავება სჭირდება. ასე მასალას სხვადასხვა სახის ჭუჭყს მოაშორებთ, კულტურას მავნებლებისგან დაიცავთ. ხახვი სწორი დამუშავებით გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას უკეთ უძლებს. მარილიანი ხსნარი ერთ–ერთი ასეთი ეფექტური საშუალებაა. დათესვამდე მარილის ხსნარით დამუშავება რთული არაა:

  1. 3 ს/კ მარილი 3 ლ თბილ წყალში გახსენით.
  2. მზა ხსნარში დასარგავი მასალა ჩადეთ და 2–3 საათით დაელოდეთ.
  3. რამდენჯერმე კარგად გარეცხეთ.

მავნებლებთან ბრძოლა

ხახვის ბუზი ერთ–ერთი სახიფათო მავნებელია, რომელიც მოსავალს ანადგურებს. ბოსტნეული ამ პარაზიტისგან აუცილებლად დაიცავით. ამაში ეფექტური ხალხური საშუალება დაგეხმარებათ, რომლითაც მიწა ხახვის დარგვამდე უნდა დაამუშაოთ. მოქმედების ალგორითმი:

  1. 10 ლ სუფთა წყალი და 3 ს/კ ნიშადურის სპირტში გააზავეთ.
  2. მიწა თვეში 3–ჯერ მორწყეთ. ამის შემდეგ დამატებითი პროცედურა საჭირო არაა.

საფუარით გამოკვება

უდავოდ, ხახვი დიდი რომ გაიზარდოს, გამოკვება უნდა გახსოვდეთ. მისი გამოყენება მოსავლიანობას ზრდის. იაფი და მოქმედი გამოკვება ასე მზადდება:

  1. 10 ლ თბილ წყალში 10 გ მშრალი საფუარი გახსენით. 50 გ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.
  2. თბილ ადგილას 48 საათით გააჩერეთ.
  3. მორწყვამდე საფუარის ნარევი თბილ წყალში 1:5 პროპორციით გააზავეთ.

ხახვი ბოსტანში, ფანჯრის რაფაზე ან სათბურში გაზარდეთ. მავნებლების წინააღმდეგ თქვენთვის ოპტიმალური მეთოდი აირჩიეთ და სასუქის რეცეპტები შეინახეთ. ამ შემთხვევაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მიიღებთ, რომელიც თვალს გაახარებს.

Advertisement