Connect with us

ჰოროსკოპი

3 ზოდიაქოს ნიშანს ნოემბერში საბედისწერო შეხვედრა ელოდება: ასტროლოგების პროგნოზი

ასტროლოგები ზოგჯერ გვეხმარებიან შევხვდეთ იმ ადამიანს, რომელიც ბედით ჩვენთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ამისთვის ჰოროსკოპები უნდა წაიკითხოთ. ზოგჯერ საბედისწერო შეხვედრა უკვე მოსახვევში გველოდება, ჩვენ კი მივდივართ და გზის მიმართულებას ვცვლით. ვუხვევთ იქით, სადაც არავინ გველოდება, სადაც არავის ვჭირდებით და სულ უფრო და უფრო მეტად ჩიხში შევდივართ.

თუ უფრო გონიერი იქნებით და ვარსკვლავების მოთხოვნებს ყურადღებით მოუსმენთ, შეძლებთ გაიგოთ, თუ სად გელოდებათ დიდი ბედნიერება.

სინამდვილეში, ბედთან შეხვედრა რთული არაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ზუსტი ადგილი და დრო, ასევე თავდაჯერებულობა. ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, რომ ნოემბერი 2020 წლის ყველაზე წარმატებული თვე იქნება ორი მოსიყვარულე გულის შესაერთებლად. ბედი კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც უკვე დიდი ხანია მეორე ნახევარს ეძებს და ამას ჯიუტად გამარჯვების რწმენით აკეთებს.

ნოემბრის ჰოროსკოპი 3 ზოდიაქოს ნიშანს საბედისწერო შეხვედრას ჰპირდება, ხოლო ვის შეხვდებიან დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის მათთვის განკუთვნილი.

კურო

საბედისწერო შეხვედრა ელოდება კუროს. ნოემბერი მას მოკლე დროში ბედნიერების პოვნაში დაეხმარება. შესაძლოა, ამ ადამიანმა თქვენი პირადი სივრცის საზღვარი უკვე გადალახა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, თუ ეს რას ნიშნავს.

ნოემბერი დაგანახებთ, რომ ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი, მგზნებარე და მომხიბვლელი პერიოდი იწყება.

ვარსკვლავები თქვენს მეორე ნახევართან გზის ბილიკებს დააკავშირებს, ანუ სწორი მიმართულებიდან არ გადაუხვევთ და ერთმანეთს ნამდვილად შეხვდებით!

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული და წარმოუდგენელი მოხდება. ეს იქნება გრძნობების აფეთქება, თქვენთვის უჩვეულო ექსპრესიულობა.

ნოემბერი გრძელ გზას დაგანახებთ, რომელზეც თქვენს ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრების რუკას, თქვენი ბედის რუკას დაწერთ.

სრულიად შემთხვევით, საღამოს გზაზე მოხდება მოვლენა, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ორი გული ერთ რიტმში ცემას დაიწყებს, ერთხელ ხელის მოკიდების შემდეგ ერთმანეთს აღარ გაუშვებთ.

სასწორი

ბედისწერის წინაშე ყველა უძლურია და მალე ის სასწორის ბედნიერებისკენ, მისი სიყვარულისკენ ერთ გასაოცარ ნაბიჯს გადადგამს.

უკვე დიდი ხანია ცხოვრებას ზურგით მარტო ატარებთ, ნოემბერში კი ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის შანსს მოგცემთ. მარტოობა და სასოწარკვეთა თქვენ სულში ვეღარ შემოაღწევს, თუნდაც ერთგული დამხმარის საბაბით. მათ სამუდამოდ მოიშორებთ.

საბედისწერო შეხვედრა თქვენს საყვარელ ადგილს მოხდება, ამიტომ თქვენს გულს მოუსმინეთ, ის მიგანიშნებთ, თუ სად და როდის უნდა წახვიდეთ!