ჰოროსკოპი
3 ზოდიაქოს ნიშანს ზღაპრული დეკემბერი ელოდებათ. ანჯელა პერლის ტარო პროგნოზი
Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ანჯელა პერლის დეკემბრის ტარო პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ტაროლოგის თქმით, სამ ზოდიაქოს ნიშანს ზღაპრული დეკემბერი ელოდებათ. წაიკითხეთ, რას უნდა ელოდოთ ზამთრის პირველ თვეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
დეკემბრის ტარო პროგნოზი
ვერძი
ვერძი დეკემბერში ფინანსურ საკითხებზე იზრუნებს. დაგეგმილზე მეტ შემოსავალს მიიღებთ, თუმცა საახალწლო სამზადისში დახარჯვაც მოგიწევთ. 3 დაბრკოლება საქმეს შეაფერხებს, მაგრამ მათთან სწრაფად გამკლავებას შეძლებთ. საცხოვრებელი ადგილი უყოყმანოდ შეგიძლიათ შეიცვალოთ. პირადში ბევრ რომანტიკას და საჩუქარს ელოდეთ. ბავშვები სიხარულს და სითბოს მოგიტანთ.
კურო
ფინანსებზე დაფიქრება მოგიწევთ. თუ ვალი გაქვთ, დააბრუნეთ, ან კრედიტი დაფარეთ. გასაცემად ფული გექნებათ. კარგ შემოსავალსაც მიიღებთ. რაც უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. თუ მსხვილი რამის შეძენას აპირებთ, ეს 20 დეკემბრამდე გააკეთეთ. ახალი წლის დღეებში ახლობლებთან ერთად მოგზაურობა სიხარულს და კარგ განწყობას გაჩუქებთ. ბეჯითი შრომა პოპულარობას და წარმატებას მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
ტყუპები
თვის დასაწყისში საქმით და საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით. ახლობლისგან სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. დეკემბრის მეორე ნახევარში აქტიური შრომა დაივიწყეთ. დრო დასვენებას დაუთმეთ. დიადი მიზნები დროებით გადადეთ. თვის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირებთან საქმის დაჭერა და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. ამის გაკეთება მინიმალური რესურსის და შესაძლებლობის გამოყენებით მოგიწევთ.
კირჩხიბი
ოცნებასთან მიახლოების შანსი გამოჩნდება. ეს სასიყვარულო სფეროს და კარიერას ეხება. წარმატებისთვის ახალი ადამიანები უნდა გაიცნოთ და გამოსცადოთ ის, რაც თქვენთვის უცხოა. გარდერობი გაანახლეთ ან სპორტით დაკავდით. ორსულობის შესახებ სიახლეს გაიგებთ. ძილის რეჟიმი და დასვენება არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელობა გაძლიერდება.
ლომი
წლის ბოლოს ყველაფრის გადახდა მოგიწევთ. თუ წესები დაარღვიეთ, პასუხისგების დროა. გადაჭარბების გამო პროცენტებით გადახდა მოგიწევთ. ეს არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ ნდობის საკითხს ეხება. დიდი ალბათობით, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება ან ვისთანაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ.
ქალწული
ცხოვრება კაშკაშა ფერებით და დადებითი ემოციებით აივსება. ნეგატიურზე მეტ პოზიტივს მიიღებთ. ოღონდ უნდა გწამდეთ. ამის წყალობით სხვებთან კარგად ურთიერთობას შეძლებთ, თამამი და კეთილი გახდებით. თვის ბოლოსკენ უძრავი ქონების და ფინანსების საკითხს მოაგვარებთ. ჯანმრთელობა ძლიერია.
სასწორი
ყველა რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ახალი იდეა კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ახალი საქმე ახალი მიმართულებით წარმატებას მოგიტანთ. თუ გაურკვეველ ურთიერთობაში ხართ, დროა გაიგოთ, რა ხდება თქვენს შორის და ყველა წერტილი დასვათ. განწყობა ჰარმონიულია.
მორიელი
დეკემბრის პირველი ნახევარი საკუთარ თავს დრო დაუთმეთ. მაგალითად, სილამაზის სალონში მანიკური გაიკეთეთ, ვარცხნილობა შეიცვალეთ, გარდერობი განაახლეთ. 15 დეკემბრიდან სასიამოვნო სიურპრიზისთვის მოემზადეთ. სხვაგვარად ცხოვრებას ისურვებთ და ეს მშვენიერია. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მეორე ნახევარი, რომელიც გაცნობის წუთიდან თავბრუს დაგახვევთ. ამ გრძნობებს არ შეეწინააღმდეგოთ, რადგან ორმხრივია.
მშვილდოსანი
საკმაოდ დატვირთული დეკემბერი გელოდებათ. ბევრი საქმის წლის ბოლომდე დასრულებას ეცდებით. ბევრს მორჩებით, ზოგიერთის გადადება მოგიწევთ, რომელთა წინ წაწევას მხოლოდ 2023 წლის შუა იანვრიდან შეძლებთ. სიყვარულში ჰარმონიული მდგომარეობაა. მეორე ნახევარს მადლობა გადაუხადეთ. შვილებთან მიმართებაში სასიამოვნო საზრუნავი გელოდებათ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
თხის რქა
ბევრი შანსი გამოჩნდება. სწავლის დაწყება კარგია. რომანისა და სიყვარულისთვის კარგი პერიოდია. ახალი ურთიერთობა საკმაოდ ემოციური იქნება. ყველაფერი, რაც შემოქმედებას უკავშირდება, წარმატებას მოგიტანთ. ორსულობის შესახებ სიახლეა მოსალოდნელი.
მერწყული
ბევრი საქმე გამოჩნდება. საქმე გადაანაწილეთ, სხვებს დახმარება სთხოვეთ. ასე მიზნის ბოლომდე მიღწევას შეძლებთ. მეორეხარისხოვან საკითხებს გადახედეთ. უსარგებლოზე უარი თქვით. დასვენება გჭირდებათ. პაუზა აიღეთ და კარგად მაინც გამოიძინეთ. მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ყველაფერს ვერ გაწვდებით.
თევზები
დეკემბერში ახალი ადამიანის გაცნობა, რომანი, პაემანი, ნიშნობა ან ქორწილი გელოდებათ. საქმიანი მოლაპარაკება და კონტრაქტი წარმატებით ჩაივლის. განსაკუთრებით ყიდვა–გაყიდვის საქმე. თანამშრომლობისთვის კარგი დროა. თვის მეორე ნახევარში საახალწლო დღესასწაულისთვის მოემზადეთ. სამოგზაუროდ წასვლა დაგეგმეთ და ადგილი დაჯავშნეთ. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, საკუთარ თავს სიურპრიზი მოუწყვეთ, მაგალითად, სპა სალონში წადით.