Connect with us

ჰოროსკოპი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2022 წელს მატერიალურ პრობლემებს მოაგვარებენ

„როცა ვეფხვის წელი დადგება, შენს ცხოვრებაში თავბრუდამხვევი ცვლილებები დაიწყება. განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში!“ – მოვისმინე ასტროლოგისგან. 2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ სტიქიური კრიზისის არ უნდა გვეშინოდეს, ხოლო ეკონომიკური პროცესები კონტროლირებადი გახდება. ამას პლუტონი თხის რქაში გვიჩვენებს.

ბევრი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ არის ნიშნები, რომელთაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, ვის მოუტანს ვეფხვის წელი უხვ ფინანსურ წარმატებას: 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველა მატერიალურ პრობლემას მოაგვარებენ. ნამდვილი იღბლიანები!

როცა დადგება ვეფხვის წელი

კურო

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ და იმუშავოთ ყველაფერზე, რაც თქვენს ზრდას ხელს უშლის. ყველაფერი, რასაც კიბეზე შეხვდებით: სირთულეები, შეზღუდული აზროვნება, უსარგებლო ქცევა ან უმოქმედობა. თუ წლის პირველ მეოთხედში საკუთარ თავზე კარგად იმუშავებთ, შემდგომი დრო წარმატებას და აყვავებას მოგიტანთ.

2022 წელს ახალი ჰორიზონტები და შესაძლებლობები გამოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად შენიშნოთ და გამოიყენოთ! შედეგად, ეს შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. კონტრაქტების გაფორმებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით გრძელვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში. საკუთარ თავზე და არა „ბიძაზე“ მუშაობა კაპიტალის დაგროვებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

კარგი დროა, რომ შემოსავლის ახალი წყაროები იპოვოთ. მცირე ნაბიჯების დაგეგმვა და ხელოვნება დიდებას და აყვავებას მოგიტანთ. ნამდვილად მაღალ პროფესიონალურ პოზიციებს რომ მიაღწიოთ, მაქსიმალური შედეგი უნდა აჩვენოთ.

2022 წელს სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსის პოვნას შეძლებთ, ხოლო ახალი შთაბეჭდილებები ახალი მწვერვალების დასაპრობად დაგმუხტავთ.

მშვილდოსანი

როგორც იქნა, ბედი გაგიღიმებთ! ვეფხვის წელი ფინანსური ზრდისა და გამომუშავებისთვის შესაძლებლობას გაძლევთ. მოსალოდნელი არაა, რომ რაიმე არასტანდარტული სიტუაცია დიდ დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს.

2022 წელი ფინანსურ სფეროში ზრდისთვის შესანიშნავი დროა! ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენეთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მზის და მთვარის დაბნელების დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ახალი საქმის დაწყება, ინვენსტირება, კრედიტის აღება არ შეიძლება.

ფულისთვის სჯობს, როცა მთვარე კუროში (28 მაისიდან 23 ივნისამდე) და მშვილდოსანშია (16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე). დიდი ფულის მიღების შანსია, როცა ვენერა მორიელშია (23 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე). თუმცა ვალში გადავარდნის ალბათობაც არსებობს.

ფულისთვის არახელსაყრელი დღეებია, როცა ვენერა ვერძშია (2-28 მაისი), ტყუპებში (23 ივნისიდან 18 ივლისამდე), სასწორში (29 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე), მერწყულში (6 მარტიდან 5 აპრილამდე) და თევზებში (5 აპრილიდან 2 მაისამდე). იმის მიუხედავად, რომ სასწორი და ვერძი ფულისთვის არახელსაყრელია, წელს 30 აპრილიდან 1 მაისამდე წარმატებული დღეებია.

იმის გამო, რომ ეს დღეები ვენერას იუპიტერთან გაერთიანებას ემთხვევა, ფინანსურ წარმატებას უკავშირდება.

ვეფხვის წელში ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი მატერიალურ პრობლემებს მოაგვარებენ და მათ ნამდვილად გაუმართლებთ.

2022 წელს წარმატება და კეთილდღეობა ელით მათ, ვინც მუდმივად ცდილობს, წინ რწმენით მიდის და მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად პატარა ნაბიჯებს დგამს.

გჯერათ ჰოროსკოპის თუ გასართობად კითხულობთ?