ჰოროსკოპი
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც მაღალი ინტელექტის მქონე შვილები ჰყავთ
ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს ყველაფერზე, მათ შორის შვილების ბედზე. ის, თუ რამდენად ჭკვიანი იქნება ბავშვი, მისი მშობლების ზოდიაქოს ნიშნები გავლენას ახდენს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვის უჩნდება ყველაზე ჭკვიანი ბავშვები.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანზე არა მხოლოდ პირადი, არამედ მშობლების ზოდიაქოს ნიშნებიც გავლენას ახდენს. აქ მხოლოდ დაბადების მომენტში ვარსკვლავების განლაგება არ იგულისხმება. ქვემოთ მოცემული ნიშნები ცდილობენ, რომ შვილებს სწორი ღირებულებები და თვისებები ჩაუნერგონ, ამიტომ ყველაზე საზრიანი შვილები ჰყავთ. ასეთი სულ სამი ნიშანია.
მერწყული
მერწყულის შთამომავლობა უჩვეულო ინტელექტით გამოირჩევა. ამ ნიშნის მშობელს ნიჭით დაჯილდოებული შვილი ხშირად უჩნდება. მის შვილს პირდაპირობა ახასიათებს, პოზიციებს უშიშრად იცავს. ამის გამო ხშირად საზოგადოება ვერ უგებს. ბევრი ფიქრობს, რომ ამპარტავანია. მათი აზრი მერწყულის შვილს არ აინტერესებს. მტკიცე ნებისყოფით გამოირჩევა და ყველას უმტკიცებს, რომ საუკეთესოა.
უჩვეულო ნიჭის წყალობით ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლია. მერწყული მშობელი შვილს ნიჭის განვითარებასა და მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.
ლომი
ამ შემთხვევაში აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლომი მშობელი ძალიან მომთხოვნია. შვილის დაბადებამდე იცის, როგორ აღზარდოს. მისთვის შვილის წარმატება და ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ადრეული ასაკიდანვე განვითარების და შრომის სიყვარულს ასწავლის. მისთვის ხომ სტატუსი და ფული ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი შვილები წარმატებას ხშირად აღწევენ.
თხის რქა
თხის რქა ნიჭიერი, ერუდირებული, შრომისმოყვარე ნიშანია. საკუთარ შვილებსაც ამას ასწავლის. ერუდიციის წყალობით შეუძლია შვილს ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს. შვილებს განვითარების სიყვარულს უნერგავს. მისი შვილი კარგად სწავლობს.
ამ ნიშნის მშობელი შვილებზე ზეწოლას არ ახდენს და მათგან შეუძლებელს არ ითხოვს. მისი შვილები ხშირად პოულობენ ისეთ საქმეს, რომელიც სიამოვნებთ, და წარმატებული ხდებიან.
ამ ზოდიაქოს ნიშნებმა იციან, როგორ აღზარდონ მაღალი ინტელექტის მქონე შვილები.