Connect with us

ჰოროსკოპი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

როგორი იქნება 2020 წლის ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი? ვასილისა ირწმუნება, რომ თვე თითქმის ყველასთვის ხელსაყრელი და იღბლიანი იქნება. თუმცა რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს სხვებზე მეტად გაუმართლებს.

დღეს გიამბობთ, თუ რას უნდა ელოდოთ შემოდგომის ბოლო თვეს. ვინ იცის, იქნებ დროა სანუკვარი ოცნებები აიხდინოთ და ახალ მიზნებს მიაღწიოთ!

2020 წლის შემოდგომის პროგნოზი

2020 წელმა ახალ–ახალი გამოწვევების მზადებით ნერვები უკვე დაგვაწყვიტა. სამწუხაროდ, კორონავირუსის მდგომარეობის შემსუბუქებას არ უნდა ელოდოთ. უფრო მეტიც, ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ნოემბერი ძალიან დაძაბული იქნება. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში მარსი რეტროგრადულ პოზიციაში იქნება. საკუთარ თავს გაუფრთხილდით და საზოგადოების აგრესიის და დაძაბულობის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

რა ელოდება მორიელს

როგორც ჩანს, მორიელს ნოემბერში ცხოვრების ნამდვილი თეთრი ზოლი და ენერგეტიკულად დატვირთული პერიოდი ელოდება. ბედნიერება ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. პირველ რიგში, ჰაერში წმინდა სიყვარულის სუნი იტრიალებს. მეორეც, სამსახურის საქმეები წინ წავა. მაგალითად, ნანატრ დაწინაურებას მიიღებთ. გარდა ამისა, მორიელი შეიძლება მოულოდნელად სამოგზაუროდ წავიდეს.

რა ელოდება მერწყულს

ნოემბერში მერწყული ყველა დაგეგმილი ამოცანის გადახაზვას შეძლებს. დიახ, მათთან გამკლავება მარტივი არ იქნება. ყველა მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდება. აღმასვლას შენიშნავთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობაში. გახსოვდეთ, რომ მკაფიო გეგმის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.

რა ელოდება თევზებს

გარკვეული თვალსაზრისით ნოემბერი თევზებისთვის საბოლოო წერტილი გახდება. როგორც იქნა, იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. პირად და მეგობრულ ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. გამორიცხული არაა, რომ ადრე გაწყვეტილი კავშირები აღდგება და კიდევ უფრო ძლიერი გახდება. გარდა ამისა, საკმარისი ძალისხმევის გაწევით კარიერული ნახტომი და სამსახურში დაწინაურება შორს არაა. ყველაფერი თქვენს ხელშია!

ვის გაუმართლებს სიყვარულში

ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ნიშანი, რომელთაც სიყვარულში გაუმართლებთ. ნოემბერში კირჩხიბის, ვერძის და მორიელის ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. ვერძი სასიყვარულო ურთიერთობებში რწმენის დაბრუნებას შეძლებს. ბევრ რამეს ახლებურად შეხედავს.

კირჩხიბმა არ უნდა იჩქაროს: სიყვარული თანდათან ეწვევა. პირველი ნაბიჯის გადადგმის არ შეგეშინდეთ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მაქსიმალურად ძლიერი ურთიერთობის შექმნა.

რაც შეეხება მორიელს, აქ საქმე მარტივად არაა. საქმე წინ მიიწევს, მაგრამ სასიყვარულო სფერო პირველ ადგილზე დგას. თუ მორიელი ცხოვრების მეგზურს ეძებს, მთელ დროს მას დაუთმობს. მნიშვნელოვანია, ცდუნებას არ აჰყვეთ და პარტნიორის შერჩევისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ.

2020 წლის ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზის გჯერათ? რამდენად ხშირად ემთხვევა ჰოროსკოპი თქვენი ცხოვრების მოვლენებს? თქვენი ისტორიები კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ!