Connect with us

ჰოროსკოპი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც 2020 წლის სექტემბერში გამარჯვება ელოდებათ

სოციალური მიღწევები, რომლებზეც ასტროლოგიაში იუპიტერი და სატურნი არიან პასუხისმგებელნი, სექტემბერში იშვიათობა არ იქნება. ეს პლანეტები, ძირითადად, დაძაბულ ასპექტებს შექმნიან, რომლებიც სირთულეებს და წარუმატებლობაზე გვაფრთხილებენ. ამით განსაკუთრებით გამოირჩევა სატურნი – იშვიათი დღე მისი მავნე ზემოქმედების გარეშე გავა.

ყველა ნიშანი მზად უნდა იყოს, რომ საქმე წინ ძნელად წაიწევს და ხშირ შემთხვევაში სჯობს საკუთარ გეგმებზე უარი თქვათ ან გადაიტანოთ, ვიდრე კედელს თავი ურტყათ. ამ ფონზე მით უფრო მეტად ბრწყინავს სამი საოცრად ხელსაყრელი დღე, რომლებიც ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს წარმატებას მოუტანს.

3 სექტემბერი მერკურის და სატურნის ტრინი ტყუპებს და და ქალწულს წარმატებას მოუტანს.

ასეთი მოქმედება დამსახურებულ ჯილდოს უკავშირდება. ეს მეთოდური და შრომისმოყვარე ქმედების შედეგია. ის კარგ მოსავალს აუცილებლად მოგცემთ, მაგრამ იმ პირობით, რომ მასში დიდ შრომას ჩადებთ.

ტყუპებმა და ქალწულმა პასუხიმგებლობით და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედონ. ისინი მძიმე შრომამ არ უნდა შეაშინონ. ისინი ღრმად უნდა ჩაეფლონ იმაში, რითიც დაკავებულნი იქნებიან. სატურნი მათ ჯილდოს მისცემს, მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც გაიღეს. ქალწულის წარმატება დაკავშირებული იქნება ინტელექტუალურ შრომასთან, პირად გამოგონებასთან და იდეებთან, მეცნიერებაში თვითრეალიზაციასთან, სწავლასთან და საჯარო გამოსვლებთან.

ტყუპებთან წარმატება დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან – უძრავ ქონებაზე დოკუმენტების მიღება, მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის მიღება, ოჯახის რომელიმე წევრის საქმიანი წარმატება, ოჯახის რეპუტაციის გაძლიერება.

9 სექტემბერს მზის და იუპიტერის ტრინი გულუხვ ჯილდოს გაიღებს.

სატურნი ადამიანს ზუსტად იმდენს მისცემს, რამდენსაც იმსახურებს. იუპიტერი უფრო მეტს მოგცემთ, ზოგჯერ ავანსად. ეს ნამდვილი გამართლებაა მათთვის, ვინც ეძებს პოპულარობას, დიდებას, აღიარებას და ახალი შესაძლებლობის რეალიზაციას.

არ დაგავიწყდეთ, რომ ავანსი ავანსია და არა საჩუქარი. მას შემდეგ, რაც წარმატება თქვენს ხელში მოვა, თქვენ ის სწორად უნდა გამოიყენოთ. ბედი კუდით დაიჭირეთ, შემდეგ მისგან მომგებიანი მდგომარეობა გამოწურეთ.

ამ დღეს ყველაზე კარგად იქნებიან ლომი და ქალწული.

მზე–იუპიტერის ტრინი მფარველობს თვითკმარ, შემოქმედებით ხალხს. ეს სწორედ ლომზეა. ლომს საქმიან და ფინანსურ სფეროში წარმატება ელოდება: ხელფასის გაზრდა, პრემია, ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

ქალწული კი  შრომისმოყვარეობის, გონების და ინტელექტუალური მიგნებების გამო ხალხიდან აღიარებას და პატივისცემას მოიპოვებს. მათ გამოსვლას მედიაში ან ლექციის წაკითხვას დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.

17 და 18 სექტემბერი მზის და სატურნის ტრინია, რომელიც წარმატებას კვლავ ლომს და ქალწულს მოუტანს.

ამჯერად მათ კარგად გარჯა მოუწევთ! მათ მეორეხარისხოვან გეგმებზე უარი უნდა თქვან და სრულად იმ საქმით დაკავდნენ, სადაც წარმატების მიღწევა სურთ. ისინი უნდა იყვნენ მეთოდურები, მომთმენები და მიზანმიმართულები.

თვითდისციპლინა და თამაშის წესების ცოდნა მნიშვნელოვანი იქნება. მოსალოდნელია ყველა შესაძლო სტრუქტურიდან, თანამდებობის პირიდან და მოხუცების მხარდაჭერის მიღება.

ქალწულის მიღწევები დაკავშირებული იქნება თვითრეალიზაციასთან. ლომი ფინანსური კუთხით და სამსახურში წარმატებული იქნება.

17 სექტემბერს ახალმთვარეობა იქნება. ქალწულს და ლომს შრომისმოყვარეობა და თავდადება არა მხოლოდ ამ დღეს დასჭირდებათ. სატურნი მთელი მთვარის თვისთვის ახალ პროგრამას გაუშვებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შრომისმოყვარეობა და მეთოდური მოქმედებები კარგ ნაყოფს გამოიღებს. განსაკუთრებით წარმატებული იქნება საქმეები, რომლებიც დიდი ხნით მუშაობას მოითხოვს და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი: გრძელვადიანი ბიზნეს პროექტები, სამეცნიერო საქმიანობა, სწავლა, მშენებლობა და ა.შ.