Connect with us

საკითხავი

3 ვარიანტი, რა მოაყაროთ მოყინულ ბილიკებს ეზოში

ყინვების დადგომასთან ერთად ტრავმატოლოგიური ცენტრები თითქმის 24 საათიან მუშაობაზე გადადიან. ფრთხილად უნდა იაროთ, რომ ყინულზე არ მოსრიალდეთ. დაცემისას როგორც მსუბუქი, ასევე ძალიან სერიოზული დაზიანება შეიძლება მიიღოთ. გიამბობთ, რა მოაყაროთ ყინულს, რომ დაცემის რისკი მინიმუმამდე შეამციროთ.

ჩვეულებრივ, ამ მიზნით მარილს იყენებენ. ზამთრის ფეხსაცმლის მდგომარეობის გათვალისწინებით, არც თუ ისე საუკეთესო გამოსავალია. მარილი რეაქციაში შედის და ტოვებს არა სწორ ბილიკს, არამედ ჭყაპს. ფეხსაცმელზე ჩნდება თეთრი ზოლები, რომლის მოშორება ძალიან რთულია. უფრო წარმატებული მეთოდებიც არსებობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იდეებს, რა მოაყაროთ ყინულს.

რა მოაყაროთ ყინულს ეზოში, რომ ფეხი არ აგისრიალდეთ

ქვიშა

ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ყინულზე დაცემის რისკს ამცირებს. ქვიშა ხორკლიან, კარგად გაბრტყელებულ ბილიკს გააკეთებს. ქვიშა ყინულს მოაყარეთ, რომ არ ისრიალოთ და დაეცეთ.

ნაცარი

ეს ვარიანტი შესაფერისია, თუ სახლში ღუმელი ან ბუხარი გაქვთ. ხის ნაცარი სრიალა ზედაპირს შესანიშნავად გაუმკლავდება და კარგ დაჭერას უზრუნველყოფს.

ქვის ნაფხვენი

წვრილი ქვის ნაფხვენი დაგჭირდებათ. იაფი პროდუქტი არაა, მაგრამ მრავალჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყინულის გადნობის შემდეგ წვრილი ქვა ვედროში ჩაყარეთ, გარეცხეთ და მორიგ ცივ სეზონამდე შეინახეთ.

გახსოვდეთ, რომ ზამთარში საცალფეხო ბილიკებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ თქვენს წინ ხედავთ ყინულს, რომელზეც მოყრილი არაფერია, გვერდის ავლა სცადეთ. თოვლზე გავლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სრიალა ზედაპირზე თქვენი ჯანმრთელობის გარისკვა. მოხუცებს ყინულზე გადასვლისას დაეხმარეთ და გვერდი არ აუაროთ მათ, ვინც დაეცა. რა თქმა უნდა, თავს გაუფრთხილდით.

Advertisement