საკითხავი
3 ეფექტური მეთოდი, როგორ გაწმინდოთ საჭრელი დაფა ქიმიის გარეშე
საჭრელი დაფა სამზარეულოში შეუცვლელი ნივთია, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ. ხშირი გამოყენება და არასწორი მოვლა მასზე ობის გაჩენას იწვევს. დროთა განმავლობაში საჭრელ დაფას უსიამოვნო სუნი ასდის. ერთი შეხედვით, ამ პრობლემებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ძლიერი ქიმია გაუმკლავდება, მაგრამ ასე არაა. საჭრელი დაფა ხალხური მეთოდებით შეგიძლიათ გაწმინდოთ.
ყველა ნაყიდი საწმენდი საშუალება ეფექტურობით ვერ შეედრება ნატურალურ საშუალებებს, რომელთა მომზადება რთული არაა. დამატებით, ეფექტური საწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში უკვე გაქვთ.
3 მეთოდი საჭრელი დაფის გასაწმენდად: სწრაფი და ეფექტური
პირველი მეთოდი
ხშირად საჭრელ დაფას გამოყენების შემდეგ მხოლოდ წყალს ვავლებთ და ამით წმენდის პროცესს ვასრულებთ. თუმცა მას გამშრალება სჭირდება. ასე ზედაპირზე ობის გაჩენას თავიდან აიცილებთ. თუ ამ დაფაზე შავი ლაქები უკვე გაჩნდა, ეფექტური საწმენდი მეთოდი უნდა გამოიყენოთ.
საჭრელი დაფა თბილ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ სუფრის მარილი მოაყარეთ და კარგად შეაზილეთ. ზემოდან საკვები სოდა დაუმატეთ. ღრუბლით გახეხეთ. საჭრელ დაფაზე მიღებულ ნარევს სუფრის ძმარი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ საჭრელი დაფა გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და შედეგით დატკბით!
მეორე მეთოდი
წმენდის ეს მეთოდი ლიმონის წვენის და მარილის გამოყენებას გულისხმობს. ყველაფერი მარტივია. სველ საჭრელ დაფას მარილი მოაყარეთ. ზემოდან ლიმონის წვენი მოასხით. 20 წუთით გააჩერეთ. წარმოქმნილი სქელი ფაფა საჭრელ დაფას უხეში ღრუბლით შეაზილეთ. თბილი წყლით ჩამორეცხეთ.
მესამე მეთოდი
თუ საჭრელ დაფაზე ძლიერი ჭუჭყი არაა, მაგრამ მეორე და მესამე გარეცხვის შემდეგაც უსიამოვნო სუნი დარჩა, ვაშლი ან კარტოფილი გამოიყენეთ. ხილი ან ბოსტნეული წვრილად გახეხეთ. მიღებული ფაფა სითხისგან გაწურეთ, შემდეგ ნარევი დაფას შეაზილეთ. 15 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ საჭრელ დაფას ვაშლის ან კარტოფილის პიურე მოაშორეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ. ცუდი სუნი აღარ შეგაწუხებთ.
გახსოვდეთ, რომ სამზარეულოს დაფა უკანა მხრიდანაც უნდა გაწმინდოთ. ბაქტერიების გამრავლების გამო, რომლებიც საჭრელ დაფაზე პროდუქტების დაჭრის შემდეგ ჩნდება, მასაც სათანადო მოვლა სჭირდება.