Connect with us

საკითხავი

3 ფრაზა, რომლებიც თქვენს ქარიზმას ანადგურებს

სიტყვების ეს სამი შეთანხმება თქვენს თანამოსაუბრეს დაავიწყებს იმის შესახებ, რომ მის პირისპირ მომხიბლავი და ქარიზმატული ადამიანი ზის.

1. მე არც ისე კარგად…

ხალხში, სანამ რამე ისტორიას მოყვებოდეთ, შესავალს უკეთებთ ხოლმე – “მე არც ისე კარგად ვყვები ანეკდოტებს, მაგრამ მაინც მოვყვები”? გასაკვირი არაა, რომ ბევრი არ მოგისმენთ ყურადღებით. ასეთ სიტუაციაში, როცა არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, უმჯობესი იქნება, საერთოდ არ თქვათ მსგავსი შესავალი და პირდაპირ შეუდგეთ ანეკდოტის მოყოლას.

კიდევ ერთი ვარიანტი – მოსაყოლი ისტორიის პოზიტიურ ჩარჩოში ჩასმა წინასწარ: “ეს ისტორია ზუსტად ამ თემაზეა!” ან “ზუსტად ისეა, როგორც იმ ანეკდოტში”, მაშინ გარშემომყოფები თქვენი სიტყვების აზრზე გაამახვილებენ ყურადღებას და არა სტენდალის ჟანრში სახალხოდ გამოსვლის ხელოვნებაზე.

2. შენ არასდროს/შენ ყოველთვის….!

როცა მეგობარს ან ქმარს იმაზე ეჩხუბებით, რომ იგი, როგორც თქვენ ფიქრობთ, ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თქვენ არ გსიამოვნებთ, არ გამოიყენოთ ეს საშინელი ფორმულირება: “არასდროს არ მისმენ! ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებ, როცა დახმარებას გთხოვ!”, – სწორედ ასე გინდებათ ყვირილი გაბრაზების დროს, რაც არასწორია.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს თქვენს თანამოსაუბრეს “კეტავს” და დაცვით ფუნქციას ახსნევინებს. მეორეც, ხშირად, თქვენი კატეგორიული “ყოველთვის!” მხოლოდ და მხოლოდ “ხანდახანაა”. უმჯობესია, თქვენი უკმაყოფილება უფრო უსაფრთხო ფორმულით გამოხატოთ: “როცა ასე იქცევი…, თავს ვგრძნობ…”.

3. არაფერს!

დახმარებას გთხოვენ და თქვენც სიამოვნებით ეხმარებით. ხოლო შემდეგ, როცა გულწრფელად გიხდიან მადლობას მთელი სულით, მორცხვი “არაფერს!”-ით შემოიფარგლებით. ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან ხშირად, თქვენი სიმორცხვე აღიქმება ისე, თითქოს ეს დახმარება თქვენთვის უმნიშვნელო იყო, და რომ არ აფასებთ საკუთარ დროსა და ძალას, რომელიც მეგობრის დასახმარებლად დაგჭირდათ. ამის ნაცვლად თქვით: “ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარები!” – ეს თქვენი ძალისხმევის მნიშვნელობას ერთიათად გაზრდის მეგობრების თვალში.