საკითხავი
3 ეფექტური მეთოდი თავსახურის არშიის ქვეშ ნადების მოსაშორებლად
ახლახანს ჩემს დას ვესტუმრე და მის ჭურჭელს ყურადღება მივაქციე. ვიცი, რომ ტაფები და ქვაბები 10 წლის წინ შეიძინა, მაგრამ უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩემი გასულ წელს ნაყიდი ჭურჭელი. ნივთებს ფრთხილად ვეპყრობი, მაგრამ საწმენდად რთულად მისაწვდომი ადგილები ჭურჭლის გარეგნობას აფუჭებს. დამ მასწავლა, როგორ გავწმინდო ტაფის ან ქვაბის სახურავის არშია.
ალბათ, თქვენც დაგღალათ მინის სახურავმა, რომელსაც ლითონის არშია აქვს. ვერც ჯაგრისი, ვერც ღრუბელი წვდება. შედეგად, ცხიმი და ნამწვი გროვდება, ნივთი მიმზიდველობას და აქტუალობას კარგავს. მინის სახურავის არშიის ქვეშ გაწმენდა მარტივია. Alltime.ge–ს რედაქცია 3 მეთოდს გიზიარებთ. საყოფაცხოვრებო ქიმია არ დაგჭირდებათ.
3 მარტივი მეთოდი სახურავის არშიის გასაწმენდად
წყალბადის ზეჟანგი და სოდა
სახურავს წყალბადის ზეჟანგი დაასხით, მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ. 15 წუთით მოიცადეთ, შემდეგ სოდა მოაყარეთ. ჯერ ლითონის ჯაგრისით გახეხეთ, შემდეგ დანით. მყარი ჭუჭყიც მარტივად მოშორდება. ბოლოს გამდინარე წყალში გარეცხეთ. უბრალოდ ბზინავს!
სოდის ხსნარი
მოდიდო ქვაბი შეარჩიეთ, წყალი გააცხელეთ, 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. ჭუჭყიანი სახურავი ქვაბში ჩადეთ და 30 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ ჭუჭყი ლითონის ჯაგრისით მოაშორეთ და წყალში გარეცხეთ.
ლიმონმჟავა და ძმარი
სახურავს პლასტმასის ელემენტები მოხსენით, რომ მჟავისგან არ დაზიანდეს. დიდ ქვაბში წყალი აავსეთ, სახურავი მასში ჩადეთ და 1 ს/კ 9%–იანი ძმარი და 25 გრ ლიმონმჟავა დაუმატეთ. 30 წუთით აადუღეთ, შემდეგ ლითონის ჯაგრისით გახეხეთ და წყლით გარეცხეთ.
ახლა თქვენი სახურავი ბზინავს, თუნდაც წლებია იყენებდეთ! სუფთა ჭურჭელში კერძების მომზადება უფრო სასიამოვნოა, ასეა? გარდა ამისა, ძვირადღირებული საწმენდი საშუალებები არ გჭირდებათ – ყველაფერი უკვე სახლში გაქვთ. თქვენ იცით, როგორ გაწმინდოთ ლითონის არშიის მქონე მინის სახურავი? გაგვიზიარეთ საიდუმლო ხრიკები!