Connect with us

ჰოროსკოპი

22-28 ივლისის პოროსკოპი. აი, რას წინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

აი, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2019 წლის 22 – 28 ივლისის პერიოდში.

ვერძი

ვერძი ბოლომდე შინაურ საქმეებში იქნება ჩაფლული. კვირის დასაწყისში სახლის მოსაწყობად მომგებიანი შენაძენი გააკეთეთ. ამ კვირაში მეგობრებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობას დაალაგებთ, თუ ადრე პრობლემები გქონდათ. ვინც ოჯახურ გაფართოებას გეგმავს, ჩასახვა ელოდება.

კურო

ამ კვირაში კუროს მთავარი დევიზია – არაფერია მუდმივი. თუ შეეგუებით იმას, რომ ყველაფერი იცვლება, ამ კვირის გატანა უფრო გაგიადვილდებათ. ის, ვინც მთელი ძალებით ეცდება ყველაფერი ძველებურად დატოვოს, სირთულეებს წააწყდება. თქვენი რესურსები შეამოწმეთ, სახლის და სამსახურის საქმეები მოაწესრიგეთ.

ტყუპები

კვირის მეორე ნახევარში სამსახურში სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. სწორედ ამიტომ, ინიციატივა არ დაკარგოთ და ხელმძღვანელებთან დასაკავშირებლად ახალი წერტილი იპოვეთ. ფინანსურ შემოსავალს ელოდეთ, რომელიც სჯობს დასვენებაზე დახარჯოთ. ფინანსები მოგზაურობასა და საჭირო ნივთების შესაძენად გეყოფათ.

კირჩხიბი

წინდახედულება, თავშეკავება და სიზუსტე – ეს ყველაფერია, რაც კვირის განმავლობაში დაგჭირდებათ. სწორედ მათი დახმარებით მცირე პრობლემებს თავიდან აიცილებთ და სულიერ წონასწორობას შეინარჩუნებთ. წინ ცხელი და გაჯერებული კვირა გელოდებათ. დრო ისე სწრაფად გავა, რომ თქვენ მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ.

ლომი

ამ კვირაში ლომის პრიორიტეტი სამსახურსა და სახლში დროის დაგეგმვა გახდება. უსარგებლო მოგზაურობებს და შეხვედრებს თავი აარიდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას უფრო თვითკმარი უნდა იყოთ, რაც თქვენი პატარა გამარჯვება გახდება. ახალი კვირა შემოქმედებითი აქტივობით პიროვნურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ კვირაში ბიუჯეტის გადახედვა, კერძოდ ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა მოგიწევთ. ზოგიერთ ქალწულს დამატებითი მუშაობა მოუწევს. ეს კი ფინანსურ მდგომარეობას დააბალანსებს, მაგრამ დაღლილობას შეგმატებთ. ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერა არ სცადოთ, სჯობს ჯერ ერთი საქმე მოაგვაროთ.

სასწორი

სასწორს მთელი კვირა ცუდი განწყობა ექნება, ამიტომ სჯობს მასთან არ იჩხუბოთ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად არ გახდეს. თქვენ ფორსმაჟორულ სიტუაციასთან გამკლავება მოგიწევთ. მამაცობა გამოიჩინეთ და არ დანებდეთ. თქვენი სურვილი და შესაძლებლობა ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მორიელი

დიდი რისკი არსებობს, რომ ამ კვირაში კონფლიქტების ცენტრში აღმოჩნდეთ. სწორედ ამიტომ, სამსახურსა და ოჯახის წევრებს შორის ჭორაობას თავი აარიდეთ. პირადი საკითხების გადასაწყვეტად ნათესავები არ ჩართოთ. მათი გადაჭრა მხოლოდ საკუთარი ძალებით სცადეთ. წარმატების გარანტია – ფხიზელი გონებაა!

მშვილდოსანი

ამ კვირაში დროის უმეტესი ნაწილი პირად საქმეებს დაუთმეთ. შესაძლოა, რაიმე საიდუმლომ ან ფარულმა ფაქტორებმა თქვენი წარმოსახვა დაიპყროს. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა საქმიანი კავშირების გასავითარებლად სასარგებლო აღმოჩნდება. კვირის ბოლოს მშვიდ გარემოში საკუთარი პოზიციების და პერსპექტივების შეფასებას შეძლებთ.

თხის რქა

ამ კვირაში თხის რქა ცხოვრებაზე დაფიქრდება, რაც სამსახურისა და მიმდინარე საქმეებიდან ხშირ გადართვას გამოიწვევს. ღრუბლებში ფრენის გამო უსიამოვნო სიტუაციაში რომ არ მოხვდეთ, კარგზე კონცენტრირება გააკეთეთ და ფილოსოფიური ფიქრები საღამოსთვის გადადეთ. შესაძლოა ის სიტუაცია გადაჭრათ, რომელსაც ადრე ვერ უმკლავდებოდით. დახარჯული ძალისხმევა დიდი შანსით ორმაგად დაგიფასდებათ.

მერწყული

ამ კვირაში საქმეები მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ ეს გულთან ახლოს არ მიიტანოთ. რადგან აქ თქვენ დამნაშავე არ ხართ. პროფესიონალური უნარების გამოსავლენად დამატებით შანსს კიდევ მიიღებთ. წყენა გულში არ ჩაიდოთ და ეს კვირა მაქსიმალურად მშვიდად გაატარეთ: პარკში გაისეირნეთ, განმარტოებით მომავლის გეგმებზე იფიქრეთ.

თევზები

ამ პერიოდში დალაგებული კავშირები დიდხანს გაგრძელდება და სიხარულსა და მოგებას მოგიტანთ. ჩხუბს და ცინიკურ შეფასებებს მოერიდეთ. უფრო ეფექტური იქნება, თუ ხარისხიან ურთიერთობას ააწყობთ. სასურველია სახლსა და ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. შესაძლოა გამაღიზიანებელი სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ ცოტა მოთმინებით კონფლიქტის აცილებას შეძლებთ.

ახალი კვირისთვის მზად ხართ?