ჯანმრთელობა
21 ნიშანი, რომ თქვენს სხეულში შეიძლება პარაზიტები იყვნენ
დიახ, პარაზიტები ყველას გვაქვს. მასთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველგან გხვდება – დაწყებული საკვებიდან დამთავრებული ხალიჩით.
სინამდვილეში, პარაზიტები ყოველთვის არსებობდნენ. ისინი ბუნების სასიცოცხლო ციკლის ნაწილს წარმოადგენენ და ჯანსაღ ადამიანებსაც აქვთ. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს დიდ ზიანს არ აყენებს. ამის ნაცვლად თავის საქმეს აკეთებს.
აი, ინფექციურ პარაზიტებს თავი უნდა აარიდოთ. მათ მოსაშორებლად ჰიგიენის წესები უნდა დაიცვათ. მათ ნაგავი უყვართ და საკვებით ან რაღაც ლპობაშეპარულით იკვებებიან. თუ სისუფთავეს ყურადღებას არ მიაქცევთ, ამ არასასურველ სტუმრებს ღია მოწვევას გაუგზავნით.
თქვენს სახლში პარაზიტები სად ვეძებოთ
სახლი პარაზიტებისგან წელიწადში 1-2-ჯერ უნდა გაწმინდოთ. ისინი ყველგან არიან: ხის სახელურები, კლავიატურები, საყიდლების ჩანთა, ფრჩხილები, წყალი, ჰაერი, საკვები, შინაური ცხოველები, იატაკი და ა.შ. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტები უსწრაფესად მრავლდებიან. მაგალითად, მრგვალ ჭიას ერთ დღეში 300 ათასი კვერცხის დადება შეუძლია! ლენტისებური ჭია სიგრძეში 9 მეტრამდე იზრდება. ხოლო ერთუჯრედიანი ამებას ტვინის ჭამა შეუძლია.
მათგან სრულად დაზღვეული ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებიც კი არააა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია სხეული კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ და მათთვის არახელსაყრელი გარემო შევქმნათ.
იმის ნიშნები, რომ თქვენ შეიძლება დაინფიცირებული ხართ
პარაზიტები შეიძლება ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი იყოს, თუმცა ინფექციის ნიშნები შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სიმპტომი ხშირად პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება:
- განწყობის სწრაფი ცვლილება;
- გადამუშავებული და ტკბილი პროდუქტების მიმართ ძლიერი ლტოლვა;
- ანემია ან რკინის დეფიციტი (ჭიებმა შეიძლება სისხლის დიდი დაკარგვა გამოიწვიონ, რაც ანემიას ან რკინის დეფიციტს იწვევს);
- კანის დაავადება, როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზემა, ქავილის გამომწვევი დერმატიტი, აკნე, წყლულები, დაზიანება და ა.შ.
- განმეორებითი სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა Canddia;
- ღრძილების სისხლდენა;
- თავის ტკივილი;
- შფოთვა;
- ნერვიულობა;
- კბილების კრაჭუნი და ძილის დროს ნერწყვის გამოდევნა;
- საკვებზე ალერგია / საკვებზე მგრძნობელობა;
- მადის დაქვეითება;
- სექსუალური დისფუნქცია;
- არაჯანსაღი საკვები;
- საჭმლის მონელებასთა დაკავშირებული მუდმივი პრობლემები (კრუნჩხვები, მუცლის შებერილობა, გაზები და ა.შ.)
- მუდმივი შიმშილი;
- სახსრების ტკივილი;
- სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ქავილი – განსაკუთრებით პირის, ცხვირის და ანუსის ქავილი;
- მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ცნობილი სიმპტომის გამოწვევა შეუძლიათ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ პარაზიტები თითქმის ყველა ცნობილი დაავადების გამომწვევები არიან.
პარაზიტების გავლენა იმუნურ სისტემაზე
პარაზიტები ძალიან ეშმაკები არიან. ზოგიერთ ჭიას ორგანიზმის მოტყუების უნარი აქვს და მას ატყუებს, რომ ქსოვილის ან ორგანოს ნორმალურ ნაწილს წარმოადგენს, რითაც იმუნურ სისტემას მათთან ბრძოლაში ხელს უშლის.
მათ შეიძლება დაზიანება და ფიზიკური ტრავმა გამოიწვიონ, ნაწლავებში, სისხლძარღვებში, ფილტვებსა და ღვიძლში მოხვდნენ. ისინი იმით იკვებებიან, რითაც თქვენ იკვებებით. თუ მათ გამოკვებას შეწყვეტთ, ისინი თქვენი ორგანოების ჭამას დაიწყებენ! მრგვალ ჭიას დღეში 300 ათასი კვერცხის დადება შეუძლია!
პარაზიტებმა შეიძლება მკვებავი ნივთიერებების სერიოზული დეფიციტი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს, მკვებავ მინერალებს და ამინომჟავებს გვართმევს. ამან შეიძლება ანემია, ან ჭამის შემდეგ ძილიანობა გამოიწვიოს.
ზოგადად, იმუნურ სისტემას ასუსტებენ და ტოქსიკურს გვხდიან. იმუნური სისტემის დასუსტება და ორგანიზმის ტოქსიკურობა სხვაგვარ გადაგვარებას, დაღლილობას და დაავადებას იწვევს. გარდა ამისა, ნაადრევ დაბერებას და უჯრედების უფრო სწრაფად დაშლას იწვევს.
პარაზიტების სახეობები და რას აკეთებენ
აი, პარაზიტების რამდენიმე სახეობა და რას აკეთებენ:
1. მრგვალი ჭია
პარაზიტის სპეციფიკური ტიპი, რომელსაც დღეში 200 ათასი კვერცხის დადება და სიგრძეში 4 მეტრამდე გაზრდა შეუძლია.ამ ჭიით 1 მლრდ ადამიანი დაინფიცირებულია. სიმპტომებია მუცლის ზედა ნაწილის დისკომფორტი, ასთმა, უძილობა, აპენდიციტი, პერიტონიტი, ციებ-ცხელება, წონის დაკარგვა და გამონაყარი.
მათმა დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების დაბლოკვა, სისხლის ნაკლებობა, ღვიძლის აბსცესები, ჰემორაგიული პანკრეატიტი, მადის დაკარგვა და საკვების არასაკმარისად ათვისება.
2. ნემატოდები
ეს პარაზიტი 700 მლნ-ზე მეტ ადამიანს აქვს. ინფექცია ანკილოსტომა ორგანიზმის დამცავი და პათოლოგიური იმუნური რეაქციის რთულ ნარევს იწვევს. ანკილოსტომა კანში აღწევს. როცა ინფექცია ზრდასრულ ასაკს აღწევს, მსხვერპლს სასიცოცხლო ძალებს და ჯანმრთელობას ართმევს.
ახალგაზრდა ჭიები თავის კბილებს იყენებენ, რომ ნაწლავების კედლებში შეაღწიონ და სისხლით იკვებონ. მისი სიმპტომებია რკინის დეფიციტი, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ცილის დეფიციტი, კანის და თმის სიმშრალე, კანის გაღიზიანება, შეშუპება, მუცლის შებერილობა, ჭკუასუსტობა და გულის უკმარისობა.
3. ენტერობიოზი
ინფექცია, რომელსაც მრგვალი ჭია იწვევს. ყოველ მეხუთე ბავშვს აინფიცირებს. სიმპტომები შეიძლება იყოს ქავილი და ანუსის გაღიზიანება, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, უძილობა ან ნერვიულობა. შეიძლება სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდეს. ჭიები შეიძლება უკანა ნაწილიდან გამოვიდნენ და დღეში დაახლოებით 15 ათასი კვერცხი დადონ. ჰაერზე ყოფნისას დაახლოებით 2 დღე გაძლება შეუძლია. ჭია თეთრი ფერისაა და შეიძლება 2 სმ-მდე გაიზარდოს.
4. ადამიანის ტრიქოცეფალუსი
ამ ინფექციის ნიშნებია სისხლი განავლის დროს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, წონის დაკარგვა, სწორის ნაწლავის გამოვარდნა, გულისრევა და ანემია. ნაწლავების კედლებში შეღწევის დროს ჭიები სისხლდენას იწვევენ.
5. ლენტისებური ჭია
ის შეიძლება 10 მეტრამდე გაიზარდოს და ნაწლავებში 10 წელი იცხოვროს. ზოგიერთი ლენტისებური ჭია დღეში 1 მლნ-მდე კვერცხს დებენ. ის ნაწლავის გარკვეულ სეგმენტს ეკვრის.
6. ბრტყელი ჭია
ის შარდის ბუშტში, სისხლში, ღვიძლში, ფილტვებში, თირკმლებსა და ნაწლავებში მდებარეობს. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდის ბუშტის, ღვიძლის დაავადებები და სისხლის უჯრედები გაანადგუროს. მისი სიგრძე 1-დან 2,5 სმ-ს აღწევს.
რა იწვევს პარაზიტულ ინფექციას?
კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 9 შემთხვევაში პარაზიტული ინფექცია ცხოვრების წესით არის გამოწვეული და არა გარემო სივრცით. ეს იმას ნიშნავს, რომ წყლისგან პარაზიტების მიღების უფრო ნაკლები შანსი გაქვთ, ვიდრე არაჯანსაღი ცხოვრების წესით.
პარაზიტული ინფექციის მთავარი მიზეზი სუსტი იმუნური სისტემაა.
ეს ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა. ცხოვრების წესი, რომელიც იმუნურ სისტემას ასუსტებს, პარაზიტულ ინფექციებს უფრო იზიდავს. დასუსტებული სხეული მათთვის კარგ მკვებავ გარემოს წარმოადგენს. მათი სამუშაო, როგორც უნივერსალური მენაგვის, ნაგვის შეგროვებაა. დაავადებული სხეული პარაზიტების სამყაროში საკვებს წარმოადგენს.
მათ მოსწონთ ის, რაც ჩვენ მოგვწონს და არ უყვართ ის, რაც ჩვენ არ გვიყვარს. მათ მოშორებას ჯანმრთელობის გაძლიერებით შეძლებთ. ამისთვის ყველა მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ბუნებრივია, მავნე ჩვევები მათი საწვავია. ჯანსაღი ჩვევა – მათი შემაფერხებელი ფაქტორი.
როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი ავადმყოფობის მიზეზი პარაზიტული ინფექციაა, პირველ რიგში განავლის ანალიზი გააკეთეთ. რა თქმა უნდა, ინფექციის არსებობის მიუხედავად ყოველთვის შეგიძლიათ ოპტიმალური დიეტა და ცხოვრების წესი დაიცვათ, რომ იმუნური სისტემა გააძლიეროთ. ყოველ შემთხვევაში, ეს უბრალოდ იმუნურ სისტემას გააძლიერებს, რაც პარაზიტებთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს.
თუ ფიქრობთ, თუ თქვენ პარაზიტები გაქვთ, თანამედროვე გადამუშავებული პროდუქტების მიღება შეწყვიტეთ, რომ მათ საკვების მარაგი შეუწყვიტოთ.
პარაზიტების უბრალოდ მოკვლა ორი მიზეზით არასაკმარისია. პირველ რიგში, ისინი რამდენიმე ეტაპად წარმოიქმნებიან. თქვენ შეიძლება ზრდასრული ჭიები მოკლათ, მაგრამ არა ნახევარი მილიონი კვერცხი, რომლებიც თქვენს სხეულში რჩებიან. მეორე მხრივ, პარაზიტებზე ისე იფიქრეთ, როგორც თქვენს მენაგვეებზე. მათი ამოცანაა – თქვენი ნაგვის ჭამა. თუ მათ მოკლავთ, ნაგავი უბრალოდ დაგროვდება.
პარაზიტების უსაფრთხოდ მოშორების მეთოდები
პირველ რიგში, ორგანიზმი უნდა გაწმინდოთ, რაც მათ საკვების მარაგს შეუმცირებს. ნებისმიერი თანამედროვე გადამუშავებული საკვების ჭამა შეწყვიტეთ. შეგიძლიათ მარხვა დაიცვათ.
მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ სხეული უფრო სუფთა და ჯანსაღი გახადოთ რომ მათ არანაირი საჭმელი ჰქონდათ. შემდეგ პარაზიტების მოსაშორებელი ბალახები მიიღეთ. ეს მარტივი პროცესი არაა. მთელ პროცედურას 3 თვე სჭირდება, რადგან როცა პარაზიტები კვდებიან, ათასობით კვერცხს ტოვებენ. მათ მოსაშორებლად მხოლოდ ერთი აბის მიღება საკმარისი არაა.
საბოლოოდ, ორგანიზმის მთავარი დამცავი ფაქტორი – ჟანგბადის მდიდარი გარემო, ძლიერი იმუნური სისტემა და ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტია. საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მთელ ორგანიზმში ლორწოს დაგროვება ბაქტერიების და პარაზიტების გასავრცელებლად იდეალურ გარემოს ქმნის.