ჰოროსკოპი
2023 წლის საჩუქრების სია. რისი ჩუქება არ შეიძლება წყლის შავი კურდღლის წელში
საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ვფიქრობთ, რა ვაჩუქოთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს თუ კოლეგებს. წყლის შავი კურდღლის წლისთვის საჩუქრები სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ წარმატება და ბედნიერება მოგიტანოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რისი ჩუქება შეიძლება ახალი წლის ღამეს და რომელი საჩუქარი უნდა დაივიწყოთ. მოდით საჩუქრების სია ერთად შევადგინოთ.
ფიქრით რომ არ გაწვალდეთ, ახლობელს პირდაპირ ჰკითხეთ, რისი მიღება გაახარებს ახალი წლის ღამეს. თუ სიურპრიზის გაკეთება და საჩუქრების დამოუკიდებლად შერჩევა მოგწონთ, მაშინ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.
ხათაბალაში რომ არ გაეხვიოთ და ნათესავებისა და მეგობრებისთვის საჩუქრები სწორად შეარჩიოთ, გაიგეთ, რომელი საჩუქარია შესაფერისი წყლის შავი კურდღლისთვის და რომელზე უნდა თქვათ უარი.
რაიმე ნივთი კურდღლის სიმბოლოთი ერთ–ერთი უმარტივესი საჩუქარია. მაგალითად, ტანსაცმელი, თეთრეული, წინდა ან სხვა ხარახურა, რომელსაც კურდღლის გამოსახულება აქვს. ბავშვებს კურდღლის ფუმფულა სათამაშო ან ასაწყობი ფაზლი ძალიან გაუხარდებათ.
შეყვარებულს ან მეუღლეს შეგიძლიათ აჩუქოთ სამკაული კურდღლის სიმბოლოთი. სამაჯური, ძეწკვი ან ბეჭედი კურდღლის ფიგურით შესაფერისია.
წყლის შავი კურდღელი გართობის წინააღმდეგი არაა. სხვადასხვა თამაშის და სხვა აქტივობის ვაუჩერი კარგი საჩუქარია. მაგალითად, ცხენით გასეირნება, ციგურებით სრიალი, ფეინთბოლი ან სხვა.
კურდღლის ფორმის ტკბილეულიც კარგი იდეაა. მაგალითად, ორცხობილა, კექსი და შოკოლადის კანფეტი. თუ შინ გამოაცხობთ, უკეთესია. ბავშვებსაც და უფროსებსაც მოეწონებათ.
შავ კურდღელს ძალიან კაშკაშა სახლი არ უყვარს. სოიოს ცვილის არომატული სანთლები და გირლანდები თამამად შეარჩიეთ. ასე განსაკუთრებულ საახალწლო ატმოსფეროს შექმნით. ასეთი საჩუქარი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც არის.
აკრძალული საჩუქრების სია წყლის შავი კურდღლის წელს
საჩუქრებთან დაკავშირებული აკრძალვები უნდა გაითვალისწინოთ, რადგან კურდღელმა საჩუქრის მიმღებს ზურგი შეიძლება აქციოს. კურდღელი ტყავის ნაწარმს არ მოგიწონებთ. ამ მასალის ჩანთები, საფულეები და ზურგჩანთები დაივიწყეთ. როგორც მინიმუმ, ხელოვნური ტყავის ნივთი შეიძინეთ.
ოქროს სამკაული არ იყიდოთ. მის ნაცვლად ვერცხლს ან პლატინას უპირატესობა მიანიჭეთ. თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, უბრალო ბიჟუტერიაც კარგი ვარიანტია. მხოლოდ თეთრი ოქრო შეგიძლიათ აირჩიოთ.
ზედმეტად გადაპრანჭული საჩუქრები დაივიწყეთ. წითელი საჩუქრებიც არ გამოგადგებათ. შინაური ცხოველის ჩუქებაც მიღებული არაა. ეს ნებისმიერ დღესასწაულს ეხება. კურდღელს არ მოეწონება.
პირადი ჰიგიენის საშუალებები დაივიწყეთ. ორიგინალური არაა. ადამიანს თავად შეუძლია იყიდოს ის, რაც სურს. ბანალურად სწორი სუნის საშუალება შეიძლება ვერ შეარჩიოთ. ამ სიაში ხვდება სუნამოც, თუ მისი ყიდვა პირადად არ გთხოვეს.
ეცადეთ, რომ სხვებს არ აჩუქოთ ის, რასაც თავად არ გამოიყენებდით. ნებისმიერი ხარახურა, რომელიც თაროზე დევს და მტვერს აგროვებს, ყველას არ მოსწონს. თუ არ იცით, რა მოსწონს ადამიანს, არ მოგერიდოთ და ჰკითხეთ, რას ისურვებდა საჩუქრად.