ჰოროსკოპი
2023 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: ვინ შეძლებს მეორე ნახევრის პოვნას
Аlltime.ge–ს რედაქცია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2023 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპს გთავაზობთ. ცვლილებების დროა. ზოგი მეორე ნახევრის პოვნას შეძლებს, სხვებს პირად ცხოვრებაში სირთულეების გადალახვა მოუწევს.
ვერძი
კურდღლის წელში ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ. იდეალური დროა, რომ იმოქმედოთ. ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ და საყვარელ ადამიანს გულახდილად გაესაუბრეთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ურთიერთობა ჩიხშია. ახალ ეტაპზე გადასვლის დროა.
კურო
მომავალ წელს სიყვარულის დრო არ გექნებათ. თავიდან ბოლომდე სამსახურით დაკავდებით და რომანტიკას დაივიწყებთ. გაზაფხულზე სიტუაცია შეიცვლება. გამოჩნდება ადამიანი ან არსებული პარტნიორი თქვენს ცხოვრებას შეცვლის. პარტნიორს ენდეთ და სიურპრიზისთვის მოემზადეთ.
ტყუპები
2023 წლის მაისს დაელოდეთ. ამ თვეში ღირსეულ ადამიანს შეხვდებით. გულწრფელი და სანდო ურთიერთობის ასაგებად თავადაც გულწრფელი უნდა იყოთ. ასე თქვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავა.
კირჩხიბი
ფრთხილად იყავით. წლის დასაწყისში ვნებიანი ურთიერთობა შეიძლება დაიწყოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. ტყუილი მოლოდინი არ გქონდეთ. აი, ზაფხულში ნამდვილად ღირსეულ პარტნიორს შეხვდებით.
ლომი
თუ უკვე შეყვარებული ხართ, წლის დასაწყისში თქვენს ურთიერთობას რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყველას მიმართ ტრფიალება ძლიერი კავშირის შექმნაში ხელს გიშლით. პირველივე შემხვედრს არ გაეკიდოთ. თუ ამას მიხვდებით, პარტნიორის თავიდან შეყვარებას შეძლებთ.
ქალწული
ნებისმიერ, მით უფრო, სასიყვარულო ურთიერთობას მუშაობა სჭირდება. პარტნიორს ყურადღება დაუთმეთ, თუ მარტო დარჩენა არ გსურთ. მეტი რომანტიკული საღამო მოაწყვეთ. ეს დაოჯახებულ ქალწულს განსაკუთრებით ეხება.
სასწორი
თუ მარტოხელა ხართ, კურდღლის წელში ბედი გაგიღიმებთ. ახალი თავბრუდამხვევი რომანი გელით. მოვლენები არ დააჩქაროთ, არამედ ურთიერთობის ამ ეტაპით ბოლომდე დატკბით. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მორიელი
ცხოვრებას ყოველთვის საღი გონებით უყურებთ, მაგრამ მომავალ წელს დამოკიდებულებას შეცვლით. ინტუიციის მოსმენას დაიწყებთ. ამას თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანის გამოჩენა ხელს შეუწყობს. მისთვის შეცვლას ისურვებთ.
მშვილდოსანი
არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაც თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედებს. თუ პარტნიორი თქვენთვის ძვირფასია, მასთან გულახდილი უნდა იყოთ. ლაპარაკი საჭიროა, რომ ყველა გაუგებრობა გაარკვიოთ. თუ მხოლოდ აკვირდებით, დრო არ გააჭიანუროთ, რომ ნამდვილი ბედნიერება არ დაკარგოთ.
თხის რქა
სერიოზული ცვლილებების წელია. როგორც ჩანს, თქვენი პარტნიორი საკმარისად მომწიფდა, რომ ოჯახის შექმნა შემოგთავაზოთ. ოცნებები ახდება. ქორწილი შემოდგომაზე გადაიხადეთ. დრო გაქვთ, რომ სათანადოდ მომზადება შეძლოთ. ოჯახში მატებაც მოსალოდნელია.
მერწყული
თავისუფლებისმოყვარე მერწყული იპოვის ადამიანს, ვისთანაც ოჯახის შექმნას ისურვებს. ძვირფასი ადამიანი შეგცვლით. ღირსეულ პარტნიორთან ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით. გული გადაუშალეთ და მასთან გულწრფელი იყავით.
თევზები
დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. გიყვართ თქვენთვის საყვარელი ადამიანის იდეალურად წარმოჩენა, რაც ნამდვილი პიროვნების დანახვაში ხელს გიშლით. ფხიზლად იყავით, რომ ხაფანგში არ გაებათ. იქნებ არც თუ ისე შესაფერისი პარტნიორი გყავთ?