ჰოროსკოპი
2023 წლის პირველი სავსემთვარეობა: რა უნდა გააკეთოთ უსიამოვნებების ასაცილებლად
ასტროლოგები და ეზოთერიკოსები სავსემთვარეობას ჯადოსნურ პერიოდად მიიჩნევენ. ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. წლის პირველი სავსემთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 6-7 იანვრის ღამეს მგლის მთვარე კირჩხიბის და თხის რქის ღერძზე ამოვა. მოსალოდნელია კამათი, უბედურება, უთანხმოება, ძილის დარღვევა.
2023 წლის პირველი სავსემთვარეობის პერიოდი
7 იანვარს 03:07 საათზე მთვარე ზრდის პიკს მიაღწევს. მისი გავლენა დღისითაც გაგრძელდება. სავსე მთვარის გავლენას 9 იანვრამდე იგრძნობთ.
ფანჯრიდან მთვარის სინათლე მძინარე ადამიანს არ უნდა ეცემოდეს. დიდი ალბათობით, კოშმარები დაგესიზმრებათ, ფხიზლად დაიძინებთ ან საერთოდ უძილობა შეგაწუხებთ.
სავსემთვარეობის გავლენა ადამიანზე
მთვარე კირჩხიბში მგრძნობელობას, ყურადღების და თანაგრძნობის მოთხოვნას ზრდის. თხის რქა საქმის და ფიქრების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
იანვრის სავსე მთვარის პერიოდში კამათის, კონფლიქტის და უთანხმოების რისკი იზრდება. თანამოსაუბრე ნათქვამს არასწორად გაიგებს, რეალობა დამახინჯდება. ყველა სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდება.
თაღლითები გააქტიურდებიან, ნევროზი და დეპრესია გაიზრდება. გონებრივ და ფსიქიკურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ.
რისი გაკეთებაა აკრძალული სავსე მთვარეზე
- ნებისმიერი ემოციის, განსაკუთრებით ნეგატიურის ზედმეტად გამოვლენა.
- გრძელვადიანი საქმის დაწყება და პროექტის დამტკიცება.
- უძრავი ქონების, ავტომობილის, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.
- რემონტის ან მშენებლობის დაწყება.
- ფულის გაცემა ან ვალის აღება.
- დაქორწინება, ჯვრისწერა.
- ნაკლებად ნაცნობი ადამიანების ნდობა.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ
სავსემთვარეობას მოზღვავებული ენერგია შემოქმედებაში დახარჯეთ, ძველი ჰობი გაიხსენეთ, ბაღის სამუშაოებს მიხედეთ.
საღამოს ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბეთ, ითამაშეთ ან ფილმს უყურეთ. ერთმანეთს კარგი შთაბეჭდილებები გაუზიარეთ. თქვენი ხელით მომზადებული ვახშამი ან საჩუქარი სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ.