ჰოროსკოპი
2023 წლის ტარო პროგნოზი. ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს შავი კურდღელი დიდ წარმატებას
Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ანჯელა პერლის ასტროლოგიურ პროგნოზს 2023 წლისთვის. ტაროლოგის რჩევები ყურადღებით შეისწავლეთ, რომ მომავალი წლის სიმბოლო, შავი კურდღელი შემთხვევით არ გააბრაზოთ. ნახეთ, რომელ ნიშანს ელოდება წარმატება სიყვარულსა და კარიერაში.
ვერძი
წლის პირველ ნახევარში მოგზაურობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მოსალოდნელია. ნებისმიერ სიტუაციაში ემოციები უნდა აკონტროლოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ცივი გონებით იხელმძღვანელეთ და თან ინტუიციას მოუსმინეთ.
მარტი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თვეა, ბევრ ცვლილებას ელოდეთ. საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. სტატუსი შეიძლება შეიცვალოთ. ორსულობაზე ახალ ამბავს ელოდეთ.
კურო
მომავალ წელს ბედი ბევრ გამოცდას მოგიწყობთ. კარიერასა და ბიზნესში სერიოზულ გამოწვევებს ელოდეთ. თუმცა დიდად არ იღელვოთ, თქვენ ყველაფერს გადალახავთ.
სასიყვარულო სფეროში ყველაფერი კარგად იქნება. თუ ოჯახის შექმნაზე ოცნებობთ, ბედის შემოტრიალება გაგახარებთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
ტყუპები
ახალი დასაწყისის წელია. ბედი გაგიღიმებთ, როცა ძველის ახლით ჩანაცვლებისთვის მზად იქნებით. ცვლილებებისთვის კარგი წელია. ასევე კარგია სწავლის დაწყება, ახალი ჩვევების შეძენა. ყველაფერი გამოგივათ.
ძველის და ჩვეულის შენარჩუნების შემთხვევაში წლის ბოლოს იმედგაცრუებული დარჩებით. გაიაზრებთ, რომ დრო ტყუილად დახარჯეთ და შეცდომები დაუშვით.
კირჩხიბი
მომავალი წელი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედს მოგიტანთ. მთავარია, თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ და ირწმუნოთ, რომ დაბრკოლებები ახალ დონეზე ასასვლელად გვეძლევა.
ინერვიულებთ პარტნიორზე, რომელმაც სამსახური შეიძლება დაკარგოს ან ოჯახთან ურთიერთობა გაუფუჭდეს. ახლო ადამიანს თქვენ გვერდით ყოფნა, მხარდაჭერა დასჭირდება.
ლომი
არკანი „განდეგილი“ საუბრობს განმარტოების მნიშვნელობაზე, რომ საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღოთ. წელს შეხვდებით მასწავლებელს, რომელიც ოცნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ბუნებაში მოგზაურობა კარგია.
სამსახურში ცვლილებებს ელოდეთ. ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ ყველაფერზე საკმარისი გექნებათ. გადაწყვეტილება სწრაფად და ცივი გონებით მიიღეთ.
ქალწული
კურდღლის წელში თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. პროფესია შეიძლება შეიცვალოთ ან ახალი სამსახური დაიწყოთ. გაიაზრებთ, რომ კომფორტულად ცხოვრებას იმსახურებთ. კარგ ადგილზე დასვენების და კარგი ბიზნეს პარტნიორის პოვნის შანსი არსებობს.
წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი პროცესები დასრულდება. შიშის დაძლევა ფინანსურ ნაყოფს მოგიტანთ. თქვენთვის საკმაოდ მომგებიანი წელი იქნება.
სასწორი
მომავალ წელს ბედისგან ბევრ საჩუქარს მიიღებთ. ახლობლებთან შეხვედრა, ფინანსური შესაძლებლობები და რომანტიკული ურთიერთობებია მოსალოდნელი. ასევე ოჯახის შექმნა, განქორწინება ან ბავშვის დაბადება.
სამსახურში პატარა სირთულეები შეიძლება იყოს. თქვენს ინტუიციას მოუსმინეთ და არა სხვის რჩევებს. თუ ძილის და დასვენების რეჟიმს დაიცავთ, ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
მორიელი
2023 წელს საკუთარ მნიშვნელობას გააცნობიერებთ. საკუთარი თავით და ცხოვრებით, ასევე დამსახურებული წარმატებით ისიამოვნებთ. გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი მიზნების შედგენას დაუთმეთ. საკუთარ თავზე, კარიერასა და ურთიერთობაზე იზრუნეთ.
ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ბედნიერებას და თქვენს ადგილს იპოვით. წლის ბოლოსთვის შინაგანი გარდაქმნა, ცვლილებები და ახალი გზის დაწყებაა მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
წლის დასაწყისში ოჯახთან დაკავშირებით კარგ ამბავს გაიგებთ. მარტოხელა მშვილდოსანი მეორე ნახევარს იპოვის, დაოჯახებული ურთიერთობის ახალ დონეზე გადავა. წელს გახსნილი ბიზნესი წარმატებას გპირდებათ. ახალი ამბავი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ბევრი მოგზაურობა, ფინანსური კეთილდღეობა და პოზიტიური მომენტები გელოდებათ. ეს თქვენს პირად ცხოვრებასთან და მეგობრებთან კავშირშია. ჯანმრთელობა გაძლიერდება.
თხის რქა
თქვენს ცხოვრებაზე გარე სიტუაციები გავლენას მოახდენს. მაგალითად, სამსახური ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. წლის პირველ ნახევარში ფულის მიღებას ელოდეთ. ზრდასრული ბავშვები დამოუკიდებლები გახდებიან, რაც სწავლასთან კავშირშია.
წლის მეორე ნახევარში ძველი სამყარო შეიცვლება. წარსულში დატოვებთ ყველაფერს, რაც სიხარულს არ განიჭებთ. წლის ბოლო სამ თვეს ბევრ ბედნიერებას და სიამოვნებას ელოდეთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
მერწყული
2023 წელს ბევრი მოგზაურობა, აქტივობა და კომუნიკაცია გელოდებათ. ასე ბევრ ნაცნობს შეიძენთ და მატერიალურ მდგომარეობას გაზრდით.
გაზაფხულზე მშვიდად უნდა იყოთ და თქვენი ადგილი გააცნობიეროთ. ზაფხულის შუა რიცხვებში მიზნისკენ თამამად იარეთ, სულიერად განვითარდით. წლის ბოლოს სოციალური აქტივობები, ნაცნობობა და ახალ პოზიციაზე განვითარება გელოდებათ.
თევზები
წინა ორი წლის განმავლობაში დაწყებული ყველა პროცესი წელს დასრულდება. კურდღლის წელში შეჯამებას შეძლებთ. ასე თქვენს ცხოვრებაში ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება.
ახალი საქმის შესწავლაზე დაფიქრდით. თქვენი სტატუსი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, ოჯახი შექმნათ, განქორწინდეთ ან ბავშვი გაგიჩნდეთ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სახლში რემონტის დაწყება სარგებელს მოგიტანთ.
ეზოთერიკოსების თქმით, წყლის შავი კურდღლის წელი ყველა ნიშნისთვის უფრო კარგი იქნება, ვიდრე ვეფხვის წელი.