Connect with us

ჰოროსკოპი

2023 წლის დიდი ასტროლოგიური პროგნოზი თამარ გლობასგან

დაძაბული 2022 წლის შემდეგ გვსურს გავიგოთ, რა გველოდება მომავალში. ასტროსპეციალისტმა თამარ გლობამ 2023 წლის პროგნოზი უკვე შეადგინა. გვიზიარებს, რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი წყლის შავი კურდღლის წელში.

თამარ გლობა: 2023 წლის პროგნოზი

თამარ გლობა თვლის, რომ 2022 წლის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებული გლობალური კრიზისი 2024 წლამდე გაგრძელდება. და მაინც, ბედნიერები მომენტები იქნება და ეს სასიხარულოა.

ვერძს ორსახოვანი წელი ელოდება. კურდღელი თავის გამოვლენის შანსს მოგცემთ. თქვენს მოქმედებაზე თქვენი მომავლის წარმატება დამოკიდებულია. გლობა გაფრთხილებთ, რომ გაზაფხულზე სერიოზული ფინანსური დანაკარგი გელოდებათ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.

კუროს ცხოვრებაში წინა წლის ტენდენციები გაგრძელდება. ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ავტორიტეტია, თქვენზე ზრუნვას დაიწყებს. ყველა შანსი გაქვთ, რომ სამსახურში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. დგება პერიოდი, როცა დღევანდელ მოქმედებაზე მომავლის წარმატება დამოკიდებული იქნება. ეს დაიმახსოვრეთ და მიზნისკენ იარეთ.

ტყუპებს ელოდება მოვლენების მშფოთვარე პერიოდი, რაზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ასტროლოგი გირჩევთ, რომ მეგობრებთან კავშირი არ დაკარგოთ. მათში საყრდენს იპოვით. სახლიდან მოშორებით სამსახურთან დაკავშირებით ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. ხშირი მივლინების ან საცხოვრებლის შეცვლის გამო ჯანმრთელობის პრობლემებია მოსალოდნელი. თავს გაუფრთხილდით.

კირჩხიბს ელოდება ბევრი სირთულე, რომელიც შინაგან მორალურ არჩევანთან დაკავშირებული იქნება. როგორც წესი, სახლიდან შორს დიდხანს ვერ ძლებს, მაგრამ 2023 წელს ყველაფერი შეიცვლება. სამსახურში წარმატება გელოდებათ, თან დისტანციურად მუშაობას შეძლებთ. წინ ფინანსური ხარჯი და სარისკო ინვესტიცია გელოდებათ. ფრთხილად იყავით.

ლომი კარდინალური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. იმას, რასაც ადრე საარსებოდ აკეთებდით, გაქრება. მის ნაცვლად ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. გლობა გირჩევთ, რომ ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ, მშობლების ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ნათესავების პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.

ქალწული ოჯახზე კონცენტრირებული უნდა იყოს. ახლობლები თქვენი მფარველი ანგელოზები გახდებიან. მათ აზრს მოუსმინეთ. სერიოზული ფინანსური ხარჯის და სამსახურთან დაკავშირებული დავების პერიოდი ახლოვდება. ამავდროულად, ბევრ ახალ ნაცნობს შეიძენთ. წარმატებული მივლინებებიც მოსალოდნელია.

სასწორს გუნდურ მუშაობაში წარმატებები ელის. ახალ პროექტებს თამამად მოკიდეთ ხელი, თუ ღირსეული კომპანიონები გყავთ. ჯანმრთელობის პრობლემები მწვავედ თავს იჩენს და დროულად უნდა მიხედოთ. წლის მეორე ნახევარში სამსახურში შემოქმედებითი შესაძლებლობების და გავლენის სფეროს გაფართოებას შეძლებთ. გამოჩნდება ახალი პარტნიორები, რომელთან ერთადაც კარიერის შექმნას შეძლებთ.

2023 წელს მორიელი წინა წლის შრომის ნაყოფს მიიღებს. რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ცხოვრება მომავალში. პროფესიულ სფეროში, ასევე პირადში ცვლილებები გელით.

მშვილდოსანი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და წარმატების მიღწევას შეძლებს. ახალი საინტერესო ნაცნობები გელოდებათ, რომელთა დახმარებით ამ სამყაროს უკეთ შეცნობას დაიწყებთ. გლობა გირჩევთ, რომ საყვარელ ადამიანს და ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ. პირადში სერიოზული კრიზისი დგება.

თხის რქას პირად ცხოვრებაში დანაკარგი ელოდება. ამ პერიოდში ახლობლებთან კავშირის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. სერიოზული ფინანსური ინვესტიცია გელოდებათ. გონივრულად იმოქმედეთ, ყველაფერი აწონდაწონეთ.

მერწყულისთვის იდეალური დროა, რომ სწავლა დაიწყოს და უნარები განავითაროს. ასე სამსახურში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. კარიერული ზრდა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ახლოსაა. წლის მეორე ნახევარში უძრავი ქონების საკითხი გამოჩნდება. ამ პერიოდში რაიმე მოგზაურობაზე უარი თქვით. თავს გაუფრთხილდით.

თევზებს ფინანსურად საინტერესო წელი ელოდება. მოსალოდნელია სერიოზული ინვესტიციები, ზარალიც. ბევრი საქმე გექნებათ, რის გამოც ჯანმრთელობა გაუარესდება. გლობა გირჩევთ, რომ წარსულის ქცევებზე დაფიქრდეთ. დროა თქვენი საქციელის ნაყოფი მოიმკოთ.

Advertisement