Connect with us

ჰოროსკოპი

2023 წლის ახალი ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ბევრი ზოდიაქოს ნიშანს მშვიდი 2023 წელი ელოდება. კურდღელი ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. დროა ამოისუნთქოთ და დამღლელი წლის შემდეგ ცოტათი დაისვენოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2023 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის.

ვერძი

2023 ოჯახის და პირადი ურთიერთობის წელი იქნება. ნათესავებს და მეგობრებს მეტი დრო დაუთმეთ. წარმოსახვითი წარმატებისკენ რბოლა შეწყვიტეთ. საკუთარ თავზე მუშაობით და თვითდისციპლინით მიზნების და წარმატების მიღწევას შეძლებთ. ბალანსი აუცილებელია. გეგმა დაწერეთ და დაიცავით. პრაგმატულად და ზომიერად იცხოვრეთ, რომ კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ და ჯანმრთელობამ არ შეგაწუხოთ.

კურო

ნაყოფიერი წელი იქნება. თქვენი უნარების განვითარებაზე იზრუნეთ. ფინანსურად კარგი წელია, მაგრამ უაზროდ არ დახარჯოთ. ფინანსური მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს. სასიყვარულო სფეროში დიდი გამოცდები გელით. უთქმელობის გამო სირთულეები წარმოიქმნება. საყვარელ ადამიანს დრო და ყურადღება დაუთმეთ, რომ მარტო არ დარჩეთ.

ტყუპები

მთელი წელი დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. ეს თქვენს შინაგან მდგომარეობასაც ეხება. შიშებთან მარტო დარჩენა მოგიწევთ. ზომიერი და თანმიმდევრული მოქმედებით მათთან გამკლავებას შეძლებთ. კარიერულ სფეროში დიდი შესაძლებლობები გამოჩნდება. წარმატება თქვენს კავშირებსა და სოციალურ აქტივობებზეა დამოკიდებული. ეს სიყვარულზეც მოქმედებს. დიდი შანსი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ.

კირჩხიბი

წელს საზოგადოებაში სოციალური პოზიციების გაძლიერებას შეძლებთ. ამას მუშაობის და ძალისხმევის გაღების გარეშე ვერ მიაღწევთ. უნდა შეესაბამებოდეთ დონეს, რომლისკენაც მიისწრაფვით. ამბიციური და მიზანდასახული ხალხი შემოიკრიბეთ, რომ მიზნისკენ სვლა გაგიმარტივდეთ. ამ ფონზე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება გაგიფუჭდეთ. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ თქვენსავით განვითარება არ სურს. ოჯახში სირთულეებია მოსალოდნელი, განქორწინება გამორიცხული არაა.

ლომი

დიდი შანსი გაქვთ, რომ წარმატებული ბიზნესი დაიწყოთ. ასე თვითშეფასებას აიმაღლებთ და თქვენს ყველა მხარეს შეიყვარებთ. თუ საქმე უკვე გაქვთ, დროა მეწარმეობის ახალი უნარები შეისწავლოთ და თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. დისციპლინა წარმატების მთავარი ფაქტორია. ფულის ხარჯვა დაივიწყეთ. საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ, რადგან სიყვარული სხვა სფეროში პროგრესის მამოძრავებელი შეიძლება გახდეს.

ქალწული

2023 წელს სამუშაო სფეროში ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. სრული გადატვირთვა გელოდებათ, რაც დაწინაურებას ან გათავისუფლებას მოგიტანთ. ეს მარცხი არაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფინანსურ საკითხებში რისკზე წადით. დიდი ალბათობით, ახალ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, თუ საკმარის ინვესტიციას ჩადებთ. პირადში სირთულეებია. ახალი რომანი სერიოზულ ურთიერთობაში ვერ გადაიზრდება, რადგან მთელ დროს თვითრეალიზაციას დაუთმობთ.

სასწორი

მომავალ წელს მოსალოდნელია თვითშეფასების პრობლემები, რაც ბევრ სხვა სირთულეს გამოიწვევს. ეს სამსახურს და პროფესიულ თვითრეალიზაციას ეხება. მეორეც, პირად ურთიერთობებს. ყველაფერი რომ არ დაკარგოთ, იზრუნეთ ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ სხვა დანარჩენზე. ფსიქოლოგთან მისვლა ურიგო არაა.

მორიელი

ბევრი შინაგანი ტრანსფორმაციაა მოსალოდნელი. კარიერის და პირადი ცხოვრების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამთ მათ. ყველა ცვლილება 2025 წლამდე მოხდება. ბეჯითი შრომისთვის და საკუთარი თავის აღმოსაჩენად მზად იყავით.

მშვილდოსანი

დროა, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ და სხვების იმედად არ იყოთ. ლიდერული თვისებების განვითარებით კარიერულ სფეროში ახალ მწვერვალებს დაიპყრობთ. 2023 წელს მთელი თქვენი ცოდნა და უნარები სწორ რელსზე გადასასვლელად გამოიყენეთ.

თხის რქა

რთული პერიოდი იწყება. ყველაფრის მიტოვებას და საკუთარ თავში ჩაკეტვას ისურვებთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. ყველა სირთულე გამძლეობის შესამოწმებლად გეძლევათ. ძლიერი მხარეების განვითარებაზე იზრუნეთ. ასე გაზრდით ფინანსებს და შეიძენთ სასარგებლო ნაცნობებს, რომლებიც მომავალში გამოგადგებათ.

მერწყული

ოჯახთან და ახლობლებთან დაკავშირებით წარმატებული წელია. მათთან მეტი დრო გაატარეთ, რომ ერთმანეთი დადებითი ენერგიებით გამოკვებოთ. კარიერაში ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ ეს თქვენს მოთხოვნებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ყველა მონაცემი გაქვთ, რომ ცხოვრების ხარისხი შეცვალოთ.

თევზები

ამბიციების დაკმაყოფილება შეწყვიტეთ. ყველგან და ერთდროულად ყოფნა გსურთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ტემპი შეანელეთ, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ. კურდღელი ფინანსურად წარმატებულ წელს გპირდებათ. გახსოვდეთ, რომ დაგეგმვის გარეშე ეს სფერო სისტემატურად ვერ იმუშავებს.

Advertisement