Connect with us

საკითხავი

2023 წლის აღდგომის მარხვა: დაწყების და დასრულების თარიღები, ისტორია და ტრადიციები

მე და ჩემი მეუღლე მორწმუნე ოჯახებში გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენთან მარხვის დაცვა მიღებული არ იყო. ჩვენი მშობლები მარხვის შეზღუდვებს ზედმეტად მკაცრად თვლიდნენ ან უბრალოდ ამის დრო არ იყო. წელს გადავწყვიტეთ ვცადოთ და აღდგომის მარხვა სიაში პირველია. დარწმუნებული ვართ, ამას შევძლებთ!

წელიწადში სულ 4 მარხვაა: აღდგომის, პეტრე–პავლობის, მარიამობის და შობის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ქრისტიანობაში მარხვა ნებაყოფლობითი შეზღუდვაა არა მხოლოდ საკვებში. ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმის გარდა, ხმაურიან წვეულებებს უნდა მოერიდოთ, ხალხთან ურთიერთობა შეზღუდოთ. ითვლება, რომ ასეთი რელიგიური ასკეტიზმით ადამიანი სულიერად იზრდება, სულს ავარჯიშებს.

როდის იწყება 2023 წლის აღდგომის მარხვა: კალენდარი, ძირითადი ტრადიციები და ისტორია

აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.

დაწყების და დასრულების თარიღები

დიდმარხვა იწყება ორშაბათს, 27 თებერვალს, (ყველიერის კვირის შემდეგ) და 7 კვირა გრძელდება, 15 აპრილამდე. წელს კათოლიკეები აღდგომას ერთი კვირით ადრე აღნიშნავენ. მარხვას ერთი კვირით ადრე იწყებენ. 22 თებერვლიდან 6 აპრილამდე გაგრძელდება.

დიდმარხვის ისტორია

ამ მარხვის ისტორია სათავეს იღებს უდაბნოში იესო ქრისტეს 40 დღიან მარხვაში. ყველა კონფესიაში მარხვა ზუსტად 40 დღე არ გრძელდება, მაგრამ ამ რიცხვთან დაკავშირებულია. დიდმარხვის არსი მხოლოდ კვებით შეზღუდვაში არაა. ამ დროში ადამიანი სულიერად იწმინდება. წყენა აპატიეთ, კონფლიქტს და კამათს მოერიდეთ, ბევრი ილოცეთ.

რა უნდა გააკეთოთ და რა არის აკრძალული აღდგომის მარხვის დროს

  1. აღსარება ჩააბარეთ და ეზიარეთ მარხვის დაწყებამდე.
  2. არ მიიღოთ ცხოველური პროდუქტები: ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის და რძემჟავა პროდუქტები.
  3. სხვებს დაეხმარეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც სჭირდება.
  4. არ მოაწყოთ და არ მიიღოთ მონაწილეობა ხმაურიან წვეულებებში. მეგობრებთან ერთად მშვიდი შეხვედრა დასაშვებია.
  5. არ მოწიოთ და არ მიიღოთ ალკოჰოლი.
  6. ყოველდღე ილოცეთ, კვირაობით ეკლესიაში წადით.
  7. ხორციელი სიამოვნებისგან თავი შეიკავეთ.
  8. არ მოიტყუოთ, არ შეგშურდეთ, არ იკამათოთ.
  9. საკუთარ თავთან და სხვებთან გულწრფელი იყავით.

თუ მარხვა არასდროს დაგიცავთ და ნერვიულობთ, რომ არ გამოგივათ, მარხვას სხვა თვალით შეხედეთ. ეს მიიღეთ ახალ შესაძლებლობად და არა შეზღუდვად. ამ პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი ახალი კერძი, რომელიც ადრე არ გაგისინჯავთ. გარდა ამისა, ხმაურიანი წვეულებებისგან შესვენება და საკუთარ თავში გარკვევა ზედმეტი არასდროსაა.

Advertisement