ჰოროსკოპი
2023 წელს ზაფხულის ბუნიობას განსაკუთრებული მაგია აქვს, სწორად გაატარეთ
2023 წლის ზაფხულის ბუნიობა ახლოვდება. 21 ივნისს მზეს შევხედავთ და გავიფიქრებთ, რომ ის არ მოძრაობს, არამედ ზენიტში გაჩერებულია. ეს ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას მიგვანიშნებს. ამავდროულად, ბევრ ხალხურ ნიშანს და ტრადიციას უკავშირდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაატაროთ ეს დღე, რომ მზის წყალობა მიიღოთ.
ზაფხულის ბუნიობა – 2023
ზაფხულის ბუნიობა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე არ ხდება. მაგალითად, ურანზე ეს პერიოდი დაახლოებით 42 წელი გრძელდება. მარსზე მზებუდობა ჩვენი ივნისის დღიდან რამდენიმე დღეში ხდება. წლის მიხედვით ეს მოვლენა 20 ან 21 ივნისს ხდება. ის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის და სამხრეთში ზამთრის დაწყებას მოასწავებს.
ამბობენ, რომ ხალხმა ზაფხულის ბუნიობის აღნიშვნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მზე ადამიანების ცხოვრებაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა. მსოფლიოს ბევრი ხალხი მნათობს პატივს მიაგებდა და მას გარკვეულ რიტუალებს და ნიშნებს უკავშირებდა. წარმართულ კულტურაში მზეს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან ადამიანების ცხოვრება მასზე იყო დამოკიდებული.
ზაფხულის ბუნიობა წარმართული წარსულის გამოძახილია, მაგრამ დღემდე ახსოვთ. მაგალითად, ფინეთში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. კიდევ როდის შეძლებთ ამდენი საათით დატკბეთ დღის სინათლით?
მზესთან დაკავშირებული ნიშნები
ადრე ამინდის შესწავლას დიდ დროს უთმობდნენ. მასზე მომავალი მოსავალი და არსებობის შესაძლებლობა იყო დამოკიდებული. ზაფხულის ბუნიობის დღეს ბევრი ხალხური ნიშანი უკავშირდება. მაგალითად, ცუდი ამინდი და წვიმა ცუდი მოსავლის და ცივი ზაფხულის ნიშანია. ვარსკვლავებიანი ცა შემოდგომაზე ბევრ სოკოს მოასწავებს.
დილით ბალახზე ბევრი ნამი უხვი მოსავლის ნიშანია. საინტერესოა, რომ ძველად ამ ნამს აგროვებდნენ და ჯადოსნურ საშუალებად იყენებდნენ. ქალებს სჯეროდათ, რომ მას გამაახალგაზრდავებელი თვისებები ჰქონდა. ასევე ნამს განკურნება შეუძლია. ეს ნებისმიერ წყალს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ 21 ივნისს დაიბანოთ და სხეული ნეგატივისგან გაწმინდოთ.
მანამდე განთიადს შეხვდით, მზეს პირდაპირ უყურეთ და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრეთ. ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ნიშანია, რომლის წყალობით ცხოვრებას სინათლით გაავსებთ და წარმატებას კუდით დაიჭერთ. დარჩენილი წელი მზე უბედურებისა და უსიამოვნებისგან დაგიცავთ.
ხალხური ნიშნები სიყვარულსაც ეხებოდა. ოდესღაც სჯეროდათ, რომ გოგონა გათხოვებას შეძლებს, თუ ბუნიობის დღეს მთელი ღამე 9 კოცონთან იცეკვებს. თუ ბიჭი გოგოს წყალს გადაასხამს, მათგან კარგი წყვილი გამოვიდოდა.
ითვლებოდა, რომ 20-21 ივნისს დაბადებულ ბავშვებს ღმერთმა აკოცა. გამოდის, მზე მთელი ცხოვრება დაიცავს, ხოლო წარმატება ყველა საქმეში მის მხარეს იქნება. ასეთი ხალხი ყველაფერში კარგის დანახვას ცდილობს. მზე თითქოს დადებით მომენტებს ანათებს იქაც კი, სადაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელი იყოს.
რა უნდა და არ უნდა გააკეთოთ 21 ივნისს
მზის კურთხევა რომ მიიღოთ, ამ დღეს სწორი ფერის სამოსი ჩაიცვით. ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან ყვითელი ფერის სამოსი შეარჩიეთ. 21 ივნისს უფრო იღბლიანია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები: ლომი, მშვილდოსანი, ვერძი.
ამ დღეს სამკურნალო ბალახების თაიგული შეკარით, რომ შემდეგ სახლში ხილულ ადგილას ჩამოკიდოთ. ითვლებოდა, რომ ასე სახლი ავადმყოფობისგან შეგიძლიათ დაიცვათ. ასევე ხალხი შემოსასვლელთან ჭინჭარს ყრიდა, რომ უსიამოვნებებს გვერდი აევლო.
ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატარეთ. დილით ადრე გაიღვიძეთ, ივარჯიშეთ, ნამით დაიბანეთ, შემდეგ ყოველდღიურ საქმეებს მიხედეთ. კარგია, თუ ახლობლებთან ერთად ბუნებაში გასვლას და დასვენებას შეძლებთ.
საინტერესოა, რომ ძველად გოგონები ამ დღეს წყალსატევში ბანაობდნენ, რომ სიყვარული მოეზიდათ და წარმატებულად გათხოვილიყვნენ. ვინ იცის, იქნებ ამართლებს.