Connect with us

მოდა და სტილი

2022 წლის გაზაფხული–ზაფხულის მოდური კაბები. დროა, ჰუდებს და სპორტულ შარვლებს დაემშვიდობოთ

დროა უზომო ნივთები გაიხადოთ და კვლავ წესიერი კაბებით შეიმოსოთ. წელს დიზაინერებმა სანაქებოდ იშრომეს! 2022 წლის მოდურმა კაბებმა ფართო ნიშა დაიკავა. ნებისმიერი სხეულის ფორმის და გემოვნების ვარიანტები არსებობს: მინიმალიზმით და კლასიკური საოფისე მოდელებით დაწყებული და თამამი და ქალური საღამოს კაბებით დამთავრებული.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ რომელი კაბებით ივლიან მოდის მიმდევრები 2022 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში. ცხელი სეზონის ტრენდები!

2022 წლის მოდური კაბები

2022 წელს აქტუალურია მინი ქვედაბოლოები, იგივე კაბებს ეხება. ის ფეხებს აშიშვლებს და თამამად გამოიყურება!

ამოჭრილის და ჩაჭრილის მოდა 2021 წლიდან 2022 წელში გადავიდა და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება!  ასეთი კაბა მხოლოდ ძალიან მოხდენილ გოგოებს და ქალებს მოუხდებათ. მხრებზე, გვერდებზე და სხვა მოულოდნელ ადგილებში ჭრილები თქვენს სტილს ტრენდულს ხდის.

კიდევ ერთი მოდური ვარიანტი.

კინოინდუსტრიამ და ლამაზი ეპოქის ტანსაცმლის ნოსტალგიამ სტილური ვინტაჟური კაბები მეგატრენდად აქცია. მაგალითად, ფურჩალა, პასტელი და პომპეზურობა ვიქტორიანულ ეპოქას გვახსენებს.

ამავე ტრენდს მიეკუთვნება მრავალდონიანი ქვედაბოლო. სიტყვაზე, ეს 2022 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ერთ–ერთი ყველაზე ქალური ტრენდია. აქტუალურია როგორც საღამოს, ასევე ყოველდღიური კაბისთვის.

სტილ „პასტორალს“ ან „უბრალო გოგოს“ სტილს ბევრი მოდის დიზაინერი ქებას ასხამს. დამახასიათებელი ნიშნები: ვიშის პატარა უჯრედები, პატარა ყვავილების პრინტი,  არშიები, ფურჩალები.

აქტუალურია კაბა მსხვილი აქცენტური საყელოთი რეტროს სტილში ან კაბა სკოლის მოსწავლის მსგავსი საყელოთი.

ტრენდშია წელში გამოკვეთილი და ფართო მხრებიანი სილუეტი. ასეთი მაგალითი ფორმას კარგად ასწორებს და ქვიშის საათის სილუეტს ქმნის. გთავაზობთ ცნობილი დიზაინერის Richard Quinn–ის კაბის ოდნავ შოკისმომგვრელ მაგალითს.

ფოჩები ჩანთებიდან და აქსესუარებიდან კაბებზე გადავიდა. ეს ტრენდული დეტალი სტილს აახლებს და გამოკვეთილს ხდის.

მაკრამისა და კროშის ტექნიკით შესრულებული კაბა საინტერესოდ გამოიყურება. ასეთი კაბა კურორტისთვის უფრო გონივრულია.

გაშიშვლებული მხრები ტრენდშია. კაბაზე ღია და ფიგურული ჭრილები დახვეწილად გამოიყურება.

ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალს, როგორიც არის საეპისკოპოსო სახელო. ვინც არ იცის, ესაა სახელო–კლოში, რომელიც ბოლოში მანჯეტზე იკვრება. კაბა ასეთი სახელოებით შეიძლება იყოს ტრიკოტაჟის, აბრეშუმის, სატინის და შიფონის. სილუეტს გამოკვეთილს ხდის. რაც მთავარია, ყველგან გონივრულია. ოფისში ან რომანტიკულ შეხვედრაზე შეგიძლიათ ჩაიცვათ!

ბევრმა მოდის სახლმა ჩვენებებზე ყვავილებიანი კაბებიც წარმოადგინა.

რედაქციის რჩევა

პრინტებიდან უპირატესობა მიანიჭეთ გეომეტრიას (ნაკლებად მსხვილი უჯრედი, ზოლები, კოპლები), ასევე აქტუალურია პატარა ყვავილების პრინტი, ზღვის თემატიკა, აბსტრაქციული პრინტი.

როგორ მოგწონთ 2022 წლის მოდური კაბები? რომელი ტრენდი მოგწონთ ყველაზე მეტად?

Advertisement