Connect with us

მოდა და სტილი

2022 წლის მთვარის კალენდარი თმის შესაჭრელად და შესაღებად

მთვარე არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე ახდენს გავლენას, არამედ თმის ზრდასა და მდგომარეობაზე. ბებია მასწავლიდა: „კვირას თმა არასდროს შეიჭრა! მთვარის კალენდარს ყურადღება მიაქციე, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და ლამაზად ბზინავდეს.“ 2022 წლის მთვარის კალენდარი თმის შესაჭრელად ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც გაყოფილი ბოლოების გარეშე ლომის ფაფარავით მოცულობითი და ბზინვარე თმის ქონა სურს!

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 2022 წლის მთვარის კალენდარს თმის შესაჭრელად და შესაღებად. გაითვალისწინეთ, რომ თმიდან სასიცოცხლო ენერგია და მატერიალური კეთილდღეობა მიიღოთ!

2022 წლის მთვარის კალენდარი ვარცხნილობისთვის

იანვარი

ხელსაყრელი დღეები

საუკეთესო თარიღი ვარცხნილობის შესაცვლელად – 3 იანვარი. შეჭრის შემდეგ თმა ჯანმრთელი და ძლიერი გახდება, ხოლო გაყოფილ ბოლოებს დაივიწყებთ. 1, 2-8, 10-17, 19-24, 26-31 საუკეთესო დღეებია თმის შესაჭრელად და მასზე სხვადასხვა მანიპულაციების ჩასატარებლად.

არახელსაყრელი დღეები

2, 9, 18, 25 – ამ დღეებში სჯობს თმა არ შეიჭრათ. შედეგი, დიდი ალბათობით, იმედს გაგიცრუებთ.

თებერვალი

ხელსაყრელი დღეები

2-7, 9-15, 17-23, 25-28 – ყველაზე კარგი დღეები თმის შესაჭრელად და მასზე სხვადასხვა მანიპულაციების შესასრულებლად.

არახელსაყრელი დღეები

1, 8, 16, 24 – ამ დღეებში თმას არ შეეხოთ, თუ არ გსურთ იმედგაცრუებული დარჩეთ.

მარტი

ხელსაყრელი დღეები

1, 3-9, 11-17, 19-24, 26-31 – ამ დღეებში შეგიძლიათ ვარცხნილობის შეცვლაზე დაფიქრდეთ.

არახელსაყრელი დღეები

2, 10, 18, 25 – თმაზე არაფერი მოიმოქმედოთ. შედეგი ნამდვილად არ გაგახარებთ.

აპრილი

ხელსაყრელი დღეები

1-8, 10-15, 17-22, 24-29 – კარგი დღეებია, რომ თმა შეიჭრათ, შეიღებოთ ან დაივარცხნოთ.

არახელსაყრელი დღეები

9, 16, 23 – ამ დღეებში თმა არ შეიჭრათ.

მაისი

ხელსაყრელი დღეები

1-8, 10-15, 17-21, 23-29, 31 – ხელსაყრელია, რომ თმა შეიმოკლოთ, შეიღებოთ ან სხვა მანიპულაციები შეასრულოთ.

არახელსაყრელი დღეები

9, 16, 22, 30 – ამ დღეებში სილამაზის სალონში თმის შესაჭრელად ჩაწერას არ გირჩევთ. დიდი ალბათობით, შედეგით კმაყოფილი არ დარჩებით.

ივნისი

ხელსაყრელი დღეები

1-6, 8-13, 15-20, 22-28, 30 – ამ დღეებში შეგიძლიათ თმა შეიჭრათ ან შეიღებოთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

არახელსაყრელი დღეები

7, 14, 21, 29 – თმის შეჭრა–შეღებვისა და სხვა მანიპულაციებისგან თავი შეიკავეთ.

ივლისი

ხელსაყრელი დღეები

1-6, 8-12, 14-19, 21-27, 29-31 – ამ დღეებში შეგიძლიათ ვარცხნილობის შეცვლა დაგეგმოთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

არახელსაყრელი დღეები

7, 13, 20, 28 – თმა სჯობს არ შეიჭრათ და არ შეიღებოთ.

აგვისტო

ხელსაყრელი დღეები

1-4, 6-11, 13-18, 20-26, 28-31 – თმის მოსავლელად, შესაჭრელად და შესაღებად კარგი თარიღებია. ჩაინიშნეთ.

არახელსაყრელი დღეები

5, 12, 19, 27 – თმა არ შეიჭრათ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

სექტემბერი

ხელსაყრელი დღეები

1-2, 4-9, 11-17, 19-25, 27-30 – თმის ვარცხნილობის შესაცვლელად კარგი დღეებია.

არახელსაყრელი დღეები

3, 10, 18, 26 – ამ დღეებში თმის პროცედურებისგან თავი შეიკავეთ.

ოქტომბერი

ხელსაყრელი დღეები

1-2, 4-8, 10-16, 18-24, 26-31 – საუკეთესო დღეები თმის შესაჭრელად და შესაღებად, ასევე სხვა მოვლის პროცედურების ჩასატარებლად.

არახელსაყრელი დღეები

3, 9, 17, 25 – ცუდი დღეებია, რომ თმაზე რაიმე პროცედურა ჩაიტაროთ. შედეგით ნასიამოვნები ვერ დარჩებით.

ნოემბერი

ხელსაყრელი დღეები

2-7, 9-15, 17-23, 25-29 – ნოემბერში ეს რიცხვები კარგი დღეებია, რომ თმა შეიჭრათ, შეიღებოთ და მასზე სათანადოდ იზრუნოთ.

არახელსაყრელი დღეები

1, 8, 16, 24 – თმაზე სხვადასხვა პროცედურებისგან თავი შეიკავეთ და სხვა დროისთვის გადადეთ.

დეკემბერი

ხელსაყრელი დღეები

1-7, 9-15, 17-22, 24-29, 31 – ყველაზე ხელსაყრელი დღეები, რომ თმა შეიჭრათ და მასზე სხვადასხვა მანიპულაციები ჩაიტაროთ.

არახელსაყრელი დღეები

8, 16, 23, 30 – თმის შეჭრა და შეღებვა სხვა დღისთვის გადადეთ.

რედაქციის რჩევა

2022 წლის მთვარის კალენდარი ვარცხნილობისთვის აუცილებლად შეინახეთ. ის თქვენი ერთგული დამხმარე გახდება, როცა გარეგნობის შეცვლას გადაწყვეტთ. მთვარის კალენდრით სწორი თვე აირჩიეთ, რომ ვარცხნილობისთვის ხელსაყრელი დღეების შესახებ იცოდეთ. თარიღი აირჩიეთ და სალონში თამამად ჩაეწერეთ!