Connect with us

ჰოროსკოპი

2022 წლის ივნისის ასტროპროგნოზი თამარ გლობასგან: ვის გაუმართლებს ზაფხულის პირველ თვეში

გვსურს, ზაფხულის პირველი თვე ისე გავატაროთ, რომ ნანატრი სეზონის მთელი სიმშვენიერე შევიგრძნოთ. თქვენთვის 2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი უკვე მოვამზადეთ. თამარ გლობას მადლობას ვუხდით და ცნობილი სპეციალისტის ნათქვამ სიტყვებს ვიმახსოვრებთ. საინტერესოა, ვის გაუმართლებს ამ თვეში.

2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ბევრ პოზიტიურ ცვლილებას გვპირდება. პირველ რიგში, ეს განათლებას, კომუნიკაციას და სავაჭრო ურთიერთობებს ეხება. თამარ გლობა პროგნოზირებს, რომ მსოფლიო ასპარეზზე ახალი ლიდერები გამოჩნდებიან, რომლებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ.

ვერძს ივნისში გაუმართლებს. ხელსაყრელი დროა, რომ დაწყებული საქმე ან პროექტი დაასრულოთ ან რაღაც ახალი საქმე დაიწყოთ. ფინანსურად საქმე წინ წავა. ასტროლოგი გირჩევთ, თვის მეორე ნახევარი სწავლას, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას, ასევე მოგზაურობას დაუთმოთ. ივნისის ბოლოს ხალხის შეკრებებს მოერიდეთ და ღია კონფლიქტში არ ჩაებათ.

შრომისმოყვარე კუროსაც საქმეში წარმატება ელის. მახვილი გონების და შრომისმოყვარეობის წყალობით მატერიალური საკითხებში გაუმართლებს. კარგი დროა, რომ პირადი საქმე მოაგვაროთ. თამარ გლობა გირჩევთ, თვის პირველ ნახევარში სახიფათო კავშირებს და საეჭვო კონტაქტებს მოერიდოთ. დარჩენილ თვეს ბევრი პოზიტიური სიახლე და ცვლილება გელით. ცხოვრების გაუმჯობესების შანსი ხელიდან არ გაუშვათ!

ტყუპებისთვის ივნისი ახალი გეგმებისა და პროექტების პერიოდი გახდება. ავტორიტეტული ადამიანები ჩაფიქრებულის განხორციელებაში დაგეხმარებიან, როგორც ისინი, ვინც აქამდე მხარს გიჭერდათ. თვის პირველ ნახევარში ამოცანებზე იმუშავებთ, მეორე ნახევარში სასურველ შედეგს და შემოსავალს მიიღებთ.

კირჩხიბისთვის კარიერის გასავითარებლად იდეალური პერიოდია. ივნისში ამ ნიშნის წარმომადგენელს ბევრი მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა ელის. ასტროლოგი გაფრთხილებთ: სიფხიზლე არ დაკარგოთ. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

ლომისთვის ზაფხულის პირველი თვე ორსახოვანია. თამარ გლობა სახლიდან შორს წარმატებას გპირდებათ. ეს სამსახურსა და ოჯახურ საქმეზე დადებითად აისახება. დადგა დრო, როცა კარიერაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ. ამაში ახლობლები დაგეხმარებათ. მართალია, ლომს სამსახურსა და პირად ურთიერთობებს შორის სერიოზული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ქალწულის ნიშანში დაბადებულისთვის ივნისი მოგზაურობის და საქმიანი მივლინებების თვეა. შეიძლება გზაჯვარედინზე აღმოჩნდეთ და ძველ და ახალ სასიყვარულო კავშირებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ასტროლოგი გაფრთხილებთ: ამ თვეში ხარჯები შემოსავლებს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ, მეტი ძალისხმევა გაიღეთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა დააბალანსოთ.

სასწორი ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. ეს სამსახურს, ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენელს ბევრ პრობლემასთან შეჯახება მოუწევს. თუ ყველაფერს გაუმკლავდებით, თვის მეორე ნახევარში სასურველ შვებას იგრძნობთ და სამომავლო ცხოვრებისთვის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.

მორიელს სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში ცვლილებები ელის. ხმამაღალი კამათისთვის ბევრი მიზეზი გამოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად საკუთარ თავში ძალა იპოვოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად ზაფხულის პირველი თვე ნაყოფიერი მუშაობისთვის შესანიშნავი პერიოდია. მოსალოდნელია მივლინება და მოგზაურობა. გლობა გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ივნისი მშვილდოსნისთვის შემოქმედებითი, საქმიანი და ინტელექტუალური აქტივობების პერიოდია. რაღაც ახალ და უცნობ საქმეს დრო დაუთმეთ. წარმატება არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებასა და სპორტში გელით. თვის მეორე ნახევარში პროექტებზე, რომლებზეც მუშაობთ, დიდ სარგებელს მიიღებთ.

თხის რქა მზად უნდა იყოს, რომ ივნისში სამუშაო დასვენებასა და სახლთან აირევა. დრო გექნებათ, რომ უძრავი ქონების და რემონტის საკითხი მოაგვაროთ. კარგი დროა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, ასევე შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. ქალებს დაორსულების და ნანატრი შვილის ყოლის შანსი აქვთ.

მერწყული თვის პირველ ნახევარში შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს დიდ ყურადღებას დაუთმობს. დროა საცხოვრებელი უკეთ მოაწყოთ. ამ თვეში ბევრი ახალი ნაცნობობა და საინტერესო მოგზაურობა გელით. მოგზაურობამ თქვენი ჯანმრთელობა შეიძლება შეარყიოს! სიფხიზლე არ დაკარგოთ!

ივნისი თევზისთვის ორმაგი პერიოდია. ერთი მხრივ, სწავლისა და სამსახურისთვის კარგი დროა. მსხვილი რამ შეგიძლიათ შეიძინოთ, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული. ასტროლოგი გირჩევთ, რომ თვის მეორე ნახევარი შვილებთან ურთიერთობას დაუთმოთ.

ვიმედოვნებთ, რომ 2022 წლის ივნისის ასტროლოგიურმა პროგნოზმა გაგახარათ.

Advertisement