Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპით თეთრი, მეტალის ხარის წელი მოქმედებას 2021 წლის 12 თებერვალს დაიწყებს – მთვარის ახალი წელი ჩინური კალენდრით. და 2020 წლის 30 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში დაშვებული შეცდომების შედეგებს 12 წელიწადში დავინახავთ. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ხარის წელი კვლავ 2033 წელს იქნება. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ნიშნისთვის წარმატებული წელი იქნება – ვისაც ნაკლებად გაუმართლებს, სიტუაციის გამოსწორებას შეძლებენ, თუ შეეცდებიან. ხარი შრომისმოყვარეობას და გამძლეობას აფასებს!

ნახეთ, როგორი იქნება 2021 წლის ჩინური ჰოროსკოპი სხვადასხვა ნიშნისთვის.

ვირთხა

ჩინურ ზოდიაქოში ხარი რიგით მეორე ნიშანია. პირველ ადგილზე ვირთხაა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხარი მის გვერდით მოსიარულე ვირთხას ყველა საქმეში ხელს შეუწყობს. რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ხელმომჭირნე ვირთხას ფულის დაგროვების კარგი შანსი აქვს, ხოლო მარტოხელას – მეორე ნახევრის პოვნის.

ქალი ვირთხის პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება. გაუთხოვარი ქალი გათხოვდება, ხოლო დაოჯახებულს შვილი შეეძინება.

თუ კაცი ვირთხა ბევრს იშრომებს, წარმატებული წელი ექნება. ჩანაფიქრის გასახორციელებლად მცირე ტყუილს და ხრიკს თავი უნდა აარიდოთ: ხარი არა მხოლოდ შრომისმოყვარე, არამედ პატიოსანი და პირდაპირი ნიშანია.

ხარი

გილოცავთ: ეს თქვენი წელია! სამსახურში და ზოგადად, თქვენი ნიჭის გამოსავლენად მაღალი შანსი გაქვთ. გაითვალისწინეთ: მთელი წელი მხოლოდ საკუთარი ძალის იმედად უნდა იყოთ.

ქალი ხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ დახმარებას ან გარემოების შეცვლას არ ელოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებების ლოდინში მთელი წელი გავა. ხარის წელში შეგიძლიათ ძლიერი და სტაბილური ურთიერთობის, ასევე ბევრ საკითხში წარმატების იმედი გქონდეთ. ამისთვის, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.

ჩინური ჰოროსკოპი კაც ხარს ურჩევს არა მხოლოდ შრომისმოყვარეობის, არამედ მოთმინების გამოვლენას. ბრაზი და დაუფიქრებელი ქცევა ძვირად დაგიჯდებათ, სამაგიეროდ თანმიმდევრული და გონივრული ქმედებისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით.

ვეფხვი

2021 წელს დიდი ცვლილებები გელოდებათ. არ გაგიკვირდეთ, თუ წელი მშვიდი არ იქნება: ვეფხვის ენერგია (იანი) ხარის ენერგიასთან (ინი) წინააღმდეგობაშია. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ რომ წარიმართოს, გონივრულად იმოქმედეთ და წამიერ იმპულსებს არ აჰყვეთ.

ქალ ვეფხვს კლანჭების გამოჩენა მოუწევს, განსაკუთრებით წლის დასაწყისში. შემოდგომის ბოლოს ჰარმონიული და მშვიდი პერიოდი გელოდებათ – ამ დროს პირად ცხოვრებაში ყველა საკითხი გაარკვიეთ.

კაცმა ვეფხვმა მთელი წელი წვრილმანებს ყურადღებით უნდა მიაქციოს – ამაზე მომავალია დამოკიდებული. წლის შუა პერიოდში შემოქმედებითი ენერგიის მატება სამსახურში წინსვლისთვის ან ახალი ბიზნესის დასაწყებად გამოიყენეთ.

კურდღელი

კურდღელი და ხარი ჰარმონიულ წყვილად ითვლება, ამასთან მათ ენერგია ინი აერთიანებთ. გამოდის წლის მფარველი საქმიანობაში დაგეხმარებათ და უსიამოვნებებს აგაცილებთ. ამასთან მოვლენები შეიძლება არაპროგნოზირებულად განვითარდეს: არ ინერვიულოთ და ხარს ენდეთ, ის სწორ გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ.

ქალმა კურდღელმა ინტუიციას და პარტნიორს ხშირად უნდა ენდოს. წელი კარგია ოჯახური ბუდის მოსაწყობად. დაქორწინებულ ქალს ოჯახში მატება ელოდება: ორსულობის ტესტისთვის მზად იყავით.

კაცი კურდღლისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი ამბიციის ხშირად გამოვლენა – განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც კომპეტენტურია. წლის ბოლოს ხელფასის მომატება თამამად ითხოვეთ ან ახალი საქმე წამოიწყეთ! პირად საკითხებში მაქსიმალური შეუპოვრობა გამოიჩინეთ.

დრაკონი

2021 წელი კარგ პერსპექტივებს გპირდებათ, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად მიღწევას ნუ ეცდებით. პრიორიტეტებს რაც უფრო ფრთხილად დასახავთ, მით უფრო წარმატებულ შედეგებს მიიღებთ.

ქალი დრაკონი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ის ყველგან მთავარი არ იქნება. მომდევნო 12 თვის განმავლობაში ნებისმიერი მიზნით ლიდერობისკენ არ უნდა ისწრაფოდეთ. რაღაც მომენტში გარემოების მიხედვით იმოქმედეთ და პირველი როლი სხვას დაუთმეთ.

კაც დრაკონს გამძლეობა და თვითკონტროლი დასჭირდება, რომ ხშირად თავი შეიკავოს. ეს წარმატების, ჰარმონიის და სტაბილურობის გარანტია გახდება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში.

გველი

გველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხარის წელი განსაკუთრებულ მფარველობას ჰპირდება: ეს მეგობრული ნიშანია. თუმცა ფავორიტებმაც ზედმეტად არ უნდა გარისკონ. თუ თქვენს გზაზე სირთულეები წარმოიქმნება, სავარაუდოდ, თქვენს მიერვე არის შექმნილი. ბუნებრივი ეშმაკობა და გამჭრიახობა გამოიყენეთ, რომ სიტუაცია დაარეგულიროთ და ყველაფერი გამოგივათ.

როგორც ქალმა, ასევე კაცმა თეთრი, მეტალის ხარის წელში კარიერას ყურადღებას უნდა მიაქციოს. პირადი ცხოვრება შეიძლება მეორეხარისხოვანი გახდეს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. ქალი გველი წლის დიდი ნაწილი რომანტიკულად განწყობილი იქნება, თუმცა ამის გამო სამსახური არ უნდა დაივიწყოთ, თორემ დაკარგავთ.

ცხენი

2021 წელი დიდ პერსპექტივებს გპირდებათ, თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ. წარმატება მათ მხარეს იქნება, ვინც მოქნილია და სიტუაციას სწრაფად ეგუება.

ქალ ცხენს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლია დროის დიდი ნაწილი ოჯახს დაუთმოს. წლის პირველი ნახევარი მშვიდი იქნება, მეორე ნახევარი კი უფრო დინამიური, რაც დიდი ხანია გაკლდათ.

კაცმა ცხენმა წლის პირველ ნახევარში მაქსიმალური წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს. თუ წინ გაჭრა გსურთ, ამისთვის წლის მეორე ნახევარი შეარჩიეთ. წლის ბოლოს მოულოდნელი და საკმაოდ პოზიტიური მოვლენები გელოდებათ.

ცხვარი

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ცხვარი ხარის ერთგვარი ანტაგონისტია, ამიტომ მომავალი წელი შეიძლება რთული აღმოჩნდეს. თუმცა დაბრკოლებები ხასიათს მხოლოდ გამოაწრთობს და გლობალური ცვლილებები თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს.

ცხვრის წელში დაბადებულები გლობალურ ცვლილებებს გვერდს ვერ აუვლიან. წლის პირველ თვეებში კარიერაში, ფინანსებსა და ბიზნესში მაქსიმალური შესაძლებლობები გამოჩნდება. ხარის წელში განსაკუთრებით ქალი ცხვარი ახლობლების წრეში ავტორიტეტის გაზრდა შეძლებს, ხოლო მარტოხელა ცხვარს ზამთრის პერიოდში მეორე ნახევართან შეხვედრის შანსი აქვს.

მაიმუნი

2021 წელი არც თუ ისე სტაბილურად დაიწყება, მომდევნო თვეებში ყველაფერი თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. მომავალი წელი კარგია ფინანსური საკითხების, იპოთეკური სესხის და დიდი ოპერაციების გადასაჭრელად. ასევე დრო პიროვნულ ზრდას დაუთმეთ.

მაიმუნი ყველაზე შემოქმედებითი ნიშანია და ხარი მას ნიჭის გამოვლენის საშუალებას მისცემს. ამით მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებთ. ქალ მაიმუნს შემოქმედებითი განვითარების კარგი შანსი აქვს, მთავარია პირადი ცხოვრების გარდა ყველაფერი არ დაივიწყოთ: მომავალ წელს საკმარისი რომანი გექნებათ.

კაცმა მაიმუნმა ძალისხმევა უნდა გაიღოს როგორც კარიეულ, ასევე პირად საკითხებში. მაიმუნი პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს, თუ სათანადოდ ეცდება და უკან არ დაიხევს.

მამალი

2021 წელი ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ, მაგრამ ეს კარდინალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მამალს ახასიათებს პირდაპირობა და შეუპოვრობა, ხარი ამ თვისებებს აფასებს. 2021 წელი წარმატებული რომ იყოს, წინდახედულობა არ უნდა დაივიწყოთ.

ქალი მამლისთვის დამდეგი წელი ახალი გაცნობის პერიოდი იქნება. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გატაცება. ფინანსურ მიღწევებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაქვთ.

2021 წელს კაც მამალს ბიზნესსა და კარიერაში კარგი შანსები აქვს, თუ კომპრომისებზე წავა და კონფლიქტებში არ ჩაერთვება. პირად ურთიერთობაში მაქსიმალური დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ წელს ურთიერთობის გარკვევაში დახარჯავთ.

ძაღლი

მომდევნო 12 თვის განმავლობაში კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ძაღლისთვის ეს პერიოდი უფრო მშვიდი და სტაბილური იქნება, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. წლის დასაწყისში კონტროლის ნაკლებობას იგრძნობთ, მაგრამ წლის ბოლოს ყველაფერი დალაგდება.

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ძაღლი ყველაზე ერთგული ნიშანია. ეს თვისება შრომისმოყვარეობასთან ერთად ხარის წელში გამოგადგებათ. ზაფხულში ცხოვრებისეული პრინციპების გამოცდა მოგიწევთ – მნიშვნელოვანია, წესებს არ გადაუხვიოთ. შემოდგომაზე ან წლის ბოლოს კარიერული განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას მიიღებთ. ქალები ნანატრი სურვილის ახდენას შეძლებენ.

ღორი

ჩინური ჰოროსკოპით ღორი ბოლო ადგილზეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს ბოლოშია. პირიქით. ღორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს იღბალში გაუმართლებთ. მთავარია, შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.

ქალი ღორი მთავარ პრიორიტეტზე, ოჯახზე ყურადღების გამახვილებას შეძლებს. მარტოხელა ღორს დაოჯახების შანსი აქვს. გამორიცხული არაა ხელის მოწერა ან ნანატრი ორსულობა.

2021 წელს კაც ღორს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს. ხარი ციდან ფულის ჩამოვარდნას არ გპირდებათ, მაგრამ ღირსეული ჯილდოს იმედი ნამდვილად უნდა გქონდეთ.