ყვავილები
2021 წლის კიტრის ყველაზე მოსავლიანი სახეობები
საბოსტნე სეზონი ახლოვდება და დროა ბაღში სამუშაო გეგმა ჩამოაყალიბოთ. ამ დღეებში კიტრის თესლის ყიდვას ვაპირებ, კიტრის ნაყოფიერ ჯიშებზე აქცენტს გავაკეთებ. „ბარბაროსის“ გეგმა ასეთია: მეზობელ ზინას ბოსტნეულის მოსავლით ვაჯობო, მისი ამპარტავნობის მოსმენა მომბეზრდა.
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი კიტრის სახეობა სჯობს დარგოთ 2021 წელს, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ. ყველა მეაგარაკემ ჩაინიშნოს!
კიტრის ნაყოფიერი სახეობები
ღია მიწაში
ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ჰიბრიდია „კურაჟი F1”. საშუალოდ, კვადრატულ მეტრზე შეგიძლიათ დაახლოებით 12 სმ სიგრძის 25-30 კგ ხრაშუნა, წვნიანი და არომატული კიტრი მიიღოთ.
სიტყვა ჰიბრიდმა არ შეგაშინოთ, ეს საზიანოს არ ნიშნავს. ეს უბრალოდ სელექციონერების მუშაობის შედეგია. მაგალითად, ერთი სახეობის გემოს თვისებები და ნაცროვანი სოკოს მიმართ გამძლეობა მეორე სახეობასთან შეაჯვარეს, რომელსაც სიმწარე არ აქვს.
სინამდვილეში, სუფთა ჯიშის შენახვა ძალიან რთულია. ჩვენ ხომ ვერ ავუკრძალავთ ფუტკარს, რომელმაც მეზობლის კიტრი მოინახულა, ახლა თქვენს კიტრზე დაჯდეს. მომავალ წელს შეგროვებული თესლიდან სულ სხვა სახეობას მიიღებთ.
კიტრი „ტარაკანოვი“ გემოს და მოსავლიანობის კუთხის ლიდერია. ამ სახეობის უპირატესობაა ის, რომ შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც ღია ნაკვეთზე, ასევე სათბურში ან აივანზე. დაახლოებით 18-20 სმ სიგრძის, ნაკლებად ხორკლიანს, მუქ მწვანე ნაყოფს ღია ზოლებით მიიღებთ.
კიტრი არომატული, ხრაშუნა და ძალიან გემრიელია. ამ სახეობის კიტრი არა მხოლოდ ახალ სალათს უხდება, არამედ დასამწნილებლად გამოდგება.
აი, „აპრილის F1” შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ნაადრევად დამწიფებული სახეობები უყვარს. მისი გაზრდა შეგიძლიათ არა მხოლოდ ღია ნაკვეთზე, არამედ პატარა აივნის ყუთებში.
კიტრის სახეობა „წყაროს F1” ძალიან მიყვარს, რადგან მთელი რიგი დაავადების მიმართ ამტანია. კიტრი გამოდის პატარა ხორკლებით და იშვიათი ეკლებით, ცილინდრის ფორმა აქვს. მწარე გემო არ აქვს. დასამარილებლად და დასამწნილებლად აქტიურად გამოიყენება.
აივნისთვის
აივანზე გასაზრდელად გამოგადგებათ კიტრის სახეობა „ბალაგანი F1”. პატარა, 10 სმ–მდე სიგრძის კიტრი გამოდის. ლამაზი მწვანე ფერი და უფრო ღია ფერის ზოლები აქვს. ნაყოფი კიტრის ბევრ უსიამოვნებას ადვილად უმკლავდება.
კიტრის კიდევ ერთი ჰიბრიდი აივანზე გასაზრდელად – „აივნის F1” კარგად იზრდება, არომატული და წვნიანია.
აივანსა და შინარულ ბოსტანში გასაზრდელად გამოგადგებათ კიტრის შემდეგი სახეობები და ჰიბრიდები: „კოლიბრი F1”, „მოსკოვის სათბური“, „ბირიუსა“ და „ნაზი ადგილობრივი“.
დაძმარული კიტრი
პატარა კიტრის მოყვარულებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ სახეობებზე, როგორიცაა „ბობრიკ F1”, „ჭიანჭველა F1”, „არტისტი F1” და „ეკოლი F1”. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი კიტრის სიგრძე 5 სმ–ს არ აღემატება.
პირადად, ძალიან მიყვარს „ჭიანჭველა F1”. მას ძალიან სურნელოვანი არომატი აქვს. კიტრი 43-45 დღეში ჩნდება, თითოეული მცენარიდან შეგიძლიათ 8 კგ–მდე მოსავალი აიღოთ.
რედაქციის რჩევა
გირჩევთ, აირჩიოთ კიტრის თესლი ნიშნით F1. ეს ნიშანია საუბრობს, რომ თქვენს წინაშეა ჰიბრიდი, რომელიც ორი სხვადასხვა სახეობის შეჯვარებით მიიღეს. ასეთი თესლი თითოეული სახეობიდან მხოლოდ საუკეთესო თვისებებს იღებს და უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს.
თქვენ რომელმა კიტრის სახეობებმა გაგახარათ გასულ სეზონზე?