ჰოროსკოპი
2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი
ვირთხა
ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენელს მთელი 2020 წლის განმავლობაში ოჯახის სიმყუდროვე გაათბობს. ნებისმიერ სიტუაციაში თამამად შეგიძლიათ ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ამასთან, სათანადო ზრუნვის გამოხატვა თავად მოგინდებათ, განსაკუთრებით ბავშვების თხოვნა წარმოუდგენლად გასაოცრად მოგეჩვენებათ. მაგალითად, კინოში, სპორტულ შეჯიბრებაზე ან მუსიკალური სკოლის კონცერტზე ერთად წასვლა. მარტოხელა ვირთხას მოწყენილობა არ ემუქრება. უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. ზოგიერთი ეჭვიანობის სცენებსაც მოგიწყობთ. არჩევანის გაკეთების დროს საკუთარ შეგრძნებებს ენდეთ და ხელი მოკიდეთ მას, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
გველი
ოჯახური ცხოვრებაში ცოტა სირთულე გელოდებათ. თქვენი ყოველდღიური რუტინა, სამსახურზე მუდმივი ფიქრი ახლობლების მოთხოვნილებისა და სურვილებიდან ყურადღებას ადვილად გადაგატანინებთ. ასეთი მდგომარეობა წყენას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. სჯობს ახლობლებს გააგებინოთ, რომ დაკავებული დღის გრაფიკის მიუხედავად მათთან ურთიერთობისთვის დროს იპოვით. სექტემბერში ძველი მეგობარი სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ და ამ ადამიანთან დაკარგული კავშირის აღდგენას შეძლებთ. მარტოხელა გველს მეტალის ვირთხის წელში ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შანსი აქვს.
ვეფხვი
2020 წლის დასაწყისში არსებულ საქმეებზე ანალიზის ჩატარება, შემდეგ კი ახალი მიზნებით მუშაობის დაწყება კარგი იქნება. სახლი მოაწესრიგეთ, ინტერიერი განაახლეთ ან გაარემონტეთ. წლის დასაწყისში, უკვე გაზაფხულზე შეიძლება ბობოქარი პერიოდი გქონდეთ. დიდი ხნის იდეის განხორციელების დროა, რომლის რეალიზებაში შეიძლება თანამოაზრეები დაგჭირდეთ. ვეფხვი ტრაბახის და მის მიმართ აღფრთოვანების გამოხატვის მოყვარულია. თუ მასთან ურთიერთობის დროს ამას დაივიწყებთ, წყენას და უსიამოვნებას ელოდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ხალხი თქვენგან სათანადო ქცევას ელოდება! განსაკუთრებით, ეს ოჯახის მქონე ვეფხვს ეხება. ოჯახის წევრებთან უკმაყოფილება გვერდზე გადადეთ. თავისუფალი გულის მქონე ვეფხვს მეორე ნახევრის ძებნაში 2020 წლის ბოლო თვეებში ბედი გაუღიმებს. მომენტი რომ არ გაუშვათ, წლის მფარველს ენდეთ და დასაფიქრებლად დრო არც საკუთარ თავს, არც რჩეულს არ მისცეთ.
ცხენი
საკუთარი თავისთვის დაუვიწყარი დასვენება მოიწყვეთ. ხელმძღვანელობას დამატებითი შვებულება მოსთხოვეთ. გიჟური თავგადასავლები მოიფიქრეთ. ახალი შთაბეჭდილებები ტონუსის ამაღლებაში დაგეხმარებათ და მომავალი შრომითი მიღწევებისთვის შესანიშნავი სტიმული გახდება. ზაფხულის დასაწყისი სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. სიყვარულში შეგიძლიათ ცოტა ეგოიზმი გამოიჩინოთ. შეგიძლიათ პარტნიორს სანატრელი სურვილის შესახებ მინიშნება მისცეთ. ასეთი ქცევა თქვენს კავშირს გაამყარებს. მარტოხელა ცხენი აუცილებლად უნდა გაერთოს. ცოტა ხნით სიტუაცია თავის ნებაზე მიუშვით, ახალი ნაცნობობა შესაშური რეგულარულობით მოხდება. თავს საინტერესო შეხვედრების მაგნიტად იგრძნობთ და ერთ-ერთი მათგანი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ეს დეკემბრის დასაწყისში მოხდება.
თხა
მეტალის ვირთხის წელი თხას პირად ცხოვრებაში გარკვეულ დაძაბულობას მოუტანს. ამ საკითხზე არ ინერვიულოთ. ოჯახის წარმომადგენლები პირმშოს დაბადებაზე ან შვილების რაოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. მარტოხელა თხამ გარემო ყურადღებით უნდა შეისწავლოს. სავარაუდოდ, ერთგული ძველი მეგობარი კარგი დაკვირვების შემდეგ შეიძლება საიმედო და ერთგული პარტნიორი აღმოჩნდეს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მოგინდებათ.
მაიმუნი
შესაძლოა, 2020 წელს ოჯახში მატება ელოდოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირმშო პირადად თქვენ გაგიჩნდებათ, ახლო ნათესავებიც ხომ არსებობს. მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდება, მათზე იზრუნეთ. მათთვის საჩუქრების შეძენა არ ღირს, უბრალოდ თქვენს დაძაბულ გრაფიკში მშობლების მოსანახულებლად დრო იპოვეთ. ეს ოჯახურ ურთიერთობას გაამყარებს. სასიყვარულო ურთიერთობაში ემოციების ქარიშხალი და გრძნობების ჩანჩქერი გელოდებათ. ასეთ სიტუაციაში რთულია, თავი არ დაკარგოთ. მოვლენების დაჩქარება არ ღირს, ურთიერთობაში გამოფხიზლებას დაელოდეთ. ასე სიტუაციას საღი გონებით შეხედავთ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ღორი
ოჯახური ურთიერთობის უყურადღებოდ მიტოვება შეუსაბამოა. თქვენს ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ. მათთან ბევრი დრო გაატარეთ, ერთობლივი დასვენება დაგეგმეთ. ოჯახის წევრები ამას დააფასებენ. ახლობლებს კომპლიმენტები ხშირად უთხარით, ეს მათ სტიმულს მისცემთ. მარტოხელა ღორს ვარსკვლავები ზაფხულის დასაწყისში საინტერესო ადამიანთან შეხვედრას ჰპირდება. სერიოზულად დაფიქრდით, გამორიცხული არაა, რომ ეს ის არაა, ვისაც ელოდით. შემოდგომაზე დიდი ალბათობით პერსპექტიულ ურთიერთობას დაიწყებთ.
მამალი
ვირთხის წელში ნათესავებთან ურთიერთობა მიწისქვეშა ბრძოლების მსგავსი იქნება. თქვენ კვლავ საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებით, მაგრამ ასეთი თანამოაზრეების ჯართან ბრძოლა უტოპიაა! სჯობს კატის პოზიცია დაიკავოთ „გისმენს, მაგრამ ჭამს!“ ოჯახი სიკეთეს გულწრფელად გისურვებთ და თქვენც სათანადოდ უპასუხეთ. დარწმუნდით, რომ სამსახურში ნებისმიერი სიმაღლის მიღწევისას ოჯახის წევრებთან ურთიერთობას არ შეამცირებთ. წელს გრძელვადიან ურთიერთობას არ ელოდოთ. ამასთან საპირისპირო სქესთან ნაცნობის წრე გაფართოვდება. 2020 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში შეძენილი ნაცნობები მეგობრობის ეტაპზე მალე გადავლენ. გამორიცხული არაა, რომ წინ წარმატებული ერთობლივი პროექტები გელოდებათ.
დრაკონი
დრაკონი შეიძლება ოჯახის წევრებთან უთანხმოებას და გაუგებრობას შეეჯახოს. არ იდარდოთ და არ გაბრაზდეთ, რადგან მათ კეთილი სურვილები ამოძრავებთ. მათ თვალში ზოგჯერ ძალიან გაფანტული ხართ. წლის განმავლობაში მათ უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ. მაგალითად, სამუშაო კვირაში თქვენი მეუღლე ან შეყვარებული რომანტიკულ პაემანზე დაპატიჟეთ! სიყვარულის მაძიებელ დრაკონს მეტალის ვირთხა საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება. შემოდგომის დასაწყისში შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი წარმოდგენებისგან განსხვავდება. კიდევ ერთ შეხვედრაზე დათანხმდით. შესაძლოა, ძალიან მალე თქვენი მოსაზრება შეგეცვალოთ. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის არ ამართლებს!
ძაღლი
მეუღლესთან კონსენსუსის მიღწევის სირთულე 2020 წლისთვის ჩვეულებრივი საქმეა. მოთმინება მოიკრიბეთ და სრული ურთიერთგაგების პერიოდი დიდხანს არ დააყოვნებს. ოჯახის ფუნდამენტს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. როცა მშობლები ერთმანეთის მიმართ გულწრფელად ნაზი არიან, მათი შვილებიც ურთიერთობის ასეთ სტილს ბაძავს. განა ეს არ წარმოადგენს მიზეზს, რომ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ? ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელი მთელი წელი აქტიური ძიებით იქნება დაკავებული. ამ პროცესს უამრავი სასიამოვნო ნაცნობობა, დაუვიწყარი შეხვედრები და წვეულებები მოჰყვება. არჩევანის გაკეთება არ იჩქაროთ. სჯობს ყველაფერზე ცივი გონებით დაფიქრდეთ.
კურდღელი
2020 წელს თქვენი სახლი ყველა მიმართულებით სავსე იქნება. მხიარული წვეულებები კეთილი ტრადიცია გახდება. ახლობლები მეგობრების და თანამშრომლების ქსელში რომ არ დაიკარგონ, თქვენი ზრუნვით ხშირად გაანებივრეთ. ერთ-ერთი ასეთი თბილი ზაფხულის წვეულება საბედისწერო შეხვედრას გპირდებათ. სიყვარული შემთხვევით მოვა და სამყარო კიდევ უფრო ნათელი გახდება! ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ოჯახში მატება სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
ხარი
ზოგიერთი ხარის რთული ხასიათი და ნათესავების მიმართ საყვედურების გამოხატვის სურვილი ოჯახში დისკომფორტს გამოიწვევს. თქვენი ჩვეული გეგმის სრულ ცვლილებაზე დაფიქრდით. შესაძლოა ეს ის შემთხვევაა, როცა ეგზოტიკურ ქვეყანაში ოჯახურ მოგზაურობაზე და სამსახურის პრობლემიდან გადართვაზე უნდა დაფიქრდეთ. ექსტრემალური გართობა დაგეხმარებათ, რომ ბევრ საკითხს ახლებურად შეხედოთ, მათ შორის არაიდეალურ პარტნიორს. პოზიტიური ემოციებისთვის ადგილის გათავისუფლებას ადრენალინის გამოყოფით შეძლებთ.