Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

ჩინურ კალენდარში 2020 წლის ნოემბერი უკვე ზამთრის პირველი თვეა და მას ცეცხლოვანი ღორი მფარველობს. მამაცი და შეუპოვარი ღორი მეგობრულ და სიმართლის მოყვარე ძაღლს ცვლის, რომელიც 2020 წლის ოქტომბერს მფარველობდა. რა გველოდება ნოემბერში?

ვინ არის ცეცხლოვანი ღორი?

წითელი ცეცხლოვანი ღორი უშრეტ ძალას და სასიცოცხლო ენერგიის კოლოსალურ მარაგს ფლობს. ის ჯიუტი და შეუპოვარი, თავდაჯერებული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია.

ხშირად სარისკო საქმეში ებმება. ღორს რამეს დაკარგვა და ყველაფრის სასწორზე დადება არ აშინებს, ეს მხოლოდ მოტივაციას აძლევს. მას არაფრის ეშინია. რაც ყველაზე საინტერესოა, წარმატება ხშირად მის მხარესაა.

მისი მორალური ნორმები და ღირებულებები დაჩრდილვას ვერ იტანს. მას მლიქვნელობა და ტყუილი არ უყვარს. ასეთ გულწრფელობას ავსებს ალტრუიზმი – სხვების დახმარებას ხშირად ცდილობს. თავად გულწრფელია და სხვისგანაც იმავეს ითხოვს.

რა გველოდება 2020 წლის ნოემბერში?

მთელი თვე მეტნაკლებად ყველასთვის წარმატებული იქნება, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყულაბას ღორის ფორმა ტყუილად არ აქვს. ჩინურ ჰოროსკოპში თითოეულ ნიშანს ამ სფეროში გაუმჯობესება ელოდება.

ნოემბერი შესაფერისია ბიზნესის საწარმოებლად და მასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. ადამიანები თავისუფლებას, ურთიერთობაში სიმსუბუქეს და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობენ.

როგორ მივიღოთ ცეცხლოვანი ღორის მხარდაჭერა?

  • მნიშვნელოვანია, რომ ეჭვები მოიშოროთ. ღორს ზედმეტი სიფრთხილე და ორჭოფობა არ უყვარს.
  • თქვენი აზრი დაიცავით! არაფერზე დათანხმდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს. თუ სხვებისგან განსხვავებული აზრი გაქვთ, მისი გახმოვანების არ შეგეშინდეთ.
  • მიზნები დაისახეთ და დაბრკოლებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ამასთან მიზნები თავსმოხვეული არ უნდა იყოს. მათი გარჩევა ისწავლეთ.

რა ელოდებათ ნიშნებს ჩინური ჰოროსკოპით 2020 წლის ნოემბერში?

გველი, ხარი, მაიმუნი – ამ ნიშნებს მოეჩვენებათ, რომ მათ ცხოვრებაში შავი ზოლი დადგა. მცირე პრობლემები, შფოთვა, კონფლიქტები სახლში და სამსახურში. რეცეპტი მარტივია: არ იწუწუნოთ და ყურადღება პოზიტიურ მომენტებზე გააკეთეთ. სირთულეების მიუხედავად გაიღიმეთ და უკეთესის იმედი გქონდეთ. თვის ბოლოს უსიამოვნებები აღარც გემახსოვრებათ – ბევრი რამ თავისთავად დალაგდება.

ღორი და დრაკონი – 2020 წლის ნოემბერში საკმაოდ წარმატებულნი იქნებიან, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. ბიუჯეტში ხვრელის ამოვსების და ფინანსური მდგომარების გაუმჯობესების შესაძლებლობა გამოჩნდება. გარისკვის არ შეგეშინდეთ, მონაწილეობა მიიღეთ კონკურსებში, ლატარეებსა და პროექტებში, რომლებიც დიდ მოგებას გპირდებათ. ოპტიმიზმი არ დაკარგოთ! ასე ბედი თქვენს მხარეს იქნება. ურთიერთობის სფერო (სასიყვარულო, მეგობრული და საქმიანი) გაგახარებთ და სრული ურთიერთგაგება დაისადგურებს.

თხა, ვეფხვი, კურდღელი – ნებისმიერ საქმეში წარმატებას ელოდეთ. გარემოება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თქვენი ამბიციური გეგმები არ გადადოთ. როდის გექნებათ ასეთი პერიოდი, როცა გზაზე დაბრკოლებები არ არსებობს!

ვირთხა, ძაღლი – გასული თვის ხელსაყრელი ატმოსფერო 2020 წლის ნოემბერშიც შენარჩუნდება. თავისუფალ წარმომადგენლებს საბედისწერო შეხვედრა ელოდებათ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, პარტნიორთან უთანხმოების მოგვარებას და ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანას შეძლებთ.

მამალი და ცხენი – ნოემბერში თქვენი დევიზია „სწავლა, სწავლა, სწავლა“! ამ თვეში ახალ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ, თუნდაც ყველაზე რთულს და მენტორის დახმარების გარეშე. არ იზარმაცოთ, თვითგანვითარებას მიხედეთ. მიღებული ცოდნა კარიერულ კიბეზე ასვლაში დაგეხმარებათ.