ჰოროსკოპი
2020 წლის კვირის ჰოროსკოპი 7-13 სექტემბრის ჩათვლით
ჰოროსკოპი ასტროლოგების რჩევების ნაკრებია ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის. ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, რომ შუა სექტემბერში წარმატება არ დაკარგოთ. ძალიან ბევრ ზოდიაქოს ნიშანს წარმატებული კვირა ელოდება.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ წარმატების მოსაზიდად ყველამ პოზიტიურად აზროვნება უნდა ვისწავლოთ. ოპტიმისტური აზრები – წარმატების, სიკეთის და სითბოს წყაროა, განსაკუთრებით შემოდგომის დღეებში. დრო მოვიდა მომავლისკენ გაიხედოთ და უკეთეს ტალღაზე გადახვიდეთ.
ვერძი
კვირის პირველი რამდენიმე დღე ხელსაყრელი იქნება: შეიძლება სერიოზულ წარმატებას მიაღწიოთ. ვერძი სამსახურში სწრაფად ჩართვას, პრიორიტეტების დასახვას შეძლებს. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ვარსკლავების და პლანეტების ენერგია ნაკლებად შემოქმედებითი იქნება, ამიტომ მოსალოდნელია შეხვედრები უსიამოვნო ხალხთან, რომლებიც ენერგიას წამლავენ.
აურის გაწმენდას მარტივი მეთოდებით შეძლებთ. პარასკევს ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება, შაბათ–კვირას ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებას ფერებს შემატებენ. ცხოვრება გარდაიქმნება, ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. თუ მეორე ნახევარი გყავთ, კვირის ბოლო სამი დღე მას დაუთმეთ.
კურო
ამ კვირაში ფინანსური სექტორი კუროსთვის მნიშვნელოვანი გახდება. რა თქმა უნდა, ყოველი დღე ვარდისფერი არ იქნება. პარასკევს და შაბათს სჯობს ფულის მოსაზიდი ძლიერი თილისმები გამოიყენოთ. ისინი დაგეხმარებათ სწორი შენაძენი გააკეთოთ, ბიზნესსა და სამსახურში სწორი ნაბიჯები გადადგათ, სახსრები სწორი უნარების განვითარებაში ჩადოთ და საიმედო ინფორმაცია მიიღოთ.
ფული ერთადერთი რამ არ არის, რაც მნიშვნელოვანია. ამ კვირაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში კარგი იქნება ხალხთან შეხვედრა, ფლირტი და პაემნებზე წასვლა. ოჯახური ცხოვრება უფრო ბედნიერი და ჰარმონიული გახდება. თქვენ შეგიძლიათ ერთობლივი საქმით დაკავდეთ, სამოგზაუროდ წახვიდეთ ან მშობლები მოინახულოთ.
ტყუპები
მთელი კვირა წარმატებული იქნება, თუმცა ვარსკვლავები და პლანეტები მცირე ხნით დისონანს შემოიტანენ. ამან შეიძლება თქვენი თავდაჯერულობა შეარყიოს. ოპტიმიზმის და რწმენის გასაზრდელად წარმატების და კეთილდღეობის აფირმაციები გამოიყენეთ.
ასტროლოგები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ პრობლემას ტყუპები თავად გადაწყვეტს. სხვა პრობლემების მოსაგვარებლად კი დროის, ფულის ან ყურადღების შეწირვა მოუწევს. არ ინერვიულოთ, თუ რაიმე არასწორად წავა: სიყვარულსა და ფინანსებში წარმატება თითქმის არსაიდან გაჩნდება.
კირჩხიბი
კირჩხიბი ხშირად იმ ზოდიაქოს ნიშნების კატეგორიაში ხვდება, რომელიც წყენას არ პატიობს. ამ კვირას ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახლობლებს, მეგობრებს, მეორე ნახევარს აპატიოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება ბევრი ნერვი დაკარგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია წყენა წარსულში დატოვოთ და წინ იმოძრაოთ. ასეთ რიტმში კირჩხიბი სიმსუბუქეს და თავისუფლებას იგრძნობს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. სჯობს ეს საქმე ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან დასვენების დღეებში გადაიტანოთ. ამ დღეებში მაქსიმალური ენერგია გექნებათ. კვირის ბოლოს შეგიძლიათ სახლის საქმეებით დაკავდეთ, თავით დალაგებაში გადაეშვათ, სახლისთვის რაიმე იყიდოთ.
ლომი
ამ კვირაში ლომებმა სიყვარულის სფეროს, ასევე მეგობრებს და ოჯახს ყურადღება უნდა მიაქციოს. წარმატების ქვების გამოყენება კარგი იქნება. ოჯახურ საქმეებში ასტროლოგები უფრო მეტი ერთგულების და გულახდილობის გამოჩენას გირჩევთ. ახლობლებს, ბავშვებს, მეორე ნახევარს უფრო მეტი დრო დაუთმეთ. კვირის ბოლოს სტუმრების მოწვევა სასარგებლო იქნება.
ზოგადად, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მარტოობა და მელანქოლია არ ისურვოთ. ლომს ხალხი შთაგონებას მისცემს, წინსვლასა და ყოველი წამით დატკბობაში დაეხმარება. 7-13 სექტემბერს გაუმართლებთ შემოქმედებითი პროფესიების მქონე ლომებს და მათ, ვინც სამსახურში კლიენტებთან ბევრ დროს ატარებს.
ქალწული
ამ შვიდი დღის განმავლობაში ინტუიციას უნდა მოუსმინოთ. ექსპერტები მინიმუმ 5 სიტუაციას გამოყოფენ, როცა შინაგანი ხმა სასარგებლო იქნება. ამ დროს ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, შეიძლება სინამდვილისგან განსხვავებული ჩანდეს. ადამიანის ქმედებები შეიძლება მათ ნამდვილ სურვილებს და ზრახვებს არ ასახავდეს.
კვირის პირველი ორი დღე მნიშვნელოვან ქაღალდებზე ხელმოწერისას და შესყიდვების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შემდეგ ვარსკვლავების ენერგია უფრო პოზიტიური გახდება, ამიტომ ქალწული სამსახურსა და სახლში პრობლემების მოგვარებას უფრო სწრაფად შეძლებს. საერთოდ, მთელი კვირა ხელსაყრელი იქნება. ყველაფერში ფარული აზრის ძიება არ ღირს.
სასწორი
სასწორისთვის ძალიან დინამიური და კარგი კვირა იქნება. ენერგეტიკულ შემცირებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ზედმეტად რომ არ დაიღალოთ, ასტროლოგები სამუშაო საათების კარგად დაგეგმვას და რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. სჯობს თანმიმდევრული და ფრთხილი იყოთ. მხოლოდ ის, ვისაც ლოდინი შეუძლია, ვარსკვლავების მფარველობას მიიღებს.
სასიყვარულო სფეროში უფრო შეუპოვარი უნდა იყოთ, განსაკუთრებით ნაცნობობის დროს. ყველა, ვინც უკვე ურთიერთობაშია, სჯობს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს. საყვარელ ადამიანთან ნაკლები იკამათეთ, წვრილმანებზე არ გააკრიტიკოთ. ეს ძალიან ნაყოფიერი დრო იქნება ერთობლივი საქმეების გასაკეთებლად და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.
მორიელი
ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს ფულთან მიმართებაში არ უმართლებს. ამ სიას დროებით მორიელი შეემატება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დაუფიქრებელი შენაძენისგან თავი შეიკავოთ და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე სიფრთხილე გამოიჩინოთ. სამსახურში მოვალეობებზე დაფიქრდით და თქვენი შესასრულებელი საქმე სხვებს არ დააკისროთ.
თუ ფულად საკითხებსა და სამსახურში სირთულეები არსებობს, სასიყვარულო სფერო აყვავდება. მორიელს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზი, ყურადღება საპირისპირო სქესის მიმართ. ამ ხალხის ხიბლი და ქარიზმა დროებით გაუმჯობესდება. ყველა, ვინც უკვე ურთიერთობაშია, სასურველია, რომანტიკაში გადაეშვათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ცხოვრებაში ნეგატიური ფიქრების, შიშების და ეჭვების მოშორების კვირა დაიწყება. სასარგებლოა, სახლის დალაგება, სამუშაო სივრცის მოწესრიგება, ამასთან უკვე კვირის დასაწყისში. ასევე ასტროლოგები საინფორმაციო სივრცის გაწმენდას გირჩევენ – სოციალურ ქსელებში ყველა სპამი, უსიამოვნო დიალოგი წაშალეთ.
პოზიტიური ენერგია მთელი კვირა გაგრძელდება. ამ კვირაში ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იქნება, როგორც მინიმუმ, ენერგეტიკული კუთხით. კარგი განწყობის მისაღებად სპორტით დაკავდით, ჯანმრთელობას და რაციონს ყურადღება მიაქციეთ. ასევე სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება.
თხის რქა
ფული და სამსახური თხის რქის საყვარელი ადგილია. ამ ხალხმა წარმატების და სიმდიდრის ძლიერი რიტუალები უნდა გამოიყენოს. ორშაბათის პირველივე წუთიდან სამუშაოში უნდა ჩაერთოთ. ახლა ეჭვების და შიშების დრო არ არის: აუცილებლად წინ უნდა იმოძრაოთ, პრობლემები მოაგვაროთ. სიყვარული მეორე მხარეს გადავა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია ურთიერთობას გულგრილად მოეკიდოთ. თუ მეორე ნახევრისთვის დრო არ გაქვთ, გრძნობები მცირე საჩუქრებით გამოავლინეთ და სასიამოვნო სიტყვები არ დაიშუროთ. ყველა, ვინც მარტოხელაა, სჯობს სიყვარულის ძიება დროებით შეწყვიტოთ და ენერგია თვითსრულყოფილებისკენ მიმართოთ.
მერწყული
კვირის დასაწყისში ვარსკვლავები და პლანეტები ძლიერ დისონანსში შევლენ, რომელშიც სამშაბათამდე დარჩებიან. ამ დროს სჯობს ბედნიერების რიტუალები გამოიყენოთ, რომ სული გადაარჩინოთ. 9 სექტემბრიდან ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება, რომელიც შეგიძლიათ დაუთმოთ სიყვარულს, სახლის საქმეებს, რომანტიკულ დასვენებას. საქმეში რაციონალური მიდგომა და თანმიმდევრულობა დაგჭირდებათ.
ადამიანებთან ურთიერთობა გაცილებით გაგიმარტივდებათ. მარტოხელა მერწყული სიყვარულში ბედნიერების პოვნას, დაოჯახებული მერწყული სამეგობრო წრის გაფართოებას შეძლებს. კვირის ბოლოს ასტროლოგები გირჩევენ, დრო მეგობრებთან გაატაროთ, გაერთოთ, სტუმრად წახვიდეთ და სახლში სტუმრები მიიღოთ.
თევზები
საკმაოდ დინამიური დროა თევზებისთვის, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ არ გარისკოთ. წარმატების რიტუალების ყოველდღე შესრულება სიტუაციის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ძალა მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას დაუთმოთ. მძიმე წუთებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რადგან ნერვიულობა პროდუქტიულობას საფრთხეს შეუქმნის.
დასვენების დღეებში სიმშვიდე შეიძლება დაპირისპირებამ და გაუგებრობამ დაარღვიოს. თუ ახლობელთან საერთო ენას ვერ იპოვით, სჯობს საკუთარი აზრი ბოლომდე არ დაიცვათ და კონფლიქტი შეწყვიტოთ. სჯობს დიპლომატიური და მოქნილი დარჩეთ. შაბათ–კვირას კარგია სიარული, შოპინგი და სპორტი.