Connect with us

ჰოროსკოპი

2019 წლის აგვისტოს ჰოროსკოპი ყველა ნიშნისთვის

ივლისი რთული თვე იყო: 2 დაბნელება, რეტროგრადული პლანეტები… აგვისტო გაცილებით უფრო მარტივი იქნება.

მერკური სწორ მოძრაობებს იწყებს თვის დასაყისში, რაც ახალ მოქმედებებს მისცემს იმპულსა. ყველაფერი, რასაც ელოდით, ბოლოს და ბოლოს, ადგილიდან დაიძვრება.

ლომი – ამ თვის ნიშანია და ეს ყოველთვის ძალა და ენერგიაა ახალი წამოწყებებისთვის.

აი, რა მოამზადა ბედმა თითოეული თქვენგანისთვის აგვისტოში:

ვერძი

1 აგვისტოს ახალი მთვარე განაპირობებს ახალი რომანის, ახალი შემოქმედებითი პროექტის დაწყებას. აქვე მდებარეიბს მზე და სატურნი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლადუნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სფეროს. ეცადეთ, სიამოვნება მიიღოთ ყველაფრისგან, რასაც აკეთებთ.

10 აგვისტოს, მარსი კუროში გადავა – ეს სიგნალია, რომ ცოტათი უნდა შენელდეთ და ყურადღება საკუთარ თავს დაუთმოთ. გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება, წამოაყენეთ პრიორიტეტები. მართალია, დეტალებისთვის ყურადღების დათმობა თქვენი საქმე არაა, ეს თქვენთვის ახალი გამოწვევა იქნება.

კურო

მარსი თქვენს ნიშანში იქნება შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში. იგი უფრო თავდაჯერებულსა და ცოტათი ეგოისტურსაც გაგხდით.

1 აგვისტოს ახალი მთვარე, თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორში, ესაა რაღაც ახალის დასაწყისი: ახალი ურთიერთობების, შესაძლებელი გადასახკების ან ახალი ოჯახის წევრის გაჩენისა.

თვის პირველ ნახევარში, ვენერა ქალწულის ნიშანში იქნება, შემდეგ კი სასწორში გადავა და ეს თქვენს კარიერულ ცხოვრებას გაამარტივებს.

ტყუპები

აქცენტი ისევ ურთიერთობებზე რჩება, რამდენადაც მერკური, თქვენი მმართველი, ლომის ნიშანში რჩევა, თუმცა პირდაპირ მოძრაობას 2 აგვისტოს დაუბრუნდება.

1 აგვისტოს ახალი მთვარე თქვენს სახლში იქნება მოგზაურობებისა და სიხარულის მომტანი, რამდენადაც თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტი გაიშრება. რეტროგრადული პლუტონი თქვენს ურთიერთობას არევს. თუმცა, თვის ბოლოს ეს პლანეტა ბრუნდება სწორ მოძრაობაში და ყველაფერი დალაგდება.

კირჩხიბი

1 აგვისტოს ახალი მთვარე ფულისა და ფინანსების სექტორში ხდება – თქვენ ფულის გამომუშავების ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ. თქვენ ზოდიაქოს ძალიან ემოციური ნიშანი ხართ, თუმცა, ამ სფეროში, სატურნთან ერთად, თქვენ მეტად დისციპლინირებული ხდებით. დიახ, მუშაობა შეიძლება გაგიჭირდეთ, თუმცა, დამიჯერეთ, მისთვის ყველაფერს მიიღებთ, რაც გერგებათ.

თვის შუა ნაწილში, ვენერა სასწორის ნიშანში შედის, იქ, სადაც უკვე იუპიტერი იმყოფება. ამიტომ, თქვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სახლსა და ოჯახს. ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის.

ლომი

ეს თქვენი თვეა. სავსე მთვარე ლომის ნიშანში – ესაა ახალი დასაწყისი და შესაძლებლობები. მზე, მერკური და სატურნი თქვენს ნიშანშია – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია, ამიტომ მოქმედების დროა.

თვის პირველ ნახევარში, ვენერა ქალწულის ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იმაზე მეტი ფულის ხარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ, ვიდრე გაქვთ. გირჩევთ, კარგად გამოთვალოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. პლანეტის სასწორში გადასვლისთანავე ყველაფერი დარეგულირდება.

ბევრ ლომს ამ თვეში აქვს დაბადებისდღე, ესე იგი, ადგენს ოცნებების რუკას, ჩაიფიქრებთ სურვილებს – ეს თქვენი პერსონალური ახალი წელია.

ქალწული

ვენერა თქვენს ნიშანში 17 რიცხვამდე იქნება, ხოლო მზე მასში 23-ში გადავა. ეს სიგნალია იმის შესახებ, რომ მზად ხართ კომფორტის ზონიდან გასასვლელად. ვენერა გვაჯილდოვებს მეგობრულობითა და კომპრომისის უნარით. თუმცა, ლომში ახალი მთვარე თქვენს შიშებსა და დარდს გამოამჟღავნებს.

მერკური ჯერ ლომის ნიშანშია და თქვენ მზად არ ხართ, გეგმები გარშემომყოფებს გაუზიაროთ. თუმცა, გამოიყენეთ ეს დრო რაღაც ახალის დასაწყებად. განსაკუთრებით, 10 რიცხვის შემდეგ, როცა მარსი კუროს ნიშანში გადავა და საჭირო ძალასა და ენერგიას მოგცემთ.

სასწორი

1 აგვისტოს ახალი მთვარე თქვენს 11-ე, კავშირებისა და სოციალური ქსელების სახლში იქნება. შესაძლოა, ახალი მეგობრები გაიჩინოთ, გააკეთოთ ბლოგი და გახდეთ სოციალურად უფრო აქტიური.

ვენერა, თქვენი მმართველი, ახლა ქალწულის ნიშანშია, რაც თქვენ უფრო მგრძნობიარეს გხდით. 17-ის შემდეგ, ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მარსი საჭირო ენერგიას გაძლევთ საკუთარი ინტერესებისთვის საბრძოლველად. განახორციელებთ ოცნებები, ამისთვის რესურსები გექნებათ.

მორიელი

ახალი მთვარე თქვენი კარიერისა და სამსახურის სახლში იქნება, ეს კი შესანიშნავი დროა ახლის წამოსაწყებად. ამ სახლშია სატურნიც, რომელიც, მართალია, თქვენს სამსახურებრივ აქტივობას ართულებს, ესაა სამართლიანობის პლანეტა და თქვენ დაჯილდოვდებით საკუთარი შრომისათვის.

მარსი თქვენი ურთიერთობების სახლში 6 თვის განმავლობაში ივლის. ეს თვალსაჩინოებას მოგიტანთ, თუმცა, ფრთხილად იყავით – მარსი მებრძოლი პლანეტაა, ნუ წამოეგებით პროვოკაციაზე და დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით.

სანამ პლუტონი რეტროგრადულია 30 აგვისტომდე – ტრანსფორმაციის დროა. მალე გაიგეთ, რომ რაღაც ნიჭი გაქვთ და მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ მისი განვითარებისთვის.

მშვილდოსანი

ახალი მთვარე თქვენს მოგზაურობისა და გეგმების სექტორში იქნება. ეს – ჭეშმარიტად თქვენი ცხოვრების სფეროა. აქვეა სატურნიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა თქვენს მოგზაურობას სერიოზული მნიშვნელობა აქვს.

თხისრქა

ახალი მთვარი ლომში ფინანსებისა და ფულის სახლში იქნება. სატურნი, რომელიც, ასევე, ამ მონაკვეთშია, იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ცხოვრების ფინანსური სფერო რამდენადმე გართულებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში.

თუმცა, ახალი მთვარე – ეს ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია, რაც შეიძლება იყოს ახალი სამსახური, ხელფასი ან პროექტი.

მარსი შემდეგი 6 თვის განმავლობაში კუროსთან იქნება, რაც თვითდისციპლინას მოგანიჭებთ და ასტიმულირებს თქვენს შემოქმედებით შესაძლებლობებს.

მერწყული

ახალი მთვარე თქვენი ურთიერთობების სექტორში მოხდება. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი პარტნიორი ან ახალი ნათესავი ან თქვენი ურთიერთობების ახალი ეტაპი. სატურნის წყალობით, თქვენი ურთიერთობები გამყარდება. აქვეა მზეც. 15 რიცხვის სავსე მთვარე – შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ფუნდამენტის ჩასაყრელად.

შემდეგი 6 თვის განმავლობაში, მარსი კუროს ნიშანში იქნება, თქვენი ოჯახისა და სახლის სექტორში, სადაც კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება გაჩნდეს.

თევზები

ახალი მთვარე თქვენი ჯანმრთელობის სახლში იქნება. ყურადღება მიაქციეთ თქვენი დღის წესრიგს. სატურნთან ერთად, ესაა მძიმე სექტორი, თუმცა, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში არ დააყოვნებს. ამ საკითხს ახალი კუთხით შეხედავთ. იუპიტერი თქვენს მეშვიდე სახლშია, ესე იგი, ყურადღება თქვენს ურთიერთობებზე უნდა გაამახვილოთ.

მარსი დააჩქარებს თქვენი ცხოვრების ტემპს, კუროს ნიშანში ყოფნისას. თქვენ უგულებელყოფთ თქვენს იდეებს, თუმცა ესაა კარიერული წინსვლის დროც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.