Connect with us

მოდა და სტილი

2019 წლის მოდური საშემოდგომო პალტოს ვარიანტები

მოდური და ლამაზი პალტო თითოეული ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. 2019 წლის შემოდგომისთვის დიზაინერებმა იყოჩაღეს და ნამდვილად მოდური ვარიანტები შეარჩიეს, რომელიც ნებისმიერ ქალს დაამშვენებს.

დღეს გაიგებთ, თუ როგორი პალტო უნდა შეარჩიოთ საშემოდგომოდ. ბევრი ახალი ფასონი საკმაოდ პრაქტიკული და კომფორტულია.

ქალის მოდური პალტო – 2019

1. პალტო იატაკამდე

რა თქმა უნდა, ასეთი პალტოს ტარება ყოველთვის პრაქტიკული არაა, სამაგიეროდ ნამდვილად ქალური და ლამაზია. 2019 წლის შემოდგომისთვის დიზაინერებმა ფსონი გრძელ პალტოზე დადეს.

მტაცებლური პრინტი სანაგვეზე, არანაირი ბეწვი. არანაირი კაპიშონი და ელვა, მხოლოდ საყელო. გამოცდილი სტილისტები გირჩევენ გვერდზე გადადოთ ყველაფერი, რაც მუხლის სიგრძეზე უფრო მოკლეა, ასევე პალტოები ღილების ორი რიგით.

2. კეიპი

კეიპი კვლავ შემოდგომის სეზონის მოდური პალტოა. გრძელი ვარიანტი შეარჩიეთ. სხვა დეტალები თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

3. უჯრედებიანი პალტო

რა თქმა უნდა, უჯრედებიანი პალტო სეზონის უდავო ჰიტია. ეს ტრენდული პრინტი ყურადღებას იპყრობს და პალტოს ნამდვილად მოდურს და კაშკაშას ხდის. ნებისმიერი უჯრედებიანი პალტო მომგებიანი ვარიანტი იქნება, მაგრამ უპირატესობა მიანიჭეთ „ბატის თათის“ და უელსის პრინცის პრინტს.

4. ტყავის პალტო

ზოგიერთი მოდური ტენდენცია თამამად შეგვიძლია კლასიკას მივაკუთვნოთ: ისინი მოდიდან არასდროს გადადიან. ტყავის პალტო ამ სიას მიეკუთვნება.

აირჩიეთ ლაკონური ნიმუში ინგლისური საყელოთი ან ტრენჩი პეჩვორკის სტილში, ელეგანტური ნიმუში საქამრით. რაც შეეხება ფერს, კლასიკური შავი, ასევე თეთრი ან კრემისფერი ვარიანტი შეარჩიეთ. თუ ბრბოდან გამორჩევა გსურთ, უპირატესობა წითელი ტყავის პალტოს მიანიჭეთ.

5. პალტო მსუქნებისთვის

დიზაინერებმა ლამაზ მსუქან ქალებს გვერდი არ აუარეს და მათთვის უამრავი მოდური ვარიანტი შეარჩიეს. ოვერსაიზი და სწორი ვარიანტი ყველაზე უფრო კარგი არჩევანი იქნება. ისინი ფორმებს ვიზუალურად უფრო იდეალურს ხდიან.

ასეთი ვარიანტები სხვადასხვა სტილის უმეტეს ნაწილზე კარგად მიდის. აღსანიშნავია, რომ აქ ბევრი რამ ფეხსაცმელსა და სხვა აქსესუარებზეა დამოკიდებული.

ზაფხულის დასრულების და ცივი სეზონის დაწყებისას აუცილებლად მსუბუქი და ჰაეროვანი ტანსაცმელი უფრო თბილი, მაგრამ ეფექტური ტანსაცმლით უნდა ჩაანაცვლოთ.

თბილ პალტოსთან ერთად არა ერთ შემოდგომის საღამოს გაატარებთ, ამიტომ ყველაზე მოდური ვარიანტები შეარჩიეთ. პალტოს შერჩევის დროს სეზონის ტრენდები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

Advertisement
1 Comment

1 Comment

  1. კახა

    November 6, 2021 at 9:28 am

    სალამი, როგორ დაგიკავშირდეთ ან როგორ მოვიდეთ? მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.