Connect with us

თავის მოვლა

20 ხერხი რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ

ნებისმიერი ქალი ოცნებობს რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, ისე რომ ამაზე დიდი დროის ხარჯვა არ დაჭირდეს. ეს საინტერესო და მარტივი ეშმაკობები გარეგნობს კიდევ უფრო დახვეწასა და ყოველდღიურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავხდეთ ლამაზი და მოვლილი

1. აკეთეთ სახის ვარჯიშები

დიახ, არ მოგესმათ. სახის კუნთებსაც ჭირდება ვარჯიში, შედეგად სახე ტონუსში მოდის და ნაოჭების გაჩენა რამდენიმე წლით უკან გადაიწევს. თუ ამ ვარჯიშების შესრულებას ჩვევად გადააქცევთ, ნამდვილად არ ინანებთ.
პირველი სავარჯიშო: შუა თითები ლოყებთან მოათავსეთ და მაღლა აზიდეთ, მოახდინეთ ღიმილის ფორმირება. მეორე სავარჯიშო: საჩვენებელი თითებით წარბები აწიეთ, გვერდზე გადაწიეთ და საწყის პოზიციაში დააბრუნეთ. დღეში ამ სავარჯიშოებზე დათმობილი წუთი – შესანიშნავი გარეგნობით უზრუნველგყოფთ.

2. ატარეთ გვერდზე გადავარცნილი თმა


გვერდით აგდავარცხნილი თმა – მაგიური ხერხია რომელსაც თქვენი ვარცხნილობის გაუმჯობესება და უფრო მოცულობის მქონედ წაროჩენა შეუძლია.

3. კრემი წრიული მოძრაობით დაიტანეთ
თუ სახეზე კრემს წრიული მოძრაობით დაიტანთ – ცენტრიდან – პერიფერიისკენ, თქვენ ლიმფოდრენაჟულ მასაჟსაც გაიკეთებთ და არასასურველი შეშეუპებისგანაც გათავისუფლდებით.

4. შეიძინეთ ორი ფლაკონი ტუში
ჩვენი რედაქცია ტუშის ორი სხვადასხვა ტონალობის ფლაკონის შეძენას გირჩევთ: შავი ფერის – ზედა წამწამებისთვის და ყავისფერი ქვედა წამწამებისთვის. ამგვარად, თქვენს მზერას უფრო გახსნილსა და ბუნებრივს გახდით.

5. ჯერ თმა დაიყენეთ და მაკიაჟი შემდეგ გაიკეთეთ
თმა გასწორების პროცესში, სახის კანს ეხება დ ამაკიაჟს გაშორებთ. ასე რომ, აჯობებს ჯერ თმა დაივარცხნოთ და შემდეგ მაკიაჟი გაიკეთოთ.

6. დაივიწყეთ დასაკრობი წამწამები
უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს წამწამებისთვის მოცულობის მისაცემად, დასაკრობი წამწამების გამოყენების მოდა კი უკვე წარსულს ჩაბარდა.

7. შეიძინეთ სახის ჯაგრისი
ეს უბრალო ნივთი დაგეხმარებათ საუკეთესოდ გაიწმინდოთ სახის კანი და ის უფრო მოვლილად წარმოაჩინოთ.

8. ტუჩსაცხის ტონი თითზე დატესტეთ და არა მაჯაზე


ტუჩსაცხის შერჩევისას ქალბატონების უმეტესობა მის ფერს ხელის მტევანზე წასმით ამოწმებს, რაც მცდარი ხერხია, რადგან ამ ადგილზე წასმისას ტუჩსაცხი უფრო მოყვითალო ან ღია ფერის გამოჩნდება, რაც იდეალური ფერის შერჩევაში ხელს შეგიშლით. ამჯობებს ცოტა ტუჩსაცხი თითის ბალიშზე დაიტანოთ და არ ინანებთ.

9. შეიძინეთ მშრალი შამპუნი
ეს საუკეთესო ხერხია დასაბანი თმის პრობლემის სწრაფად მოსახსნელად.

10. შეიღებეთ წამწამის ბოლოები
თუ წამწამების ძირებს შავი ლაინერით შეიღებავთ, ისინი უფრო სქელი და მოცულობითი გამოჩნდება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ტუში აღარ გამოიყენოთ.

11. წამწამები ზემოთ აივარცხნეთ
ამგვარად მზერას უფრო გახსნილად გამოაჩენთ და წარბებიც უფრო ნატურალური გამოჩნდება.

12. სწორად შერჩეული მანიკურის ფერი


შეარჩიეთ ნაზი და უბრალო ფერის მანიკური, რომელიც თქვენი გარდერობის რომელიმე ნივთის ფერს ეხამება, ეს თქვენს ვიზუალს უფრო მოვლილად და დახვეწილად გამოაჩენს. თუ მანიკურის ასეთი ვარიანტი მოსაწყენად გეჩვენებათ, შეგიძლიათ მას ზემოდან პასტელის ტონების ლაქი ან ცოტაოდენი ბრჭყვიალები დაუმატოთ.

13. უპირატესობა ბუნებრივ სილამაზეს მიანიჭეთ
ნატურალურობა ყოველთვის მოდაშია! მსუბუქი მაკიაჟი დაბუნებრივი ვარცხნილობა ნამდვილს სასწაულებს ახდენს.

14. სუნამო მხრებზე დაისხით
ასეთი ეშმაკური მეთოდი არომატს უკეთ გახსნაში ეხმარება, პარფიუმის სუნი კი პარტნიორისთვის მოსაბეზრებელი არ გახდება.

15. იპოვეთ თქვენთვის იდეალური წითელი!
არასწორად შერჩეულ წითელ ფერს თქვენი ლუქის გაფუჭება შეუძლია. თუ თქვენთვის იდეალური წითელი ფერის პოვნა შეძელით, ხელიდან არ გაუშვათ!

16. შეიძინეთ ფხვიერი პუდრა
ეს მაკიაჟის დასაფიქსირებლად საუკეთესო ვარიანტია, ის სახიდან არასასურველ მბზინვარებასაც მოგაშორებთ.

17. შეიძინეთ დოზატორიანი კოსმეტიკა


ეცადეთ სახის კრემი, ტონალური ან ნებისმიერი სახის კოსმეტიკა დოზატორით შეიძინოთ. ასეთი ჰერმეტული შეფუთვა ნებისმიერ საშუალებაში მავნებელი ბაქტერიების გაჩენისგან დაგიცავთ, შესაბამისად კოსმეტიკაც უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

18. დაივიწყეთ ღია ფერის კონსილერი
ასეთი კონსილერი ხარვეზების დაფარვაში ვერ დაგეხმარებათ, პირიქით მათ მიმართ ყურადღებას უფრო მიაპყრობს. იდეალური კონსილერის ფერი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს თქვენი ტონალური კრემის ფერის.

19. კულულები სწორად დაიხვიეთ


თუ სწორი თმა გაქვთ და ხუჭუჭა თმაზე ოცნებობთ, გახსოვდეთ, რომ კულულების დახვევა სახის მიმართულებით უნდა მოხდეს. ეს სახის ნაკვთებს უფრო გახსნის და ვარცხნილობაც ძალიან მოდურად გამოჩნდება.

20. საყინულე კამერაში ყინული გააჩერეთ
დილით სახის მასაჟის ყინულის კუბებით გაკეთება თქვენს კანს უფრო ახალგაზრდულად და განახლებულად წარმოაჩენს. მაკიაჟიც უფრო თანაბრად განაწილდება და დიდხანს გაჩერდება სახეზე.

იმედი გვაქვს ეს რჩევები თქვენს ყოველდღიურობას უფრო გაამარტივებს და ჯანმრთელი და ლამაზი გარეგნობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.