Connect with us

საკითხავი

20 ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ, რომელიც გაცილებით მეტს მოგითხრობთ, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო წიგნი

ადამიანი ევოლუციის მწვერვალად ითვლება და არა იმიტომ, რომ მას სწავლა, მუშაობა, ქალაქის აშენება და საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლია. ჭიანჭველებს სრულყოფილი მეგაპოლისების აშენება შეუძლიათ, გაწვრთნილი ძაღლების სწავლის მიმართ მიდრეკილება დამტკიცებულია, მაგრამ რა განასხვავებს ადამიანს სხვებისგან? როგორც მინიმუმ, ადამიანი ერთადერთი სახეობაა, რომელსაც გაწითლება შეუძლია.

ჩვენ გვგონია, რომ საკუთარი ორგანიზმის შესახებ ყველაფერი იდეალურად ვიცით და მის ყველა ნიშანზე რეაგირებას ვახდენთ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჩვენში უფრო მეტი საიდუმლოა დამალული, ვიდრე წარმოგვიდგენია. გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო ფაქტს ადამიანის სხეულის შესახებ.

1. ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ ერთი ნესტოდან სუნთქავს, ხოლო „მუშა“ ნესტოს ცვლა ზუსტად ყოველ ოთხ საათში იცვლება.

2. ნერვებში ინფორმაცია 400 კმ/სთ სიჩქარით გადაეცემა. კარგია, რომ სხეულში პოლიციელი რადარით არ არსებობს.

3. აი, როგორი გახდა მოცურავის ფეხები 55 საათიანი ცურვის შემდეგ. სხვათა შორის, წყალში კანი დანაოჭებას უკვე 5 წუთის შემდეგ იწყებს.

4. ყოველთვე ადამიანის კანი განახლებას განიცდის. ხოლო სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 40 კგ კანს იშორებს!

5. აი, რამდენად ელასტიურია ადამიანის კანი.

6. ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი სახეობაა, რომელსაც გაწითლება შეუძლია. ხშირ შემთხვევაში ეს შოკზე ფიზიოლოგიური რეაქციაა.

7. ჩვენი რქოვანა ჟანგბადს ჰაერიდან იღებს და არა სისხლძარღვების სისტემიდან.

8. ჩვენი ჭიპი მიკრობების სასახლეა. აქ საშუალოდ, 60-70 სახეობის ბაქტერია ბინადრობს.

9. აი, როგორ გამოიყურება კანი ელვის დარტყმის შემდეგ. ასეთი დარტყმის შემდეგა 10-დან 9 ადამიანი ცოცხალი რჩება. ტატუს შესანიშნავი ალტერნატივა, არა?

10. ძველმა ბერძნებმა კუნთების შეკუმშვა კანში მორბენალ თაგვებს შეადარეს.

11. სრულყოფილი რეკურსია ადამიანის სხეულში. მიკროსკოპის ქვეშ ენა ათასობით პატარა ენას მოგაგონებთ.

12. ადამიანის სხეულის კუნთების 25% სახესა და კისერზეა განლაგებულია, რის წყალობით მიმიკა ასეთი განვითარებული გვაქვს.

13. კბილის ტკივილის დროს ხშირად თავი რატომ გვტკივა? უბრალოდ ამ სურათს შეხედეთ და ყველაფერს თავად მიხვდებით.

14. ადრე ითვლებოდა, რომ ადამიანის ცხვირს 10 ათასი სუნის გარჩევა შეუძლია. უკვე ახლა ცნობილია, რომ ჩვენ ტრილიონი სხვადასხვა არომატს ერთმანეთისგან განვასხვავებთ.

15. არავის შეუძლია მხოლოდ ბეწვის დახმარებით საკუთარ თავს გაცინება აიძულოს.

16. ადამიანს ჭამის გარეშე უფრო დიდხანს გაძლება შეუძლია, ვიდრე ძილის.

17. ადამიანის ტვინში გამომუშავებული ელექტროენერგია ელექტრონათურის ჩასართველად საკმარისი იქნებოდა.

18. ჩვენი თმა 2-დან 5 წლამდე ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებით მდგრადი თმა 7 წლამდე აღწევს.

19. ერთ დღეში პირის ღრუში 1 ლიტრი ნერწყვის წარმოება ხდება.

20. ზოგჯერ, ძილის დროს ტვინი უფრო აქტიურია, ვიდრე სიფხიზლეში.

განსაკუთრებული შესაძლებლობები მხოლოდ ადამიანს არ აქვს. მაგალითად, ჭიანჭველებს არასდროს სძინავთ, ზვიგენი ავად არასდროს ხდება, ხოლო ჰომარი, მორიელი და ზოგიერთ ცხოველს ცისფერი ფერის სისხლი აქვს, ასე რომ ვერც ერთ ცოცხალ ორგანიზმს მოსაწყენს ვერ უწოდებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.