Connect with us

ფოტო

20 უჩვეულო გზა ძველი ჯინსებისთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად

თუ ჯინსები დაიხა ან უბრალოდ აღარ გეტევათ, ნუ იჩქარებთ მას გადაყრას. დენიმი – ძალიან მყარი ქსოვილია, რომელსაც უამრავი გამოყენება აქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ძველი ჯინსებისგან.

20 იდეა ძველი ჯინსების “რეინკარნაციისთვის”:

1. ჯინსის ვეშაპი

ძალიან ცოტას თუ მოუვა აზრად, ჯინსებისგან რბილი სათამაშოს მომზადება. არადა, ასეთი საყვარელი ვეშაპი ყველა ქსოვილისგან ნამდვილად არ გამოვა.

2. ღვინის ჩანთა

ჯინსის ჩანთა – იდეალური ვარიანტია ღვინის სასაჩუქრედ შესაფუთავად.

3. კალათი ჯინსის ნაკერებით

ძველი ჯინსების ნაკერებით ასეთი კალათის დამზადება შეიძლება.

4. ბალიშები

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაკეთობა ჯინსის ბალიშია. ასეთი ბალიში ძალიან მოდურია, განსაუთრებით, თუ ტყავის ავეჯი გაქვთ.

5. წინსაფარი 

ეს ფუნქციური და ლამაზი ნივთია, რომლის გამოყენებაც სამზარეულოში შეგიძლიათ.

6. ჩანთა

ეს ჩანთა იდეალურია ტანსაცმლისა და მსგავსი ნივთების სატარებლად მოკლე მოგზაურობის დროს.

7. სუფრის გაფორმება

ჯინსის გაფორმება სუფრის ხელსაწყოებისთვის ძალიან ლამაზია სადღესასწაულო სუფრაზე.

8. ჯინსის ქოთნები

ამ ქოთნების მომზადება ძალიან მარტივია. მათ ხელები არ აქვს, ამიტომ თაროებზე ნებისმიერი წვრილმანის შესანახავად გამოდგება.

9. ორნამენტი

ჯინსისგან ასეთი ორნამენტის მომზადებაც შეგიძლიათ.

10. ნაძვის ხის სათამაშოები

რა თქმა უნდა, ჯინსებისგან ნებისმიერი ფორმის გამოჭრა შეიძლება.

11. ჩანთა ბუტერბროდებისთვის

როგორც უკვე მიხვდით, ჯისნებისგან საყვარელი ჩანთების დამზადებაც შეიძლება.

12. სადღესასწაულო წინდა

ტრადიციული საშობაო წინდა საჩუქრებისთვის – საინტერესო აღარაა. დაამზადეთ საკუთარი წინდა ჯინსისგან.

13. ბისერებიანი ბეჭედი

ერთი წყვილი ჯინსისგან ასობით ასეთი ბეჭედი გამოგივათ. გააფორმეთ გემოვნებით.

14. ბავშვის წინსაფარი

ასეთი მოდური ჯინსის წინსაფარი პატარა ბავშვის მშობლებისთვის შესანიშნავი ხელნაკეთი საჩუქარი იქნება.

15. სანიშნე-გული

ჯინსის სანიშნე ნებისმიერ წიგნის მოყვარულს მოეწონება. განსხვავებით ჩვეულებრივი სანიშნეებისა, ეს გული არ ა გვერდებს შორის, არამედ წიგნის კუთხეს მაგრდება.

16. ხელსაკიდი

დენიმი – იდეალური მასალაა ხელსაკიდებისთვის. იგი საკმაოდ მჭიდრო და გამძლეა იმისთვის, რომ სითბო არ გაატაროს.

17. ფლოსტები

ჯინსის ფლოსტები – მოდური და კომფორტული ნივთია სახლისთვის.

18. დაწნული ხალიჩა

ასეთ ხალიჩას 5 წყვილი ჯინსი სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს. ხალიჩის მოქსოვა დენიმისგან უფრო რთულია, ვიდრე სხვა ქსოვილით.

19. ორგანაიზერი

ჯინსის ორგანაიზერი  ტანსაცმლის საკიდზე იკიდება, ამიტომ მას ნებისმიერ ადგილას მოათავსებთ. თუნდაც ოთახის კარზე.

20. ფოტოჩანთა

ჯინსის უნივერსალური ჩანთა ფოტოაპარატისთვის დაიცავს ძვირადღირებულ ტექნიკას მტვრისა და ნაკაწრებისგან. მისი ტარება ყველგან შეგიძლიათ.