თავის მოვლა
20 პროდუქტი, რომელიც თმის ცვენას შეაჩერებს
თმის ცვენას შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს, მათ შორის მშობიარობა, სტრესი, გენები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და სავარცხლის ხშირი გამოყენება. თუმცა, კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია. დასაწყისითვის გარკვეული ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტების მოხმარებას უნდა მოუხშიროთ.
აი, ის 20 პროდუქტი რომლებიც თმისცვენას შეგიჩერებთ:
1. პალტუსი
პალტუსი (კამბალასებრთა სახეობის თევზები), კამბალა ან ქორჭილა – მდიდარია მაგნიუმით, ეს მინერალი აუცილებელია თმის მბზინვარების შენარჩუნებისთვის! ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი, კალცის კონცენტრირების ზრდას იწვევს, რაც ამაღლებს ინსულინის დონეს. ინსულინის მეტობა კი თმის ცვენას იწვევს.
2. ბერძნული იოგურტი
არსებობს ორი მიკროელემენტი, რომელიც თმის ზრდასთან არის კავშირში: იოდი და სელენი. ორივე მინერალი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის, ხოლო ამ ორიდან თუნდაც ერთ-ერთის დეფიციტი თმის ცვენამდე მიგვიყვანს. თუ გინდათ, რომ თქვენი რაციონი ორივე მინერალს საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს, დაიწყეთ საუზმეზე იოგურტის მიღება. ერთი ჭიქა ბერძნული იოგურტი (ცხიმის ნაკლები შემცველობით) შეიცავს იოდის ნორმის ნახევარსა და სელენის ნორმის 34%-ს.
3. ჩინური კომბოსტო
დერმატოლოგები რომლებიც თმის ცვენას მკურნალობენ, ამოწმებენ სისხლში რკინის შემცველობას და საზღვრავენ თუ როგორ მოიხმარს თვქენი ორგანიზმი მიღებულ რკინას. თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გაქვთ, მიირთვით ჩინური კომბოსტო.
4. ფისტა
მამაკაცის გამელოტებას ისეთი პროდუქტების მეშვეობით შევაფერხოთ, რომლებიც ტოკოტრიენოლს, ჯუჯა პალმის ნაყოფის – სერეონას ექსტრაქტსა და ბეტა-სიტოსტერინის შეიცავენ. ბეტა-სიტოსტერინის კარგი წყაროა ფისტა, ის შეიცავს ზეთს რომელიც თმაში ელასტინის რაოდენობას ზრდის. ელასტინი თმას ელასტიურს ხდის და აჩერებს თმის მტვრევადობას.
5. ისპანახი
ორგანიზმში მინერალების უკმარისობა თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით ქალებში. ისპანახი მდიდარია რკინით და შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თმის ბუნებრივი კონდიციონერის ეფექტს ახდენს. ეს საკვები ასევე შეიცავს: ომეგა სამის მჟავებს, მაგნიუმს, კალიუმს, კალცსა და რკინას. ეს ყველაფერი თმას მბზინვარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
6. მზესუმზირის მარცვლები
მზესუმზირის მარცვლები მდიდარია ვიტამინი B5-ით (პანტოთენური მჟავა), რომელიც ხელს უწყობს თავის კანისთვის სისხლის მიწოდებას და თმის ზრდას. კლინიკური და ექსპერიმენტული დერმატოლოგიის კვლევის მიხედვით, პანტოთენური მჟავის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია თმის ცვენასთან. 1 მუჭა მარცვლები გვაძლევენ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინის დოზის 20%-ს.
7. ორაგული
ადამიანის ორგანიზმს ბევრი საოცრების ჩადენა შეუძლია, მაგალითად, მზის სინათლის D ვიტამინად გარდაქმნა ძვლების გამაგრებისთვის. თუმცა ორგანიზმს ომეგა სამის გამომუშავება არ შეუძლია. ომეგა სამი არამარტო გვეხმარება ფორმაში დარჩენასა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში, არამედ ასტიმულირებს თმის ზრდას და მას უფრო მბზინვარესა და ძლიერს ხდის.
8. ქერი
ვიტამინი E -ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმისა და კანის უჯრედების დაცვის უნარი გააჩნია. ის ასევე აღადგენს თავის კანის დაზიანებებს, რომლებიც მზისგან არის გამოწვეული. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ ვინც ნაკლებად მოიხმარს ამ ვიტამინს, მუდმივად აწუხებთ თმის ცვენა. ექპერტები გვირჩევენ მეტი ქერი გამოვიყენოთ რადგან ის მდიდარია E ვიტამინით, მისი მოხმარების შემდეგ კი შედეგიც შესამჩნევი იქნება.
9. მჭლე ხორცი
შეგიმჩნევიათ, რომ თუ თუ საკმარის ცილას არ იღებთ – თქვენი კუნთი აღარ იზრდება? სწორედ იგივე შეიძლება მოხდეს თმასთან დაკავშირებითაც! იმისთვის, რომ საკმარისი ხორცის ცილა მიიღოთ – აირჩიეთ უცხიმო კერძები, მაგალითად ქათამი, თევზი ან ღორის ხორცის მჭლე ნაჭრები რადგან მათში ნაკლებია გაჯერებული ცხიმები.
10. შავი ქლიავი
თუ თმის დათხელება, სიმშრალე, გაუფერულება ან ცვენა გტანჯავთ, მიზეზი შეიძლება რკინის ნაკლებობა იყოს. ცნობილია, რომ შავი ქლიავი რკინის წყაროა და მკვეთრად აუმჯობესებს თმების ხარისხს. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბევრი მწვანე ხილის და ჭარხლის რაციონში დამატება.
11. ხამანწკები
თუთია ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი მინერალია. მისმა ნაკლებობამ წამწამების ცვენაც კი შეიძლება გამოიწვიოს! ბიოლოგიური მიკროელემენტების კვლევის მიხედვით, თუთიის დანამატი თმის ცვენას – საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომით (PCOS) დაავადებულ ქალებშიც კი ამცირებს! როგორ?! თუთია იმ უჯრედებს ეხმარება რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს. ხამანწკების გარდა, თუთიის მდიდარი შემცველობა აქვს: საქონლის ხორცს, კიბორჩხალასა და ასთაკვებს (ომარები).
12. ოსპი
ოსპი მდიდარია ცილით, თუთიით, ბიოტინით და ფოლიუმის მჟავით. ფოლიუმის მჟავა კანს ჟანგბადით უზრუნველყოფს და ძალიან მნიშვნელოვანია ერითროციტების აღდგენისთვის. კვირაში მინიმუმ ორჯერ, საკვებში ოსპის მოხმარება თმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
13. კვერცხი
კვერცხი მდიდარია B ვიტამინით, რომელსაც ბიოტინსაც უწოდებენ., ის ხელს უწყობს თმის ზრდას და ამცირებს ფრჩხილის მტვრევადობას. იმ ქალების 36%-ს რომლებსაც თმის ცვენა აწუხებდა, ამ ვიტამინის დეფიციტი აღმოაჩნდა. ამ ვიტამინს ნუში, ავოკადო და ორაგულიც შეიცავენ.
14. წითელი წიწაკა
ვიტამინი C კურნავს თმის მტვრევადობას. 2012 წლის კვლევაში (რომელიც კლინიკური და ესთეტიური დერმატოლოგიის ჟურნალში გამქვეყნდა) C ვიტამინის შემცველი დანამატი გამოსცადეს. ამ დანამატს არაჯანსაღი თმის მქონე ქალბატონები სვამდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დანამატი ხელს უწყობს თმის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ C ვიტამინის საუკეთესო წყაროდ ფორთოხალი მიგვაჩნია – საშუალო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა, თქვენთვის ყოველდღიურად საჭირო C ვიტამინის 158%-ს შეიცავს.
15. ქათმის ხორცი
Annals of Dermatology -ს კვლევამ გვაჩვენა, რომ პოლიგაუჯერებელი ცხიმის მჟავები, ომეგა 6 – ცნობილი როგორც არაქიდონური მჟავა (АА) ახდენს თმის ზრდის სტიმულირებას და მას უფრო სქელსა და ჯანმრთელს ხდის. ქათამი აშშ-ში АА-ს მიღების ძირითადი წყაროა. შემწვარი ქათმის 1 პორცია – 154 მილიგრამ არაქიდონურ მჟავას შეიცავს.
16. საქონლის ფარში
როგორც უკვე ვახსენეთ, რკინის ნაკლებობა თმის ცვენას იწვევს, განსაკუთრებით ქალებში! რკინის მდიდარი შემცველობა აქვთ ისპანახს (და სხვა მუქი მწვანე ფურცლების მქონე ხილს), სოიოს მარცვლებს, ოსპსა და მაკარონს. თუმცა ორგანიზმი სამჯერ მეტ რკინას ცხოველური წყაროებიდან ითვისებს, ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია კვირაში რამდენჯერმე ფარშირებული საქონლის ხორცის მიღება.
17. შვრია
შვრია მდიდარია ბეტა-გლუკანებით, ხსნადი ბოჭკოების ტიპით. სიმელოტე და თმის ცვენა ხშირად ინსულინის მიმართ რესისტენტულობის ბრალია. ცელულოზას მაღალი შემცველობის გამო შვრია ორგანზმის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას აუმჯობესებს.
18. სტაფილო
სტაფილო მდიდარია ბეტა-კაროტინით რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გადაიქცევა. ის მხედველობის შენარჩუნებაში გვეხმარება და აძლიერებს იმუნიტეტს, ამასთანავე, სასარგებლოა თმისა და კანისთვისაც. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბიოტინს, რმელიც თმის ზრდას უწყობს ხელს. ბეტა-კაროტინის შემცველი სხვა პროდუქტებია: ტკბილი კარტოფილი, ისპანახი და კომბოსტო.
19. ავოკადო
ავოკადო მდიდარია მონო-უჯერი ცხიმებით, რომლებსიც თმას სირბილესა და მბზინვარებას უნარჩუნებს. B12 და E ვიტამინის მეშვეობით, ის აუმჯობესებს ბოჭკოების ხრისხს. ავოკადოს ასევე კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაც შეუძლია, თუ მას თმასა და თავის კანზე წავისვამთ.
20. მწვანე ბარდა
მწვანე ბარდა ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ რაოდენობას შეიცავს. მასში შედის რკინა, თუთია და B ჯგუფის ვიტამინები, რაც აუცილებელია თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.