Connect with us

საკითხავი

2 მარტივი ხრიკი, რა გავაკეთოთ, თუ უნიტაზის ავზიდან მუდმივად წყალი წვეთავს

ბევრი ადამიანი დაუყონებლივ ხელოსანს იძახებს, როგორც კი, უნიტაზის ავზიდან წყლის წვეთას ხედავს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს. სხვა შემთხვევისთვის Alltime.ge-ს რედაქცია მარტივ ხრიკებს გიზიარებთ. ასე სანტექნიკას გადაარჩენთ და ფულსაც დაზოგავთ.

თავიდან პრობლემის აღმოჩენა რთულია, რადგან ავზიდან წყალი ჩუმად და შეუმჩნევლად წვეთავს. ხმას მიაყურადეთ და წყლის გადასახადებს გადახედეთ. დამახასიათებელი წყლის რაკრაკი მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ჩნდება. პრობლემა აუცილებლად მოაგვარეთ, რომ შემდეგ რემონტსა და კომუნალურ ხარჯებზე მეტის გადახდა არ მოგიწიოთ. ნერვიულობა არ ღირს, მარტივი ხრიკებით სიტუაციას გამოასწორებთ.

ხრიკი 1

ინსტრუმენტები არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ჩვარი, რომლითაც ავზის შიდა ნაწილები უნდა გაწმინდოთ. პირველ რიგში, წყალი გადაკეტეთ, რომ ავზში წყალი არ დაგროვდეს. ავზში დაგროვებული წყალი ჩარეცხეთ. ცარიელ ავზს სახურავი ახადეთ. წყლის ჩამშვები ღილაკი ამოიღეთ. ღილაკს ხელი მოკიდეთ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალეთ და ამოიღეთ. ასე შეძლებთ ქვედა ნაწილებს მიწვდეთ.

პირველი ხრიკი რეზინის შემამჭიდროებლის გაწმენდას გულისხმობს. ონკანის წყლის ცუდი ხარისხის გამო თეთრი ნადები გროვდება, რის გამოც შეიძლება ავზიდან წყალი წვეთავდეს. ყველა რეზინის ელემენტი მოხსენით და გარეცხეთ, შემდეგ გაამშრალეთ. სხვა დეტალებიც, რომლებიც არ იხსნება გაწმინდეთ. ახლა ნაწილები თავის ადგილას დააბრუნეთ და სანტექნიკა შეამოწმეთ.

ხრიკი 2

მარტივი მეთოდი გამოგადგებათ, თუ ავზში საჭიროზე მეტი წყლის დაგროვება წვეთას იწვევს. წყალი გადაკეტეთ და ავზი დააცარიელეთ. ტივტივაზე სახაზავის მსგავსი ნიშნები მოძებნეთ და ერთი დონით დაწიეთ.

თუ პრობლემა ვერ მოაგვარეთ, შესაძლოა რეზინის ელემენტებს გამოცვლა სჭირდება. მოხსენით და ბაზრობაზე წაიღეთ, რომ ზუსტად იდენტური ნაწილი შეიძინოთ, რომელიც თქვენს უნიტაზის ავზს შეეფერება.

თუ ფიქრობთ, რომ ამ ხრიკებით ვერაფერს გახდებით და სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, არ გარისკოთ და კვალიფიცირებული ხელოსანი გამოიძახეთ. პრობლემა დროულად მოაგვარეთ, რომ შემდეგ გარემონტებაზე ფული არ დახარჯოთ და ნერვებიც არ გაიფუჭოთ.