მოდა და სტილი
2 ხრიკი, როგორ დაიხვიოთ თმა დასახვევი უთოს და ბიგუდების გარეშე
თუ სახლში თმის დასახვევი და დასასწორებელი უთოები არ გაქვთ, მაგრამ ლამაზი კულულების მიღება გსურთ, ყველაზე ჩვეულებრივი ხელმისაწვდომი საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბიგუდებიც არ დაგჭირდებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაიხვიოთ თმა დასახვევი უთოს და ბიგუდების გარეშე სახლის პირობებში.
ასეთი მარტივი და ამავდროულად საინტერესო მეთოდის ერთხელ გამოყენების შემდეგ სალონში წასვლას და იქ გიჟური თანხის დატოვებას აღარ ისურვებთ. თქვენ ხომ შეგიძლიათ გაიკეთოთ დიდებული კასკადი აკურატული ხვეული თმიდან.
თმის დახვევის 2 მეთოდი დასახვევი უთოს და ბიგუდების გარეშე
წინდებით
მოკლე თმაზე ლამაზი ხვეულები რომ მიიღოთ, ჩვეულებრივი წინდები გამოიყენეთ. ჯერ თმა შუაზე გაიყავით. აიღეთ თმის სქელი ნაწილი, რომლის დახვევას აპირებთ. ორ ნაწილად გაყავით. მათ შორის წინდა მოათავსეთ. მასზე თმის დახვევა დაიწყეთ. თმის ერთი ნაწილი ერთ მხარეს შემოახვიეთ, მეორე ნაწილი – მეორე მხარეს.
ბოლოს პატარა რეზინით შეკარით. ამ ტექნიკით თმა მთლიანად დაიხვიეთ. თავზე ეს კონსტრუქცია რამდენიმე საათით გაიჩერეთ ან ასე დაწექით. როგორც კი ხვეულებს გაშლით, დიდებული კულულებით გაოცებული დარჩებით. ცოტა ხანში კულულები უფრო ბუნებრივ და რბილ იერს მიიღებს.
ხალათის ქამრით
გრძელ თმაზე წინდის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ბევრი დაგჭირდებათ. თუ გრძელი თმა, სახლის ხალათის რბილი ქამარი გამოიყენეთ. თმა შუაზე გაიყავით. ქამარი თხემზე დაიდეთ და ჯერ თმის ერთი ნახევრის დახვევა დაიწყეთ. ქამრის კუდი რეზინით შეკარით თმის მეორე ნაწილთან ერთად, რომელსაც შემდეგ დაახვევთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ. ახლა თმის ზედა ნაწილი გამოაცალკევეთ და ქამარს შემოახვიეთ, მიმართულება თქვენგან. მეორე ბრუნი გააკეთეთ, თმის მეორე ნაწილი დაუმატეთ და ერთად დაახვიეთ. შემდეგ მესამე ნაწილი დაუმატეთ.
მოქმედება გაიმეორეთ, სანამ მთელ თმას ქამრის გარშემო არ დაახვევთ. ბოლოს მიღებული ნაწნავი მჭიდროდ შეკარით და თმის მეორე ნაწილზე გადადით. ასე დაიძინეთ. დილით თმა ფრთხილად გაშალეთ. კულულები დაშალეთ. მეტი მოცულობისთვის თმა ქვემოთ დახარეთ. თმა კარგად შეანჟღრიეთ, შემდეგ უკან გადაწიეთ. მზადაა!
ასეთი მდიდრული თმა მთელი დღე გაგიძლებთ, თუ მსუბუქ ფიქსატორს გამოიყენებთ. გირჩევთ, ხელმისაწვდომი საშუალებებით თმის დახვევა სცადოთ და შედეგში თავად დარწმუნდეთ.