Connect with us

ყვავილები

2 სასუქი ნივრის გამოსაკვებად, რომ არ გახმეს და გაყვითლდეს, თავები დიდი გაიზარდოს

Alltime.ge –ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ნიორი, რომ მისი ფოჩები არ გახმეს და გაყვითლდეს, ხოლო თავები დიდი გაიზარდოს.

ნიორი ორ ეტაპად იზრდება, ჯერ მიწისზედა მწვანე მასა ძალას იკრებს, შემდეგ მიწისქვეშა ნაწილი ვითარდება. ამ დროს დროულად გამოკვება სჭირდება, რომ შემოდგომაზე კარგი მოსავალი აიღოთ და ნივრის თავები მსხვილი გაიზარდოს.

ნივრის გამოკვება: 2 სასუქი

ნაადრევ გაზაფხულზე ნერგი იკვებება ნივრის კბილით, რომელიც მიწაში ჩარგეთ. მოგვიანებით, სასარგებლო ნივთიერებები მცირდება. ამ პერიოდში ფესვები ისე განვითარებული არაა, რომ ნივთიერებები მიწიდან აიღოს. დარგვიდან რამდენიმე კვირაში ახალი მცენარეები რომ არ გაყვითლდეს და გახმეს, სასუქი მიაწოდეთ.

ნიორს აზოტით და გოგირდით გამოკვება სჭირდება. გოგირდი აზოტის უკეთ ათვისებაში ეხმარება. მაგნიუმიც გამოიყენეთ, რადგან ფესვებს აძლიერებს.

1–ელი სასუქი: 10 ლ წყალს თითო სუფრის კოვზი ამონიუმის ნიტრატი და მაგნიუმის სულფატი დაუმატეთ. აურიეთ და ნიორი ფესვებთან მორწყეთ.

გამოკვება წვნიანი მწვანე მასის გაზრდაში დაეხმარება, ღეროც გასქელდება. მომავალში კი მსხვილ თავებს მოგცემთ.

მეორე ეტაპზე ნიორი ზედა ნაწილის ზრდას აფერხებს და თავების განვითარებას იწყებს. ამის გააქტიურებაში გამოკვება დაგეხმარებათ. მეათე ფოთლის გამოჩენა სასუქის მიწოდების დროს მიგანიშნებთ.

მე–2 სასუქი: ამ შემთხვევაში აზოტი გამორიცხეთ. კალიუმი და ფოსფორი აუცილებელია. ამ ელემენტებით ხის ნაცარი მდიდარია. 1 ჭიქა ნაცარი 10 ლ წყალში გახსენით და ნიორი მორწყეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი სასუქის მიწოდებამდე მიწა სველი უნდა იყოს. ასე მცენარე სასარგებლო ნივთიერებებს უკეთ აითვისებს. წინასწარ მორწყეთ ან წვიმის შემდეგ გამოკვებეთ.

კვლებს შორის შეგიძლიათ ღარები გააკეთოთ და მასში სასუქი ჩაასხათ. ასე მცენარის ფესვები საკვებს სწრაფად მიიღებს.

ნიორზე სათანადოდ იზრუნეთ და მდიდარი მოსავლით და მსხვილი ნაყოფით მადლობას გადაგიხდით.

Advertisement