საკითხავი
2 მეთოდი, როგორ გააშროთ ტანსაცმელი სწრაფად გათბობის რადიატორის გამოყენების გარეშე
ცივ სეზონზე, როცა აივანზე თეთრეულის გაფენა ვარიანტი არაა, ბევრი ადამიანი ტანსაცმელს გათბობის ბატარეაზე აშრობს. ასე ცდილობს, რომ საყვარელი ჯინსი, პერანგი ან სვიტერი სწრაფად გააშროს და ჩაიცვას. არ ფიქრობენ, რომ ამ მარტივმა და თითქოს უსაფრთხო მეთოდმა რაიმე ნეგატიური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არ შეიძლება ტანსაცმლის გაშრობა გათბობის ბატარეაზე, თუნდაც სპეციალური საშრობი არ გქონდეთ, და როგორ დააჩქაროთ თეთრეულის გაშრობა სხვა მეთოდების გამოყენებით.
რატომ არ უნდა გააშროთ ტანსაცმელი გათბობის ბატარეაზე
ტანსაცმლის სწრაფად გასაშრობად ცხელი ბატარეა ერთხელ მაინც ყველას გამოუყენებია. ამ მეთოდის მუდმივად გამოყენება არ შეიძლება, რადგან გათბობის ბატარეებზე ტანსაცმლის მუდმივი გაშრობის პირობებში ოთახში ტენიანობა იზრდება. ამას ნესტის უსიამოვნო სუნი და სახიფათო ობის გაჩენა მოყვება.
თუ დამატებით ბატარეაზე ნივთებს ორ ფენად აწყობთ, უსიამოვნო პრობლემებთან შეჯახება უფრო მალე მოგიწევთ. ადგილის დასაზოგად და ტანსაცმლის სწრაფად გასაშრობად ბატარეაზე ტანსაცმელს ორ ან სამ ფენად ვაწყობთ. სინამდვილეში, ასე შრობის პროცესი ხანგრძლივდება და ნესტის სუნი უფრო სწრაფად ჩნდება. ეს უსიამოვნო სუნი ტანსაცმელსაც უჩნდება და მთელ ბინაშიც ვრცელდება. ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი მოაშოროთ, ხელახლა გარეცხვა მოგიწევთ.
როგორ დავაჩქაროთ შრობის პროცესი: 2 მეთოდი
სპეციალური საშრობის უქონლობა მიზეზი არაა, რომ გათბობის ბატარეა ტანსაცმლის საშრობად გამოიყენოთ. მით უფრო, არსებობს ეფექტური მეთოდები, რომელთაც არ ახლავს უსიამოვნო შედეგები.
- უთო. საუთოო დაფაზე სველი ტანსაცმელი გაშალეთ. ზემოდან სპეციალური ბამბის ქსოვილი დააფარეთ და დააუთოვეთ. ბამბის ქსოვილი სითხის ნაწილს შთანთქავს, უთოც გაშრობას დააჩქარებს. ახლა ტანსაცმელი საკიდზე ჩამოკიდეთ. 10 წუთის შემდეგ იგივე მოქმედება გაიმეორეთ.
- პირსახოცი. დიდი მშრალი პირსახოცი გაშალეთ, სველი ტანსაცმელი დააფინეთ და დაახვიეთ. კარგად გაწურეთ. შემდეგ ნივთი საკიდზე ჩამოკიდეთ. პირსახოცი ზედმეტ წყალს შთანთქავს და ნივთის გაშრობას დააჩქარებს.
ტანსაცმლის საშრობად თბილი ბატარეის გამოყენება დაივიწყეთ. სინესტე და ობი, რომელიც მას მოყვება, დროის დაზოგვად არ ღირს. უთო და პირსახოცი უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული მეთოდებია.