ჯანმრთელობა
2 დღეში ერთხელ ვასრულებ ვარჯიშებს „პეპელა“ და „საჯდომი ნერვის მოთოკვა“. ზურგი ძლიერი და ახალგაზრდული მაქვს
ჯანმრთელი ზურგი პირველია, რაზეც უნდა იზრუნოთ. ხერხემალი ჩვენი მთავარი მხარდაჭერია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ზურგის, მით უმეტეს წელის არეში ტკივილის დროს რთული ხდება ბანალური გადაადგილებაც, რომ არაფერი ვთქვათ ჩაჯდომასა და ადგომაზე.
გთავაზობთ წელის ტკივილის დროს ვარჯიშებს, რომლებიც მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ და ჯანსაღი ზურგის გაძლიერებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
სასარგებლო ვარჯიშები
1. ვარჯიში „პეპელა“
სავარჯიშო ხალიჩაზე დაჯექით. ფეხები გვერდზე გასწიეთ და მუხლებში მოხარეთ, ტერფები შეაერთეთ და საზარდულისკენ რაც შეიძლება ახლოს მიწიეთ. ზურგი გამართეთ და მუხლები იატაკს დაადეთ. თავი ქვემოთ ოდნავ დახარეთ და მუხლები იატაკიდან ასწიეთ, მათი შეერთება სცადეთ, ამასთან ტერფები ერთმანეთს არ დააშოროთ. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით გაჩერდით და მუხლები იატაკისკენ დაწიეთ. პროცედურა 2 წუთის განმავლობაში გაიმეორეთ.
ეს ვარჯიში მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობას აუმჯობესებს, ამ არეში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ტკივილს აფერხებს და პრემენსტრუალურ სინდრომს აქრობს, ამიტომ ქალებისთვის ეს ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა.
2. “ბავშვის პოზა“
მუხლებზე დადექით და სხეული ქვემოთ მაქსიმალურად ფრთხილად დაწიეთ, ხელები თქვენს წინ ბოლომდე გაჭიმეთ. ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით.
მარტივი შესრულების მიუხედავად, ვარჯიში ორგანიზმზე დიდ სარგებელს ახდენს. ის არა მხოლოდ წელის, არამედ კისრის ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ამ პოზის მიღებით სტრესს და დაღლილობას გაუმკლავდებით, ზურგზე, გულმკერდსა და მხრებზე ზეწოლა შემცირდება.
3. “მჯდომარე ბრუნი“
მჯდომარე პოზა მიიღეთ, ფეხები გამართეთ. ფეხები მუხლებში მოხარეთ და მარჯვენა ფეხი მარცხენას გადაადეთ, მარცხენა ბარძაყს გარე მხრიდან მიადეთ. მარცხენა ტერფი მარცხენა დუნდულისკენ მიწიეთ. ამის შემდეგ მარცხენა ხელი იდაყვში მოხარეთ და მარჯვენა მუხლს დაადეთ, საკუთარი თავი ბრუნვის პოზაში დააფიქსირეთ. ამ მდგომარეობაში 30 წამით გაჩერდით და ვარჯიში უკვე მეორე მხარეს გაიმეორეთ.
ბრუნვა კუნთებს ააქტიურებს და შინაგანი ორგანოების მუშაობს აუმჯობესებს. ბრუნვა დაძაბულობას აქრობს და ზურგის ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებთ.
თუ დილით ადრე ადგომის სურვილი არ გაქვთ, ან ძილის წინ ვარჯიშის შესრულება დაგავიწყდათ, შეგიძლიათ განმტვირთველი ვარჯიშები პირდაპირ ლოგინში შეასრულოთ – ცუდ შედეგს არ მიიღებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.