Connect with us

ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ჰოროსკოპი

ვერძი

მოსალოდნელია მცირედი უსიამოვნებები, თუმცა უარესობისკენ მომხდარი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მზად იქნებით ახალი საქმეებისთ დაკავდეთ და ძველი ვალების გადახდასაც შეძლებთ. დღე სასიკეთოა ახალი ნაცნობობისთვის, გატაცებებისა და სიყვარულისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კურო

უსიამოვნო სიტუაციებთან შეჯახება არ მოგიწევთ. სასიკეთო პერიოდია დასვენებისთვის, თვალთახედვის არის გაფართოებსთვის, განსაკუთრებით თუ ამის გაკეთებას ახლობელ ადამიანთან ერთად აპირებთ. არ ღირს კრედიტების აღება ან ფულის გასესხება.

ტყუპები

თამამად დაგეგმეთ სერიოზული საქმეები, მათ იოლად გაუმკლავდებით. ახლა თქვენთვის აუცილებელია რომანტიული შეხვედრები და გართობა. თუ განწობა კარგი გექნებათ, შეძლებთ რომ საყვარელ ადამიანს ბევრი ლამაზი წუთი აჩუქოთ.

კირჩხიბი

ეს კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისთვის, ხანგრძლივი გეგმების განხილვისა და მოლაპარაკებებისთვის. ენთუზიაზმით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს. ფიზიკური დატვირთვა ზედმეტი არ იქნება. შესაძლებელია საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა. პირად ურთიერთობებში ინიციატივა თქვენს ხელში აიღეთ. თუ მსხვილი საყიდლების გაკეთებას გეგმავთ, ეს ახლა გააკეთეთ.

ლომი

ბევრი ძალების ხარჯვა მოგიწევთ. თუ არარეალიზებული იდეები გაქვთ, დროა მათ ხორცშესხმას შეუდგეთ. სასიკეთო დღეა აქტიური ურთიერთობებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. ოჯახში, მეზობლებთან ან ნაცნობებთან მწვავე დისკუსიებია მოსალოდნელი. ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს.

ქალწული

სასიკეთო დღეა ახალი საქმეების წამოწყებისა და ახალი ცოდნის მისაღებად. თუ ვინმეს თქვენი დახმარება დაჭირდება ჯერ გაარკვიეთ რა სურთ თქვენგან და კარგად აწონ-დაწონეთ შეგწევთ თუ არა ამის გაკეთების ძალა, რათა შემდგომ რთულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ. ახლა სასიკეთო დროა შეხვედრებისთვის, მგზავრობისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

სასწორი

დღევანდელ გრაფიკში თავისუფალი ადგილი არ გექნებათ. თუ ვინმეს თქვენი გეგმების ჩაშლა მოუნდება და თქვენთან შეხვედრას მოინდომებს, ეცადეთ თავი აარიდოთ შეხვედრას. კარგი იქნება თუ საქმეებს კიდევ ერთხელ გადახედავთ, იმუშავებთ შეცდომებზე და გაცხრილავთ ზედმეტობებს.

მორიელი

ცდუნებების დღეა. მოვლენები იმაზეა დამოკიდებული თუ რა გზით მიდიხართ და სად მიგიყვანთ ბედისწერა. ძალიან დიდია ახლობლებთან ურთიერთობების გამწვავების შანსი.

მშვილდოსანი

თქვენ ახალ წინადადებას შემოგთავაზებენ, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას: კარგად შეაფასეთ პერსპექტივები ეცადეთ თქვენს თავზე დიქტატორის როლი არ მოირგოთ, თქვენი აზრები სხვებს არ მოახვიოთ – თუნდაც ამის გაკეთება ძალიან მოგინდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ნათესავებს.

თხის რქა

იდეალური დღეა ქორწინებისთვის. შესანიშნავი პერიოდია მავნე ჩევებისგან გასათავისუფლებლად, ასევე შეგიძლიათ რამე ახალი სცადოთ. ურთიერთობებში დაახლოებისა და რომანტიკის უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაა შესაძლებელი.

მერწყული

საქმიან საკითხებში ნუ დაწვრილმანდებით, მკვეთრად განსაზღვრეთ პრიორიტეტები. იმისთვის, რომ სახლში სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ, კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. შეიძლება ფინანსური პრობლემები გამოგიჩნდეთ, ამიტომ აჯობებს ფული მხოლოდ მნიშვნელოვან და საჭირო ნივთებზე დახარჯოთ.

თევზები

სამსახურში მოვლენების ფორსირება გელით. მონდომებით უნდა გააგრძელოთ დაწყებული საქმეები და მოაწესრიგოთ ისინი. ახალ ინფორმაციას ფრთხილად მოეპყარით, განსაკუთრებით თუ ის გადაუმოწმებელი წყაროებიდან შემოგივიდათ. ეცადეთ დიდ ფინანსურ ხარჯებს მოერიდოთ.