Connect with us

საკითხავი

18 ოქროს რჩევა ციმბირელი ბალახების მცოდნისგან

ბალახების ცოდნა კაცობრიობას ყოველთვის უსიამოვნებისგან იცავდა.

ლიდია ნესტოროვნა სურინა პრაღაში მცხოვრები ბიოლოგიური მეცნიერების კანდიდატი, ფიტოთერაპევტი, 3 ევროპული კონგრესის და ფიტოთერაპევტების 2 მსოფლიო კონგრესის მონაწილე და 40 წლიანი გამოცდილების მქონე ბალახების მცოდნეა. ლიდია სურინამ ადგილობრივი მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოუშვა.

საკვები მედიკამენტი უნდა იყოს, ხოლო მედიკამენტი საკვები უნდა იყოს.

„ჩვენ ავად იმის გამო ვხვდებით, რომ ახლა ბევრ უცხო პროდუქტს მივირთმევთ. 65% უცხო ხორცი – ეს ძალიან ბევრია. ჩვენ ძალიან ბევრი ბანანი და ფორთოხალი შემოგვაქვს. უცხო პროდუქტი მხოლოდ 10%-ით უნდა მივიღოთ, რადგან ასე ეკოლოგიური შესაბამისობის კანონი ირღვევა.  ირმის გამოკვება ცერცვეკალათი არ შეიძლება. თუ ადამიანი უცხო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მატარებელ პროდუქტს მიირთმევს, იმ ადგილის პირობებთან ადაპტირებას ვერ შეძლებს, სადაც ცხოვრობს. ეს ბუნების მთავარი კანონია.

ერთხელ წყალნაწყენი (ივან ჩაი) სხვადასხვა ნიმუში სალეხარდში, ურენგოში, ნადიმსა და ტიუმენში ავიღე, რომ მათში ვიტამინების შემადგენლობა შემემოწმებინა. როგორც აღმოჩნდა, წყალნაწყენი 6-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავდა, ვიდრე ლიმონი – (ლიმონი 40 გრ, წყალნაწყენი 260 მგ).  აღმოჩნდა, რომ სალეხარდში წარმოებული ივან ჩაი 20-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავდა – 810 მგ. ამასთან სალეხარდის წყალნაწყენი 10-ჯერ უფრო მეტ A ვიტამინს და კაროტინს შეიცავდა, ვიდრე ტიუმენის. ყველაფერი, რაც ჩრდილოეთით იზრდება, 10-ჯერ მეტ ვიტამინებს გვაწვდის, ვიდრე ისინი, რაც სამხრეთით იზრდება. როგორ შეიძლება ჩრდილოელმა ხალხმა სამხრეთის ხილი და ბოსტნეული მიირთვას? ხვდებით? ასე ავადმყოფობის გაჩენას იწვევთ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მეფეებმა ამის შესახებ იცოდნენ. 1580 წელს ივან მრისხანემ თქვა: „ქვეყნის დაპყრობა გსურს – უცხო პროდუქტი შეიტანე!“ ახლა სწორედ ასე ხდება.

ასპარტამი

ჩვენ ძალიან ბევრი საკვები ნაგავი გვაქვს. მხედველობაში მაქვს ყოველგვარი კოლა, საღეჭი რეზინა – მათში ასპარტამი შედის, რომელიც შაქართან შედარებით 200-ჯერ უფრო ტკბილია. ადამიანი რაც უფრო მეტ კოლას სვამს, მით უფრო მეტის დალევა სურს და ამდიდრებს იმ ქვეყანას, რომელიც სასმელს აწარმოებს.

გართულებები ასპარტამის შემდეგ:

  • ინტელექტის შემცირება;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დეპრესია,
  • კუჭის ტკივილი;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • უმიზეზო შფოთვა;
  • არასწორი სიარული;
  • მეტყველების დაქვეითება;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტვინი სეროტონინის წარმოებას წყვეტს და ადამიანი დანაყრებას ვერ გრძნობას, ჭარბ წონასთან ბრძოლა კი შედეგს არ იძლევა.

პური – მთელი თავისთვის

თეთრი პური ცარიელი პურია. ადრე პურს მხოლოდ დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მიირთმევდნენ. დანარჩენ დროს კი უხეშად დაფქული ფქვილის პურს მიირთმევდნენ, რომელშიც მარცვლის ნატეხები შენარჩუნებული იყო.

საბავშვო ბაღში 260 ბავშვი მყავს. 1 თვე რძეზე მომზადებულ შვრიას ვაძლევთ – ასე ბრონქებს ვიცავთ, მეორე თვე კი წყალზე მომზადებულ შვრიას ვაჭმევთ – ასე ღვიძლის მუშაობას მხარს ვუჭერთ. 3 კვირა კი იოდს ვაძლევთ.

იოდი – ინტელექტის სამკურნალო საშუალება

იოდს მამა (დედა ექიმი, ხოლო მამა ქიმიკოსი და მეტყევე იყო) ალერგიის სამკურნალოდ მასმევდა – 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე 3 წვეთი იოდა ნახევარ ჭიქა რძეში ჩაწვეთებული. ნაპოლეონი იოდს თავის ჯარისკაცებს აძლევდა, რადგან იცოდა რომ იოდის დეფიციტი ჭკუასუსტობას იწვევს.

კისტა

კისტას არასდროს შეეხოთ. თუ კისტა დანით ამოიჭერით, ამას მეორე და შემდეგი ოპერაცია მოჰყვება. მას ისე კურნავენ, როგორც ონკოლოგიურ დაავადებას.

ქაცვი

თუ ღვიძლის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის პრობლემა გაქვთ, ქაცვის კენკრა, ჩაი და ნახარში დაივიწყეთ, მხოლოდ ქაცვის ფოთლების ნახარში დალიეთ.

კალციუმი არა – კრემნიუმი გჭირდებათ!

გაზაფხულზე ძაღლები და კატები რას ჭამენ? ჭანგა. ზოგიერთი ღებინებდა ჭამს – ასე იწმინდებიან. ჭანგა ღირებული სამკურნალო მცენარეა. ის კრემნიუმს შეიცავს, რომელიც კალციუმის შეკავებას ხელს უწყობს და ამით ართრიტის, ართროზის, პოლიართრიტისგან გიცავთ, კუჭს წმენდს და გასტრიტს კურნავს. როგორ მივიღოთ? 1 კონა ჭანგა აიღეთ, ქვაბში მოათავსეთ, 10 წუთი მოხარშეთ და გადააგდეთ, ხოლო ნახარშით წვნიანი მოამზადეთ.

ხანდაზმული ადამიანებისთვის კალციუმის შემცველი პრეპარატების მიცემა დანაშაულია, ასე სისხლძარღვები უფრო მყიფე ხდება.

წყლული

დაბალი მჟავიანობის მქონე წყლულის დროს მრავალძარღვა უნდა მიიღოთ (დღეში 1 ფოთოლი). ხოლო გაზრდილი მჟავიანობის დროს კოთხუჯი მიიღეთ.

ვიტამინები

ახლა მედიკამენტების 65% ყალბია. ჩემი დედა ექიმია და ამბობს: სახლში სინთეტიკური ვიტამინები არასდროს მოიტანო.

სელენის წყარო – კუნელი, ნიორი, გულყვითელა, გვირილა.

საახალწლო ნაძვის ხე

როგორ შეიძლება საახალწლო ნაძვის ხის გადაგდება? ეს დანაშაულია. პირველ რიგში, ასე ხის ცხოვრებას კლავთ, ამიტომ სასარგებლოდ მაინც გამოიყენეთ – ფისი ბრონებს კურნავს, სისხლძარღვებს წმენდს და ართრიტისგან დაგიცავთ.

პამპერსის და ქალის საფენის ზიანის შესახებ

პამპერსი მტერმა მოიფიქრა. ცხვრებს სტერილიზაციას როგორ უკეთებდნენ? მთებში ასტერილიზებდნენ – თუ ცხვარი სუსტია, მისი შთამომავლობას მეპატრონეს არ სჭირდება. ამიტომ მეპატრონე ცხვარს საკვერცხეებზე ბეწვის ტომარას აცმევდა – ზაფხულში ცხვარი დარბოდა და სტერილური ხდებოდა, მეპატრონე კი შემდეგ კლავდა. ქალის საფენი და ტამპონი დიოქსინს, უნივერსალურ შხამს შეიცავს. კრიტიკულ დღეებში ვარჯიში და დატვირთვა უკუნაჩვენებია.

მარილი

იოდიზირებული მარილი სისულელეა! თუ იოდიზირებული მარილის შეფუთვა გახსენით, გამოდის რომ 1 კგ იმ დღესვე უნდა შეჭამოთ – ხვალ მასში იოდი აღარ იქნება. ზღვის მარილი გამოიყენეთ – მასში 64, ჩვენთან საერთო 58 მიკროელემენტი შედის.

წყალი – ინფორმაციის მატარებელი

დალოცვილი წყალი და დალოცვილი საკვები ენერგეტიკულ პარამეტრებს ზრდის.

ღვიძლი

ეგზემა, კანის დაავადება ღვიძლის გავლით უნდა განკურნოთ. ღვიძლის პრობლემების დროს ძაფის ბურთებზე დაწექით – ის ნაღველს დააწვება და ნაღველის გამოყოფა გამარტივდება. ნაღვლის ბუშტში კენჭები უნდა დაშალოთ – არ ამოიღოთ.

თითის წვერების მასაჟი

თითის კიდურები ჩვენს მერიდიანებს აკავშირებს: ნეკა თითი – გული, არათითი – ენდოკრინული სისტემა, შუა თითი – სისხლძარღვების სისტემა, საჩვენებელი თითი – ნერვული სისტემა და მსხვილი ნაწლავი, ცერა თითი – ბრონქული სისტემა და ტვინი. აღმოსავლეთის მკურნალები თითის მოქნილობის მიხედვით ორგანიზმის პრობლემებს განსაზღვრავდნენ.

კოთხუჯი

კოთხუჯის მცირე ნაჭერიც კი, თუ აბაზანაში ჩააგდებთ, უარყოფით ენერგეტიკას მოგაშორებთ.

ტანსაცმლის ფერების გავლენა

  • ფარისებრი ჯირკვლები გაწუხებთ – წითელი შარფი გაიკეთეთ;
  • სიხარული გაკლიათ – ნარინჯისფერი და ლიმონის ფერი ტანსაცმელი დაგეხმარებათ.
  • სიმშვიდე გჭირდებათ – ცისფერი, მწვანე და ლურჯი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვით.
  • შავი არ ჩაიცვათ – შავი ფერი მთელ ენდოკრინულ სისტემას აფერხებს, განსაკუთრებით შავი ფერის კოლგოტი.
  • გოგოებო, თუ ჯერ არ გიმშობიარიათ, შარვალი გაიხადეთ. თუ მათ გარეშე ვერ ძლებთ, შესაკრავი გვერდით ან უკანა მხარეს გააკეთეთ, მაგრამ წინ არასდროს – ასე კაცის ჰორმონების რაოდენობა იზრდება.
  • ყველაზე ენერგეტიკული ტანსაცმელი – ქვემოთ გაფართოებული ტანსაცმელი, მაგალითად, როგორც მღვდლებს აქვთ.
  • ყავისფერი ტანსაცმელი სჯობს არ ჩაიცვათ – ის ღვიძლის მუშაობას აუარესებს.

ფერწერის ენერგეტიკა

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სახლში სურათზე რაა გამოსახული. სურათზე სივრცე თქვენი ცხოვრების გზის მსგავსია, მას არაფერი უნდა აბრკოლებდეს. კარგია, როცა მდინარეა გამოსახული – ის ყველა უბედურებას აუცილებლად თან წაიღებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.