Connect with us

ჰოროსკოპი

18-28 ოქტომბერი: იღბლიანი პერიოდი 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვსურს, მაგრამ ეს დროებითი სირთულეა და სიბნელეს მიღმა ყოველთვის მზე ამოდის. თითოეულ ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება აქვს, თითოეულის ბედში დიდი მარცხი არსებობს, მაგრამ სასოწარკვეთა და დანებება არ ღირს.

როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ჩიხში ხართ, ცოტა ხნით დაისვენეთ და აზრები დააწყვეთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ვინმე თქვენს გვერდით იყოს, კეთილი სიტყვით მხარი დაგიჭიროთ და გაგათბოთ. ცხოვრების ასეთ რთულ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი წვრილი ძაფის პოვნა, რომელიც მზესთან მიახლოებაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი სიბნელიდან გამოსავალი არსებობს და ხელმისაწვდომი გახდება მისთვის, ვინც სასოწარკვეთილი არაა და ეძებს იმას, რისი ნდობაც შეიძლება.

ჰოროსკოპი არის ის, რაც ზოგჯერ ცხოვრებაში და მომავლის იმედით შეხედვაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, მისი წაკითხვა მნიშვნელოვანია. დაე, სპეკტიკოსების ბრბო შეიკრიბოს და გითხრას, რომ ჰოროსკოპები მოგონილია. ოდესმე ისინიც მიხვდებიან, რომ წუწუნი ყოფის აზრი არაა. მაშინაც კი, თუ ვინმე ზის და ხალხის ცხოვრების გასამარტივებლად ჰოროსკოპებს ქმნის, მოდით, მას რწმენის, იმედის და ადამიანური სიკეთისთვის მადლობა ვუთხრათ.

ჰოროსკოპი ერთ ადამიანსაც რომ დაეხმაროს, არ დანებდეს და რთული სიტუაციიდან გამოვიდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ დაწერილა!

დღეს ასტროლოგიური პროგნოზით გაიგებთ, თუ ვისი სირთულეები დასრულდება 18 ოქტომბრიდან და ვისთვის იქნება 10 დღე უწყვეტი გამართლების პერიოდი.

კურო

ზუსტად 18 ოქტომბრიდან კუროს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ცვლილებები იწყება. ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენეთ. ამ 10 დღის განმავლობაში გაიაზრეთ, თუ სად დაუშვით შეცდომა და როგორ გამოასწოროთ. ზეცა კი მინიშნებებს მოგცემთ.

ამ დღეებში თქვენი ცხოვრების ახალი ჭეშმარიტება იპოვეთ, თქვენი ძალები და შესაძლებლობები გადააფასეთ და მიხვდებით, რომ  ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენმა ნიჭმა ირგვლივ შეიძლება ყველა დაჩრდილოს. ნებისმიერ საქმეში წარმატებას ადვილად მიაღწევთ.

სასწაულს არ დაელოდოთ, ის მოვა, მაგრამ თქვენი მონაწილეობის გარეშე არა. ფინანსური სფერო დალაგდება და შემოქმედებისთვის ახალი საზღვრები გამოჩნდება. პირადი ბიზნესისთვის ახალი იდეა განხორციელებას საჭიროებს და როგორც კი ჩანაფიქრს განახორციელებთ, თქვენს ცხოვრებაში დიდი წარმატება მოვა!

ვერძი

ვერძს ბედნიერებისთვის ცოტა თავდაჯერებულობა და სწორი მიმართულება აკლია. ახლა სწორედ ამით უნდა დაკავდეთ. ოქტომბერი უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ და თითოეულ მათგანს ბრწყინვალედ გაუმკლავდებით.

ასტროლოგები ერთ რჩევას გაძლევენ: ძალიან ახლობელი ადამიანების მიმართ უფრო თავშეკავებული იყავით, თქვენი სიმკაცრე ზოგჯერ ურთიერთობას ზიანს აყენებს.

სამყაროს განსხვავებულად შეხედეთ, ყურადღება მიაქციეთ, თუ ცხოვრების რომელი მხარის გაუმჯობესება შეგიძლიათ. ბედი კი იდეების რეალიზების მცდელობით არ დაგტანჯავთ, რადგან თქვენთვის დიდი წარმატების პერიოდი იწყება.

ლომი

ლომი საზოგადოების აღიარებას მოიპოვებს, ოვაციებს და კომპლიმენტებს მოისმენს. ეს შემთხვევითი არაა, რადგან როგორც იქნა თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდება.

ყველა მხრიდან ახალ მომგებიან შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც არ უნდა გადადოთ. ფრთხილად იმოქმედეთ.

არჩევანი იმაზე შეაჩერეთ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და მაშინ ახალი სამსახური უზარმაზარ სარგებელს და სულიერ წონასწორობას მოგიტანთ.

ტყუპები

18-28 ოქტომბრის პერიოდში სიყვარულში და მასთან დაკავშირებულ საქმეებში წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

მარტოხელა ტყუპები შეხვდება ადამიანს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მის ცხოვრებას და ყველა ჩვევას შეცვლის. თუ მეორე ნახევარი უკვე ნაპოვნი გყავთ, ზეციური ძალები ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს.

18 ოქტომბრიდან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ვარსკვლავებს უნდა დაუჯეროთ, რომ წარმატებამ თქვენს კარზე აუცილებლად დააკაკუნოს!