Connect with us

საკითხავი

18 ხრიკი, რომელიც გაფუჭებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს შესძენს

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საყვარელი ნივთების გაფუჭება ძალიან ადვილია. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ მეთოდებს, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებენ!

აი, 18 მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთებს გადაარჩენს!

ჯინსის უსიამოვნო სუნი

ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია: საკმარისია, ლამაზად დაკეცოთ, პარკში ჩადოთ, შემდეგ საყინულეში შეინახოთ. საყინულე უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების უმეტესობას ანადგურებს. ნერვიულობა არ მოგიწევთ, რომ რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ჯინსის ფერი გაუფერულდება.

უშნო ლაქები ტანსაცმელზე იღლიებთან

სოდა და ლიმონი დაგეხმარებათ. სოდა და ლიმონის წვენი აურიეთ და მიღებული ნარევი ლაქას წაუსვით. მკვრივი მასალის ქსოვილზე ნარევი ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ და გარეცხეთ.

მკვეთრი უსიამოვნო სუნი ტანსაცმელზე

არაყი (მაგრამ არა ჩვეული ხარისხის) დაგეხმარებათ. ცოტა არაყი ტანსაცმელს წაუსვით და გარეცხეთ. თუ რეცხვის დრო არ გაქვთ, ტანსაცმელი არყით დანამეთ და სპირტს სუნთან ერთად აორთქლების დრო მიეცით.

ტონალური კრემის ლაქა ტანსაცმელზე

შემთხვევით ტონალური კრემი ღია ფერის ტანსაცმელს წაუსვით? საპარსი კრემი ან ქაფი გამოიყენეთ – გარეცხვამდე 1 კოვზი ნივთიერება ლაქას წაუსვით.

ტუჩსაცხის ლაქა

ტანსაცმლიდან ტუჩსაცხის ლაქის მოშორებას თმის ლაქით შეძლებთ. წაუსვით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ნაზად გაჩიჩქნეთ და გარეცხეთ. მნიშვნელოვანია: გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ გაფუჭებული ნივთის იარლიყზე ქიმწმენდის აკრძალვის ნიშანი არაა.

სათვალის მოშვებული სახელური

თუ თქვენს მზისგან დამცავ სათვალეზე სახელური მოშვებულია, თქვენ კი პატარა სახრახნისი არ გაქვთ, ჭანჭიკის დროებით დამაგრებას გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქით შეძლებთ.

მოშვებული ღილი

თუ ტანსაცმელს ღილი თითქმის მოძვრა, ძაფის დამაგრებას ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქით შეძლებთ. მთავარია, ცოტა და ნაზად წაუსვათ.

ჭუჭყიანი ზამშის ფეხსაცმელი

ზოგჯერ ჯიუტ ზამშის ფეხსაცმელთან გამკლავება ადვილი არაა. სპეციალური ჯაგრისები უსარგებლოა. აი, ფრჩხილის ქლიბი გამოგადგებათ. ოღონდ „უხეში“ ლითონის ქლიბი არ აირჩიოთ და ერთი მიმართულებით გაწმინდეთ!

სითხის ლაქა ტყავის ფეხსაცმელზე

მისი მოშორება ძმრით სცადეთ. კბილის ჯაგრისით წაუსვით და ნაზად მოაშორეთ.

დაკაწრული პრიალა ფეხსაცმელი

ამ შემთხვევაში უბრალო ბამბის დისკი და ვაზელინი დაგეხმარებათ.

გაცვეთილი ტყავის ფეხსაცმელი

თუ თქვენი საყვარელი ჩექმა „დანაოჭებულად“ გამოიყურება, ცოტა დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი პირსახოცით წაუსვით. ფეხსაცმელი გარანტირებულად „სულით აღდგება!“

ბოტასის უსიამოვნო სუნი ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიშის შემდეგ ბოტასებში ცოტა საკვები სოდა ჩაყარეთ – ის ოფლს და უსიამოვნო სუნს შთანთქავს.

გაცვეთილი პრიალა ფეხსაცმელი

თქვენს საყვარელ ფეხსაცმელს ძველებურ ბზინვარებას მინის საწმენდი სითხე დაუბრუნებს.

წითელი ღვინის ლაქა

ასეთ ლაქას თეთრი ღვინო გაუმკლავდება: გაფუჭებული ნივთი თეთრ ღვინოში რამდენიმე წუთით ჩაალბეთ, შემდეგ გარეცხეთ.

ცხიმის ლაქა ტანსაცმელზე

ასეთ ლაქას ჭურჭლის სარეცხი ნაზი საშუალება გაუმკლავდება – უშუალოდ გარეცხვის წინ წაუსვით.

თვალის ამოვარდნა ტანსაცმელზე

თვალის ადგილზე დაბრუნება მარტივია: ამოვარდნილი თვალის ირგვლივ ქსოვილი სხვადასხვა მხარეს ფრთხილად გაჭიმეთ.

„ისარი“ კოლგოტებზე ან წინდებზე

და კვლავ, ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქი გიშველით. „ისარზე“ წაუსვით.

ცუდად მომუშავე ქურთუკის ელვა

თუ საყვარელ ტყავის ქურთუკზე ელვა ცუდად იკვრება, მასზე ვაზელინ წასმული ბამბის დისკი გადაატარეთ.