Connect with us

სხვა

18 მარტივი იდეა, როგორ გადავაქციოთ არასაჭირო ხარახურა დიზაინერულ ნივთად

18 მარტივი იდეა, როგორ გადავაქციოთ არასაჭირო ხარახურა დიზაინერულ ნივთად

თითქმის ყველა ჩვენგანში, სადღაც ღრმად დიზაინერული ნიჭი იმალება. სამწუხაროდ, ყველას, როგორც ამბობენ სწორი ხელით არ დაბადებია.

იმედგაცრუება არ იჩქაროთ. თუ კარადაში არასაჭირო ნივთები გაქვთ, დროა ფანტაზიას მოუხმოთ და საავტორო ნამუშევარი შექმნათ – ტანსაცმელი, სათამაშო ან აქსესუარი.

თქვენთვის მარტივი გადაკეთების იდეები შევაგროვეთ, რომელთა შესრულება ნებისმიერი შეძლებს, ვისაც ხელში ნემსის დაჭერა, დანით მუშაობა და სწორი ნაკერის გაკეთება შეუძლია.

1.ქალური ზამთრის კაბა

ძველი, გაწელილი სვიტრის გადაგდება არ იჩქაროთ. მისგან ლამაზი ზამთრის კაბა გამოვა.

2.თმის საყვარელი სარჭები

ასეთი ლამაზი სარჭები დამწყებმა ხელით კეთების მოყვარულმა შეიძლება გააკეთოს.

3.მყუდრო სანათები

დაწნული კალათიდან ასეთი სანათების გაკეთებას ბავშვიც მოახერხებს.

4.ასიმეტრიული კაბა

დარწმუნებული ვარ, კარადაში ბებიას ახალგაზრდობის დროინდელი კაბა ყველას აქვს, რომელიც 15 წუთში შეგიძლიათ მოდურ ნივთად გადააქციოთ.

5.კოქტეილის კაბა

მოსაწყენმა კაბამ შეიძლება ახალი ფერები შეიძინოს, თუ ცოტა ფანტაზიას მოუხმობთ.

6.ორიგინალური აქსესუარი

ტყავის ღილები ჩვეულ ნივთს ახალ ხიბლს შემატებს.

7.ბავშვის მაისური

ბავშვების დედებისთვის მაისურზე ლაქის პრობლემა ნაცნობია. ნახეთ, როგორ შეიძლება ლაქა ელეგანტურად დამალოთ.

8.ყვავილებიანი ნაქსოვი

შესანიშნავი იდეა მათთვის, ვისაც გაზაფხული მოენატრა.

9.საახალწლო ნაძვის ხე

მხოლოდ 5 წუთში ბოთლის საწმენდიდან დეკორატიული ნაძვის ხე შეგიძლიათ შექმნათ.

10.ქვედაბოლო ფანტაზია

ძველი მაისურისგან ასეთი შესანიშნავი ქვედაბოლო უკან ბაფთით შეგიძლიათ შექმნათ.

11.მოდური მოსაცმელი

ბიჭის, მამის ან უფროსი ძმის ძველი პერანგიდან ასეთი საინტერესო, ქალური მოსაცმელი გამოგივათ.

12.ნაზი პერანგი

მსგავსი პერანგის შესაქმნელად, ძველი პერანგი და ხელით ან მანქანით კერვის უნარი დაგჭირდებათ.

13.მოსასხამი ნახევარ საათში

ძველი მოდის ქვედა ბოლოდან შესანიშნავი მოსასხამი გამოვა, რომელიც არა მხოლოდ თქვენ დაგამშვენებთ, არამედ ზამთარში გაგათბობთ.

14.ძველი, ახალი ჩანთა

ძველი საყვარელი ჩანთის გადაგდება არ ღირს, თუ მასზე ნაკაწრები გაჩნდა. უბრალოდ ეს ნაკლოვანება ბეწვით დაფარეთ.

15.უთხარით არა ძველმოდურ შარვალს

შარვალი ფართო ბოლოებით 90-იანების მისალმებად ითვლება. მაგრამ მისი გადაგდება არ იჩქაროთ, არამედ უფრო თანამედროვე გახადეთ.

16.რომანტიული კაბა

წარუმატებელი და თავმობეზრებული კაბა შეიძლება ისე გარდაქმნათ, რომ მისი ცნობა გაგიჭირდეთ.

17.კაბა ქვედაბოლოსგან

გრძელი ქვედაბოლოსგან შესანიშნავი მოკლე სიგრძის კაბა გამოდის.

18.მოკლე ტოპი

ჯინსის პერანგიდან აი, ასეთი შესანიშნავი და აქტუალური მოკლე ტოპი გამოდის.

ბონუსი

რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ ნივთის გადაკეთება წარუმატებლად დასრულდა?

ხელები არ ჩაიქნიოთ და სცადეთ, სცადეთ და კიდევ ერთხელ სცადეთ.

იმედგაცრუებამ რომ თქვენი შემოქმედებითი ინიციატივა არ ჩააქროს, აიღეთ ის ნივთი, რომელიც არ გენანებათ. ან მეორადი ტანსაცმელების ბაზრობაზე გაემგზავრეთ და საჭირო მასალა იპოვეთ. თქვენ აუცილებლად გამოგივათ მაშინაც კი, თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი იყო.

თქვენ როგორ იქცევით ძველი ნივთების შემთხვევაში? სამკერვალოს მიმართავთ, თავად ცდილობთ გადაკეთებას და ტანსაცმელს აგდებთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.