სახლი და დიზაინი
17 გენიალური ხრიკი, რომელიც სახლში ზედმეტი ნივთების დამალვასა და სივრცის ეკონომიაში დაგეხმარებათ
თქვენთვის შევაგროვეთ საინტერესო ნივთები, რომლებიც უჩვეულო გზით ბინის განახლებაში დაგეხმარებათ. აქ მოცემული რჩევები სივრცის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ.
1. გამოსაწევი საუთავებელი დაფა
პატარა ბინის მფლობელისთვის გამოსაწევი, დასაკეცი საუთავებელი დაფა, რომელიც სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის ქვეშ იმალება, ნამდვილი აღმოჩენა იქნება. პატარა ბინაში ხომ გაშლილი საუთავებელი დაფის შესანახად ადგილის პოვნა რთულია.
2. გამოსაწევი უჯრა შინაური ცხოველის თასებით
სპეციალური კარადა, რომელიც აღჭურვილია შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი თასებით. სტუმრების მოლოდინში ან სახლის დალაგების დროს შეგიძლიათ უჯრა შეწიოთ, ხოლო კარადა პროდუქტების, სასუსნავების, სათამაშოების და აქსესუარების შესანახად გამოიყენოთ.
3. გამოსაწევი თაროები
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კარადა, რომლიც განსაკუთრებული თავსებადობით და ფუნქიურობით გამოირჩება, რაც გამოსაწევი თაროების წყალობით მიიღწევა. ასეთ თაროებზე ნივთებსაც ადვილად მიწვდებით.
4. საძინებელი ყუთებით
პატარა საძინებელში სივრცის დაზოგვის და დამატებითი შესანახი სისტემის მოპოვების საშუალებას სწორად შერჩეული საწოლი მოგცემთ. მაგალითად, ყურადღება ასაწევ ლეიბებს და თავსებად ყუთებს მიაქციეთ, რომლებიც რამდენიმე თეთრეულის, პირსახოცის და სეზონური ნივთების შესანახად გამოგადგებათ. ასევე შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ საწოლს, რომელიც გამოსაწევი უჯრებით არის აღჭურვილი. ასეთი საწოლით მასიური კომოდის ჩანაცვლებას შეძლებთ.
5. კლუმბა-კონტეინერი
ულამაზესი ხის კლუმბი პატარა ფარული კარადით, რომელიც შლანგის ან ბარის ინვენტარის შესანახად გამოგადგებათ.
6. შენიღბული ნაგვის კონტეინერი
ხის კონტეინერი ან ტიხარი დაგეხმარებათ, რომ უშნო სანაგვე კონტეინერი დამალოთ და ამით ტერიტორიის გარეგნული მხარე გააუმჯობესოთ.
7. ქაღალდის პირსახოცის შესანახი ადგილი
ჩვეულებრივი დასაკიდი კარადა, როემლიც აღჭურვილია რეილინგით და ქვედა ნაწილში ვიწრო ხვრელით. ასეთი კარადა ქაღალდის პირსახოცის შესანახად და კომფორტულად გამოსაყენებლად იდეალურია. ასეთი შენახვის სისტემა სამუშაო ზედაპირზე ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ და ქაღალდის ნაწარმს ჭუჭყისა და სისველისგან დაიცავს.
8. დეკორატიული ფუტლარი
ორიგინალური ფუტლარი დიდი და პატარა ქვის ფორმით, რომელიც უშნო სანტექნიკის დამალვაში დაგეხმარებათ, ღირებული ნივთებისთვის საიმედო ტექნიკა და ლანდშაფტის დიზაინის ორიგინალური ნაწილი გახდება.
9. სველი წერტილი კატისთვის
გადაკეთებული კომოდი საკეცი კარით შესანიშნავი ადგილი იქნება, რომ კატის უჯრა შეინახოთ და ეს არა ესთეტიკური ნივთი დამალოთ.
10. ეკრანი
კარი-ეკრანი, რომელიც ხის ფართო ლარტყებით არის გაკეთებული, არა მხოლოდ ელექტრომავთულების, მრიცხველის და ელექტროავტომატის დამალვის საშუალებას მოგცემთ, არამედ სახლის გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებს.
11. გამოსაწევი მაგიდა
სამზარეულოს კუნძული ჩაშენებული გამოსაწევი მაგიდით, რომელიც სამზარეულოს სასადილო ზონით და დამატებითი სამუშაო ზედაპირით უზრუნველყოფს.
12. გამოსაწევი თაროები
პატარა გამოსაწევი თაროები, რომლებიც სამზარეულოს კარადაშია ჩაშენებული, სამზარეულოს ავეჯის პოტენციალის გაზრდაში დაგეხმარებათ და სანელებლების, სოუსების და სუფრის მოწყობილობების შესანახად შესანიშნავად გამოგადგებათ.
13. ყუთები იატაკში
ვერანდის იატაკი ან პარმაღი შეგიძლიათ გამოსაწევი ან ასაწევი უჯრებით აღჭურვოთ, რომლებიც სხვადასხვა ნივთების შესანახად გამოგადგებათ დაწყებული ბაღის ინვენტარით და დასრულებული ძვირადღირებული ტექნიკით.
14. აბაზანის სახურავი
გამძლე სახურავი ხის ფართო ლარტყებით იატაკში ჩაშენებული აბაზანის დამალვაში დაგეხმარებათ.
15. ტუმბო-ტრანსფორმერი
ორიგინალური ტუმბო-ტრანსფორმერი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ორმაგ კუთხის მაგიდად გადააკეთოთ.
16. უჯრა ფანჯრის რაფის ქვეშ
ფანჯრის რაფის ქვეშ პატარა გამოსაწევი უჯრა შესანიშნავი ადგილი გახდება ძვირფასი ნივთების და დოკუმენტების შესანახად.
17. ავტოფარეხი ველოსიპედისთვის
პატარა ხის ავტოფარეხი ცოცხალი გაზონით, რომელიც მის სახურავზე იზრდება – საიმედო ადგილი ველოსიპედების შესანახად და უკანა ეზოს ულამაზესი დეკორი.