ჰოროსკოპი
17-23 აგვისტო 5 ზოდიაქოს ნიშნის გაფურჩქვნის პერიოდი
აგვისტოს მეორე ნახევარი ბევრი ადამიანისთვის მოიტანს რადიკალურ ცვლილებებს. ეს პერიოდი არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ კარიერული ზრდისთვისაც შესანიშნავია! ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს სამსახურში, შეიძლება მოგიმატონ ხელფასი ან დიდ წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო საქმებში. ეს ყველაფერი უფრო გაიოლდება თუ თქვენი მოქმედებებისთაც წააშველებთ ხელს.
ეს კვირა წარმატებული იქნება ვერძებისთვის. დრო შეუმჩნევლად გაიპარება. ცეცხლოვანი ნიშანი კმაყოფილი ინება საკუთარი თავით, გარშემომყოფებითა და თავისი გეგმებითაც. ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება ქულაზე შეფასდეს. პროფესიაში მათ მარსი შეუწყობთ ხელს. შეუძლიათ ახალ პროექტებს მიაქციონ ყურადღება.
ვერძებს სასიამოვნო სიახლეები ელით. შეუძლიათ დახმარებას ელოდონ იმ ადამიანებისგან რომლებთანაც დიდი ინტერესები აკავშირებთ. იურთიერთეთ ძველ ნაცნობებთან.
ყურადღება მიაქციეთ სასიყვარულო ურთიერთობებს, ეცადეთ საყვარელ ადამიანთან დათმობაზე წახვიდეთ. მარტოხელა ვერძებს მთელი კვირის განმავლობაში გაუმართლებთ.
ტყუპების შემთხვევაშიც ყველაფერი იდეალურად წარიმართება. ისინი გარშემომყოფთა ნდობას მოიპოვებენ. არცერთი ტყუილი და თვალთმაქცობა არ დაიმალება, ამიტომ ურთიერთობებში ყოველთვის გულწრფელობა გამოავლინეთ!
დამაინტრიგებელ საქმეებს შეიძლება ორმაგი ფსკერი ქონდეს ამიტომ კარგად განსაზღვრეთ არა კეთილისმსურველები და კონკურენტების მიმართ ყურადღებას ნუ მოადუნებთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, კვირის ბოლოს შეიძლება გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა იჩინონ თავი.
კვირის ბოლოს სასიყვარულო კუთხით შესანიშნავი პერიოდია. გადადეთ ყველა საქმე და მოდუნდით საყვარელ ადამიანებთან ერთად.
კირჩხიბებს კვირის პირველ ნახევარში ბანკებისა და ოფიციალური დაწესებულებების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ელით. კვირის პირველი ნახევარი იდეალურია საქმეების დასასრულებლად. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა, წვრილმანების მიმართ ყურადღება წინ წაგწევთ საქმეებში.
ვენერას წყალობით თქვენს ცხოვრებაში კეთილისმსურველები გამოჩნდებიან. კვირის შუაში შეიძლება პოტენციურმა კომპანიონებმა გარკვეული საქმე შემოგთავაზონ. არ ღირს კონკურენტებისთვის შანსის დატოვება.
კვირის ბოლო კარგი პერიოდია სამოგზაუროდ. თუ მარტოხელა ხართ – შანსი მოგეცემათ მეორე ნახევრის პოვნისთვის!
მორიელები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. დროა ცხოვრებით დატკბეთ და არაფერზე იზრუნოთ. სამსახურში გაჩერება გაგიჭირდებათ. კარგი იქნება თუ მოკლე დასვენების ორგანიზებას მოახდენთ და ძალებს აღიდგენთ.
ძველი პრობლემები და უსიამოვნებები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაიწევს. მშვენიერი დროა ახალი ნაცნობობისთვის. ვენერა მთელი კვირა თქვენს მხარეს იქნება ამიტომ ეცადეთ ისეთ ადამიანებთან იურთიერთოთ რომლებიც წინსვლას და განვითარებას შთაგაგონებენ.
კვირის ბოლოს თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ აუცილებლად დაეხმარეთ.
თხის რქებს შეუძლიათ გასართობად გაეშურონ! ამდენი შრომა დასვენებას იმსახურებს. საშუალება მოგეცემათ ფინანსური საკითხები გადაწყვიტოთ ან პრემია მოითხოვოთ.
თავისუფალი დრო ისეთ ადამიანებთან გაატარეთ რომლებიც გენატრებათ. თუ თქვენს გრძნობებსა და სურვილებზე დაიწყებთ საუბარს, თქვენს პარტნიორს ამაზე ნორმალური რეაქცია ექნება.
თავისუფლება, მოდუნება, ფლირტი – ეს არის რაც მარტოხელა თხისრქებს ელით!