Connect with us

ჯანმრთელობა

16 ჩვევა, რომლებიც თქვენს კბილებს ანადგურებენ

ჯანმრთელი კბილები რომ გქონდეთ, დღეში 2–ჯერ უნდა გაიხეხოთ, სავლები სითხე გამოივლოთ, სტომატოლოგთან წელიწადში 2–ჯერ მიხვიდეთ და ქვემოთ მოცემული ჩვევები დაივიწყოთ.

1. ვარჯიში დაცვის გარეშე

თქვენ ხომ ჰოკეის ჩაფხუტის გარეშე არ ითამაშებთ ან კრივზე კაპების გარეშე არ გახვალთ? თუ ნებისმიერი კონტაქტური სპორტით ხართ დაკავებული, კბილების სპეციალური სტომატოლოგიური დამცავის გარეშე არ დაიწყოთ. აღჭურვილობა არასდროს უგულებელყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კბილები აღმოჩნდება ხუთი მილიონიდან ერთ–ერთი, რომელიც ყოველდღე სავარჯიშო მოედანზე ტყდება. ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის თანახმად, დამცავი საშუალებები, ჩაფხუტი და კაპები, წელიწადში 200 ათას კბილს იცავენ.

შეადარეთ რა ღირს დაცვა, რამდენი – ახალი კბილი და სწორი არჩევანი გააკეთეთ.

დამცავი აღჭურვილობა გაიკეთეთ, თუ დაკავებული ხართ შემდეგი სპორტით: MMA, კრივი, ჭიდაობა, ჰოკეი, ფეხბურთი, კალათბურთი, ამერიკული ფეხბურთი, წყალბურთი, სკეიტბორდინგი, რაგბი.

2. ენის პირსინგით გატაცება

სტომატოლოგებს არ უყვართ ენაზე პირსინგი და ეს მაგარი ლითონის შტანგა, რადგან:

  • პირსინგმა შეიძლება კბილი დააზიანოს და შუაზე გაყოს კიდეც.
  • პირსინგმა შეიძლება ღრძილებზე ზეწოლა გაზარდოს, რის გამოც ღრძილები სუსტდება (კბილიც შეიძლება დაკარგოთ) და მგრძნობიარე ხდება.
  • პირში მილიონობით ბაქტერიაა. აქსესუარის გამო ისინი უფრო სწრაფად მრავლდებიან და არაჯანსაღ გარემოს ქმნიან.
  • პირსინგი შეიძლება ჩაკბიჩოთ და თუ მასში ქვაა, შეიძლება დაიმსხვრეს.
  • ნახვრეტში შეიძლება ანთება გაჩნდეს, ხოლო აქედან გამოწვეულმა შეშუპებამ შეიძლება სუნთქვის გართულება გამოიწვიოს.
  • ზოგიერთი ლითონი ალერგიას იწვევს.
  • პირსინგის გამო ენის ნერვები შეიძლება დაზიანდეს და რეაგირება შეწყვიტოს. ჩვეულებრივ, ეს დროებითი მოვლენაა.
  • პირსინგმა კბილების რენტგენულ სურათზე შეიძლება გავლენა მოახდინოს.

3. ჟელეს კანფეტების ჭამა

ის, რომ შაქარი კარიესს იწვევს, ყველამ იცის, მაგრამ ზოგიერთი ტკბილეული სხვებზე უფრო საშიშია. ის, რომელიც კბილებს ეკვრის, საზიანოა. თუ ჟელეს ნაწილები კბილებს შორის დარჩება, მისი იქედან მოშორება გაგიჭირდებათ, ნერწყვი ვერ დაშლის. ჟელეს გარდა სახიფათოა კარამელი, ხმელი დაშაქრული ხილი, მარმელადი. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია შაქრის შემცველით. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ კბილები გაიხეხოთ, როგორც კი ტკბილეულს შეჭამთ.

4. საწუწნი აბებით ხველის განკურნება

ის ხველას ამსუბუქებს და ყელში ტკივილს ამცირებს, მაგრამ თუ კარიესი გაქვთ, საწუწნი აბები სიტუაციას გაამწვავებს, რადგან უმეტესობა მათგანი შაქრით სავსეა. ამ საწუწნი აბების მუდმივი წუწვნით იდეალურ გარემოს ვქმნით ბაქტერიებისთვის, რომლებიც კბილებს და ღრძილებს ანადგურებენ. საწუწნი აბების შერჩევისას უპირატესობა უშაქრო ვარიანტებს მიანიჭეთ.

5. კბილების კრაჭუნი

ღამით კბილებს ბევრი აკრაჭუნებს. ამ მოვლენას ბრუქსიზმი ეწოდება, მასში დამნაშავეა მემკვიდრეობა ან შფოთვა და სტრესი. ჩვეულებრივ, კბილებს ღამით აკრაჭუნებენ, მაგრამ ზოგჯერ ამას სიფხიზლის დროსაც აკეთებენ.

ზოგადად, ეს საშიში მდგომარეობა არაა, მაგრამ მას კბილების დაზიანება შეუძლია: ემალის დასუსტება, კბილების დაკარგვა ან გატეხვა.

ბევრმა არც კი იცის, რომ ღამით კბილებს აკრაჭუნებს. თუ დილით გაუგებარი მიზეზის გამო ყელი, ყური, თავი გტკივათ, ყბის დატვირთვას გრძნობთ, კბილები კი რატომღაც იშლება ან ცვდება, ამაში დამნაშავე შეიძლება ბრუქსიზმი იყოს.

თუ ამის მიზეზი სტრესია, საკითხი ფსიქოლოგთან უნდა მოაგვაროთ. სტომატოლოგი გირჩევთ კბილების დამცავის გამოყენებას და საწოლში პოზის შეცვლას.

6. გაზიანი სასმელი

შაქარი და მჟავები ემალისთვის დამღუპველი კომბინაციაა. მაშინაც კი, თუ ლიმონათში შაქრის შემცველია, მასში მჟავები მაინც რჩება, რომელიც ემალს ანადგურებს და კბილების მგრძნობელობას იწვევს.

გაზიანი სასმელი სჯობს კბილების გაწმენდიდან 30 წუთის განმავლობაში მაინც არ დალიოთ. თუ ხშირად სვამთ, საწრუპი მილი გამოიყენეთ.

7. ბოთლის და შეფუთვების კბილებით გახსნა

კბილები ჭამისა და ღიმილისთვის არის შექმნილი! სხვა დანიშნულებით მისი გამოყენება რეკომენდებული არაა. კბილები მაკრატელი, სახსნელი და დანა არაა. სწორედ ამიტომ, შეფუთვები და ბოთლები სპეციალური ინსტრუმენტებით გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები დაზიანდება.

8. ხილის წვენის დალევა

ის გაზიან სასმელზე უკეთესია, მაგრამ მაინც ბევრ შაქარს შეიცავს. ზუსტად იმდენს, რამდენსაც ლიმონათი. სწორედ ამიტომ, ხილის წვენს წყალი დააყოლეთ, რომ შაქარი პირში არ დატოვოთ.

9. კარტოფილის ჩიფსების ჭამა

თხელი ჩიფსი ჯერ წვრილ ნაწილებად იშლება, რომლებიც კბილებს შორის იჭედება, შემდეგ ნერწყვის ზემოქმედებით ეკვრის. ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც მარმელადის კანფეტს. ასეთი საკვები ბაქტერიული ნადების გასამრავლებლად ნაყოფიერი ნიადაგია. ასე რომ ჭამის შემდეგ პირში სავლები სითხე მაინც გამოივლეთ.

10. მუდმივად წახემსება

როგორც უკვე ცხადია, თუ მუდმივად რაღაცას დაღეჭავთ, მუდმივად პირის გამოვლება ან კბილების გახეხვა მოგიწევთ, რომ საკვები კბილებს შორის არ დარჩეს. ჯაგრისის ხშირად გამოყენება საეჭვო საქმეა, რაც კბილების მგრძნობელობას გაზრდის. სჯობს ჭამის გრაფიკი მოაწესრიგოთ და უხეში ხილით ან ბოსტნეულით წაიხემსოთ, რომელიც კბილების გაწმენდაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ვაშლი ან სტაფილო.

11. ფანქრების და კალმების დაღეჭვა

ხშირად ნერვიულობის დროს ადამიანები ფანქრის ან კალმის წვერს ღეჭავენ. ამან შეიძლება კბილები ან ღრძილები დააზიანოს. სტრესი უვნებელი გზით მოიშორეთ. მაგალითად, უშაქრო საღეჭი რეზინი დაღეჭეთ.

12. ბევრი ყავის დალევა

თქვენს საყვარელ დილის ფინჯან ყავას კბილების დაზიანება შეუძლია. კოფეინის გამო პირში სიმშრალე ჩნდება, ხოლო ნერწყვის უკმარისობა კარიესის განვითარებას იწვევს. შაქრიანი ყავის დალევა ამ პროცესს აჩქარებს.

13. მოწევა

კიდევ ერთი მიზეზი გჭირდებათ, რომ მოწევას თავი დაანებოთ? ინებეთ. თამბაქო პირის ღრუს ლორწოვან გარსს აზიანებს და კბილებზე ნადების რაოდენობას ზრდის. მწეველებს პაროდონტიტი ხშირად აწუხებთ. მოწევა ყელის და ტუჩის სიმსივნის რისკს ზრდის.

14. წითელი ღვინის დალევა

გაიხსენეთ, რა რთულია წითელი ღვინის ლაქის მოშორება თეთრი სუფრიდან. ახლა წარმოიდგინეთ, რას აკეთებს ეს სასმელი თქვენს კბილებზე.

წითელი ღვინის 3 კომპონენტი კბილებს ღებავს:

  • ქრომოგენი, რომელიც წითელ ღვინოს ღრმა ფერს ანიჭებს.
  • მჟავა, რომელიც კბილებს მცირედ აზიანებს, ამიტომ საღებავები კბილებში ადვილად აღწევენ.
  • ტანინები – ნივთიერება, რომელიც ემალში საღებავს აფიქსირებს. კბილები რომ არ შეიღებოს, ღვინოს თეთრი საკვები (მაგალითად, ყველი) მიაყოლეთ, 1 ჭიქა ღვინის შემდეგ სუფთა წყალი დალიეთ ან საღეჭი რეზინა დაღეჭეთ, რომ უფრო მეტი ნერწყვი გამოყოთ და საღებავები მოიშოროთ.

საბედნიეროდ, წითელი ღვინის კვალი დიდხანს არ რჩება.

15. თეთრი ღვინის დალევა

თეთრ ღვინოში ძლიერი საღებავები არ შედის, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება იყოს საკვებში, რომელსაც თქვენ აყოლებთ. ღვინოში შემავალი ტანინები და მჟავები ამ საღებავს კბილებში აფიქსირებენ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ჭამთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მჟავე პროდუქტების მიღების შემდეგ კბილები 30 წუთის განმავლობაში არ უნდა გაიხეხოთ, რომ მინანქარი არ დააზიანოთ.

16. გადაძღომა

ბევრი ჭამა ნიშნავს, რომ ადამიანი ბევრ შაქარს, ტკბილეულს, სწრაფი კვების პროდუქტს და ყველა იმ პროდუქტს მოიხმარს, რომლებიც კარიესის განვითარებას ხელს უწყობენ.

ზედმეტი ჭამა კვების ჩვევის აშლილობას იწვევს – ბულიმია, რომლის დროსაც ადამიანი უზომოდ ჭამს და შემდეგ ღებინებას იწვევს. კუჭი მჟავებს შეიცავს, ამიტომ ხშირი ღებინება კბილებს და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აზიანებს. საჭმლის ჩვევის დარღვევას სპეციალისტები მკურნალობენ და ისენი არა სტომატოლოგები, არამედ ფსიქიატრები ან ფსიქოთერაპევტები არიან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.